სადოქტორო პროგრამა სოციალურ მეცნიერებებში

სოციალურ მეცნიერებათა სადოქტორო პროგრამა განკუთვნილია იმ პირთათვის, ვისაც მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი სოციალური მეცნიერებების რომელიმე ქვედარგში, ან ფლობს მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს. გამონაკლისი დაიშვება სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით, კვლევის გამოცდილების და შესაბამისი კვალიფიკაციის შეფასების მიხედვით.

სადოქტორო პროგრამაზე სწავლის მსურველი ადმინისტრაციასთან წარმოადგენს შემდეგ საბუთებს:

  • შევსებულ სააპლიკაციო ფორმას
  • პროფესიულ ბიოგრაფიას (CV)
  • აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლს, (სავალდებულოა სამაგისტრო დიპლომი გაცემული იყოს სოციალური მეცნიერებების დარგში, გამონაკლისია საჯარო მმართველობა), უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომის აღიარების უფლებამოსილება აქვს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს)
  • მაგისტრის დიპლომის დანართს
  • პირადობის მოწმობის ასლს
  • ერთ ფოტოსურათს 3X4 - ზე
  • სადოქტორო კვლევის საკითხის აღწერას.  (1000 სიტყვა)
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელ B 2 დონის საერთაშორისო სერტიფიკატს. (თუ ასეთი არ არსებობს,   ჩააბარებს შიდა გამოცდას ინგლისურ ენაში) ინგლისური ენის გამოცდის ჩაბარების ვალებულებისგან თავისუფლდებიან კანდიდატები, ვისაც ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამა აქვთ დამთავრებული საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.
  • დოქტორანტობის კანდიდატი, რომელსაც ქართულენოვან პროგრამაზე სურს სწავლა და მისი მშობლიური ენა არ არის ქართული, წარმოადგენს ქართული ენის B2 დონის დამადასტურებელ სერტიფიკატს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ან ჩააბარებს გამოცდას ქართულ ენაში.

კანდიდატები პროგრამაში ჩაირიცხებიან გასაუბრების საფუძველზე დარგობრივ  კომისიასთან,

გასაუბრებისას მხედველობაში მიიღება:

ა) შერჩეული საკვლევი საკითხის აქტუალობა და სამეცნიერო სიახლე

ბ)  გამოქვეყნებული ან დასაბეჭდად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციების არსებობა;

გ)  სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა;

დ) სასწავლო/კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა აქტივობები

 

საბუთების მიღება

1 სექტემბერიდან 30 სექტემბრის ჩათვლით

მის: იეთიმ გურჯის 7ბ. 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:

ნათია ჭიღვარია

ელ. ფოსტა: n.tchigvaria@gipa.ge 

მობ.: +995 595 65 95 56

სადოქტორო პროგრამა მიზნად ისახავს სოციალური მეცნიერებების სფეროში თეორიული და პრაქტიკული საკითხების მეცნიერულ კვლევას, სამეცნიერო კვლევის ხარისხის გაუმჯობესებას, ახალი ცოდნის შექმნას, დარგის განვითარებისთვის ხელის შეწყობას, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებისათვის მაღალკვალიფიციური აკადემიური კადრების მომზადებას, მათ საერთაშორისო აკადემიურ და სამეცნიერო სივრცეში ჩართვას, რაც მნიშვნელოვანია უნივერსიტეტის მიერ ქვეყნის განვითარებაში წვლილის შეტანისათვის.  შესაბამისად სადოქტორო პროგრამის მიზნები სრულ შესაბამისობაშია უნივერსიტეტის მისიასთან. პროგრამას აკრედიტაცია მიენიჭა 2012 წლის 11 დეკემბრის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს #752 ბრძანებით.

საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სადოქტორო პროგრამა შედგება სასწავლო და კვლევითი კომპონენტებისგან. სადოქტორო პროგრამის სასწავლო კომპონენტის მიზანია ხელი შეუწყოს დოქტორანტს მეთოდოლოგიური უნარების დახვეწაში, სადოქტორო ნაშრომის შესრულებაში და მოამზადოს მომავალი პედაგოგიური და სამეცნიერო საქმიანობისთვის.

სასწავლო კომპონენტი მოიცავს სავალდებულო სალექციო კურსებს, პედაგოგიურ პრაქტიკას და სადოქტორო სემინარებს.

სადოქტორო პროგრამის სამეცნიერო კვლევითი კომპონენტის მიზანია დოქტორანტის სამეცნიერო კვლევითი უნარების ჩამოყალიბება. იგი გულისხმობს უშუალოდ კვლევასთან დაკავშირებულ აქტივობებს და სადოქტორო დისერტაციაზე მუშაობას.

სადოქტორო პროგრამაში არსებულ სპეციალობებს კვალიფიკაციათა ჩარჩოსთან შესაბამისობის მიხედვით ამტკიცებს სამეცნიერო საბჭო. ერთ დოქტორანტზე გათვალისწინებულია 4 აკადემიური პერსონალის წარმომადგენელი, რაც ხარისხიანი კვლევებისა და მათ საფუძელზე დაცული დისერტაციების ხარისხის დასავლურ სტანდარტებთან მიახლოების შესაძლებლობებს იძლევა.

დაცული დისერტაციების ხარისხის ამაღლების მიზნითა და სადოქტორო სწავლების შედეგების მეტი ეფექტიანობისათვის სადოქტორო პროგრამაზე არსებობს კონკურსის საფუძველზე მიღების წინაპირობა.  საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის დოქტორანტებისთვის უზრუნველყოფილია სამეცნიერო კონსულტირებისა და პროფესიული მხარდაჭერის შესაძლებლობები. სადისერტაციო ნაშრომების ხელმძღვანელთათვის უზრუნველყოფილია ჰონორარები, რაც სტუდენტებთან მუშაობის მოტივაციას ზრდის. პროგრამაში მოქმედებს შიდა შეფასების სისტემა, რომელიც საშუალებას იძლევა შეფასდეს მეცნიერ ხელმძღვანელის დოქტორანტთან მუშაობის ეფექტიანობა. მეცნიერ ხელმძღვანელები არიან როგორც უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, ასევე მოწვეული ლექტორები, ვისაც აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი შესაბამის დარგში. პროგრამა მეცნიერ ხელმძღვანელთან აფორმებს ხელშეკრულებას თანამშრომლობის შესახებ, სადაც გაწერილია მისი უფლება მოვალეობები.

სოციალურ მეცნიერებათა სადოქტორო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, გამონაკლისი დაიშვება სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით კვალიფიკაციის შეფასების მიხედვით. დეტალები მისაღები პროცედურების შესახებ იხ. ვებგვერდზე: https://gipa.ge

GIPA-ს აქვს დარგის სპეციფიკის შესაბამისი სადისერტაციო ნაშრომის შეფასებისა და დაცვის საჯარო, გამჭირვალე და სამართლიანი პროცედურები - სადისერტაციო ნაშრომზე მუშაობის პირობებში დოქტორანტი თავდაპირველად ამზადებს პროსპექტუსს, სადისერტაციო კვლევის გაფართოებულ მონახაზს, რომელსაც იცავს დარგობრივი კომისიის წინაშე. კომისიის გადაწყვეტილებით, რომელიც კენჭისყრის შედეგად მიიღება, დოქტორანტს ეძლევა უფლება გააგრძელოს კვლევაზე მუშაობა.  სადოქტორო დისერტაციის დაცვის პროცედურა არის საჯარო და გამჭირვალე პროცესი, რომელსაც ესწრებიან როგორც სადისერტაციო საბჭოს წარმომადგენლები, ასევე მოწვეული სტუმრები და ნებისმიერი დაინტერესებული პირი. სადოქტორო კვლევის შეფასება ხორციელდება ,,უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის N3 ბრძანებით დამტკიცებული შეფასების სისტემის შესაბამისად.

სადოქტორო პროგრამის დასრულების შემდეგ დოქტორანტი წარმოადგენს დარგის ექსპერტს, რომელსაც აქვს უნარი შექმნას ახალი ცოდნა, შეიმუშაოს ახლებური კვლევითი და ანალიტიკური მიდგომები, დამოუკიდებლად და მაღალკვალიფიციურად შეასრულოს კვლევა თანამედროვე მეთოდოლოგიებზე დაყრდნობით, რომლის შედეგებიც გამოქვეყნებას იმსახურებს საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში. პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია სასწავლო და კვლევითი პროცესის დაგეგმვა და განხორციელება მისი სპეციალობით, სალექციო კურსის მომზადება და ჩატარება, სხვა კვლევითი პროექტისთვის ზედამხედველობის გაწევა. მომიჯნავე დარგების წარმომადგენლებთან თანამშრომლობა ინტერდისციპლინარული კვლევის შესრულების დროს. შესაბამისად, სოციალურ მეცნიერებათა პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია დაიკავოს აკადემიური თანამდებობა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სასწავლო და კვლევით ინსტიტუტებში, კერძო/დამოუკიდებელი კვლევითი ორგანიზაციებში,  და ა.შ.

მისანიჭებელი კვალიფიკაცია - სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი

სწავლების საფეხური - დოქტორანტურა

პროგრამის მოცულობა - 180 კრედიტი

სწავლების ენა - ქართული

პროგრამის ხანგრძლივობა - 3 წელი

სასწავლო გრაფიკი - საღამოს სწავლება

იხილეთ სასწავლო პროგრამა

სოციალურ მეცნიერებათა სადოქტორო პროგრამის და სამეცნიერო/სადისერტაციო საბჭოს საქმიანობის წესი

სპეციალობები:

დარგი:
ეკონომიკა (0701);
პოლიტიკის მეცნიერებები (0702);
მასობრივი კომუნიკაცია/ჟურნალისტიკა (0703);
საზოგადოებრივი ურთიერთობები (070302);
საერთაშორისო ურთიერთობები (0705);
სოციოლოგია (0706);
ფსიქოლოგია (0707);
კულტურული მემკვიდრეობა (0708);
დარგთაშორისი მეცნიერებები: საჯარო მმართველობა (1110)

 

პროგრამის ღირებულება

პროგრამაზე სწავლის ღირებულებაა 2500 ლარი წელიწადში. გადახდა ხდება წელიწადში ორჯერ, დეკემბერსა და ივნისში, შესაბამისად წლიური გადასახადი იყოფა ორ ნაწილად.

საბანკო რეკვიზიტები

სს „ თიბისი ბანკი“
საბანკო კოდი (მფო): TBCB GE 22
მიმღების დასახელება - ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
ანგარიშის ნომერი - GE84TB1100000110700419 / GEL

თანხის გადახდა შესაძლებელია TBC ბანკის ნებისმიერ ფილიალში (როგორც თბილისში, ისე ყველა ქალაქსა თუ რაიონში)

გადახდისას, დანიშნულებაში მიუთითეთ პროგრამის სახელწოდება.

სოციალურ მეცნიერებათა პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია დაიკავოს აკადემიური თანამდებობა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სასწავლო და კვლევით ინსტიტუტებში, კერძო/დამოუკიდებელი კვლევითი ორგანიზაციებში,  და აშ

საკონტაქტო პირი:

ნათია ჭიღვარია

სოციალურ მეცნიერებათა სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი

ელფოსტა:

მობ: +995 595659556

პროგრამის მიზანი:

 

სადოქტორო პროგრამა მიზნად ისახავს სოციალური მეცნიერებების სფეროში თეორიული და პრაქტიკული საკითხების მეცნიერულ კვლევას, სამეცნიერო კვლევის ხარისხის გაუმჯობესებას, ახალი ცოდნის შექმნას, დარგის განვითარებისთვის ხელის შეწყობას, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებისათვის მაღალკვალიფიციური აკადემიური კადრების მომზადებას, მათ საერთაშორისო აკადემიურ და სამეცნიერო სივრცეში ჩართვას, რაც მნიშვნელოვანია უნივერსიტეტის მიერ ქვეყნის განვითარებაში წვლილის შეტანისათვის.  შესაბამისად სადოქტორო პროგრამის მიზნები სრულ შესაბამისობაშია უნივერსიტეტის მისიასთან.

 

სოციალურ მეცნიერებათა   სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის  მიზანია სტუდენტს:

 

  • შესძინოს სოციალურ მეცნიერებათა სფეროს ქვედარგში უახლეს მიღწევებზე დამყარებული ცოდნა;
  • გამოუმუშაოს არსებული ცოდნის გაფართოების, ინოვაციური მეთოდების გამოყენებისა და ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი;
  • გამოუმუშაოს ახალი, რთული და წინააღმდეგობრივი იდეებისა და მიდგომების კრიტიკული ანალიზის, სინთეზისა და შეფასების უნარი;
  • გამოუმუშაოს საერთაშორისო რეფერირებადი პუბლიკაციების სტანდარტების შესაბამისად სამეცნიერო ნაშრომის გაფორმებისა და გამოქვეყნების უნარი;
  • გამოუმუშაოს სამეცნიერო კვლევის აკადემიურად სტრუქტურირების, ლოგიკური მსჯელობისა და არგუმენტირების, აგრეთვე სამეცნიერო კვლევის შედეგების განზოგადების უნარი;
  • გამოუმუშაოს პრობლემათა იდენტიფიცირებისა და ანალიზის, აგრეთვე პრობლემის გადაჭრისათვის სწორი და ეფექტური გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  • გამოუმუშაოს პრაქტიკულ საქმიანობაში სწავლების უახლესი მეთოდების გამოყენების უნარი;
  • გამოუმუშაოს სოციალურ მეცნიერებათა ქვედარგში გლობალურ პრობლემატიკაში იოლად ადაპტირების უნარი.

 

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

 

სოციალურ მეცნიერებათა სადოქტორო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, გამონაკლისი დაიშვება სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით კვალიფიკაციის შეფასების მიხედვით. დეტალები მისაღები პროცედურების შესახებ იხ. ვებგვერდზე: www.gipa.ge

 

დოქტორანტობის კანდიდატს მოეთხოვება ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა, რაც უნდა დადასტურდეს შიდა საუნივერსიტეტო გამოცდით ან შესაბამისი ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატით (TOEFL, IELTS). ინგლისური ენის გამოცდისგან ან შესაბამისი სერტიფიკატის წარმოდგენისგან თავისუფლდება დოქტორანტობის კანდიდატი, თუ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ, სამაგისტრო ან საბაკალავრო პროგრამა გავლილი აქვს ინგლისურ ენაზე. დოქტორანტობის კანდიდატი, რომელსაც ქართულენოვან პროგრამაზე სურს სწავლა და მისი მშობლიური ენა არ არის ქართული, წარმოადგენს ქართული ენის B2 დონის დამადასტურებელ სერტიფიკატს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ან ჩააბარებს გამოცდას ქართულ ენაში.

 

 

სწავლის შედეგები/ზოგადი და დარგობრივი კომპეტენციები:

 

სადოქტორო პროგრამის დასრულების შემდეგ დოქტორანტი წარმოადგენს დარგის ექსპერტს, რომელსაც აქვს უნარი შექმნას ახალი ცოდნა, შეიმუშაოს ახლებური კვლევითი და ანალიტიკური მიდგომები, დამოუკიდებლად და მაღალკვალიფიციურად შეასრულოს კვლევა თანამედროვე მეთოდოლოგიებზე დაყრდნობით, რომლის შედეგებიც გამოქვეყნებას იმსახურებს საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში. პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია სასწავლო და კვლევითი პროცესის დაგეგმვა და განხორციელება მისი სპეციალობით, სალექციო კურსის მომზადება და ჩატარება, სხვა კვლევითი პროექტისთვის ზედამხედველობის გაწევა. მომიჯნავე დარგების წარმომადგენლებთან თანამშრომლობა ინტერდისციპლინარული კვლევის შესრულების დროს.

 

სადოქტორო პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს აქვს:

 

ცოდნა და გაცნობიერება

  • სოციალური მეცნიერებების ერთ-ერთი დარგის უახლეს ან/და აქტუალურ მიღწევებზე დამყარებული ცოდნა, რაც არსებული ცოდნის გაფართოებისა და ინოვაციური მეთოდების გამოყენების საშუალებას იძლევა რეფერირებადი პუბლიკაციისთვის აუცილებელი სტანდარტის დონეზე.
  • ფლობს დარგში სამეცნიერო კვლევისა და სწავლების თანამედროვე მეთოდებს.
  • არსებულ ცოდნას კრიტიკულად იაზრებს და ნაწილობრივ გადაფასების გზით  აცნობიერებს ცოდნის განახლებულ ფარგლებს.

 

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება

  • სწავლის დროს მიღებული ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე დამოუკიდებლად გეგმავს, ახორციელებს და ზედამხედველობს ინოვაციურ კვლევას.
  • შეიმუშავებს ახლებურ კვლევით და ანალიტიკურ მეთოდებსა და მიდგომებს.
  • დამოუკიდებლად არჩევს საკვლევ საკითხებს, აყალიბებს კვლევის კითხვებს და ჰიპოთეზებს
  • ირჩევს ახალი ცოდნის შექმნაზე ორიენტირებულ ინოვაციურ კვლევის სტრატეგიას.

 

დასკვნის უნარი

  • აქვს ლოგიკური აზროვნების, კრიტიკული ანალიზის, შეფასებისა და სინთეზის უნარი;
  • კრიტიკულად აანალიზებს რთულ და ხშირად წინააღმდეგობრივ იდეებსა და მიდგომებს, ახალი მეთოდოლოგიის შემუშავების და განვითარების ხელისშეწყობის მიზნით.
  • სინთეზის და შეფასების საფუძველზე, დამოუკიდებლად იღებს სწორ და ეფექტურ გადაწყვეტილებას.
  • კვლევის შედეგების საფუძველზე აყალიბებს დასაბუთებულ დასკვნებს.
  • აქვს პრობლემების მეცნიერული ინტერპრეტირების უნარი, რაც საჭიროა საერთაშორისო სტანდარტის დონეზე საერთაშორისო რეფერირებადი პუბლიკაციის გამოქვეყნებისათვის.

 

კომუნიკაციის უნარი

  • სამეცნიერო მოხსენებების და პრეზენტაციების მომზადების უნარი, როგორც სპეციალისტებისთვის, ასევე ფართო აუდიტორიისათვის;
  • დასაბუთებულად და გარკვევით წარმოაჩენს ახალ ცოდნას არსებულთან ურთიერთკავშირში.
  • დარგთან დაკავშირებულ საკითხებზე ერთვება დისკუსიაში სამეცნიერო საზოგადოებასთან ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე, ჯგუფში მუშაობის, სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის, სამეცნიერო პუბლიკაციების გამოქვეყნების გზით.

 

სწავლის უნარი

  • სწავლის და კვლევის პროცესში უახლეს მიღწევებზე დამყარებული ცოდნიდან გამომდინარე ავითარებს, კრიტიკულად იაზრებს და ნერგავს ახალ იდეებს.
  • განსაზღვრავს სწავლის საჭიროებებს, დამოუკიდებლად გეგმავს/ახორციელებს,  სწავლებას და სასწავლო პროცესს
  • ეფექტიანად მართავს დროსა და რესურსებს.

 

ღირებულებები

  • იკვლევს ღირებულებათა დამკვიდრების გზებს, შეიმუშავებს მათ დასამკვიდრებლად ინოვაციურ მეთოდებს.
  • ეყრდნობა დემოკრატიულ ფასეულობებს, იცავს პროფესიონალური საქმიანობის ეთიკის ნორმებს.
  • აფასებს და პატივს სცემს კოლეგების აზრს.
  • გაცნობიერებული აქვს სამეცნიერო კვლევის ეთიკა.

 

პროფესორი შესაძლოა იყენებდეს ზემოთჩამოთვლილი მეთოდებიდან ერთ ან რამდენიმე მეთოდს, ან ნებისმიერ სხვა მეთოდს კონკრეტული სასწავლო კურსის ამოცანიდან გამომდინარე. კონკრეტული სასწავლო კურსის სწავლება-სწავლის მეთოდები ასახულია შესაბამისი სასწავლო კურსის  სილაბუსში.

დასაქმების სფერო:

სოციალურ მეცნიერებათა სადოქტორო პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია დაიკავოს აკადემიური თანამდებობა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სასწავლო და კვლევით ინსტიტუტებში, კერძო/დამოუკიდებელ კვლევითი ორგანიზაციებში  და ა.შ.

 

პროგრამის განხორციელებისათვის აუცილებელი ადამიანური რესურსი:

სოციალურ მეცნიერებათა სადოქტორო პროგრამის განხორციელება უზრუნველყოფილია შესაბამისი ადამიანური რე­სურსით. საგან­მანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ სასწავლო კომპონენტებს უძღვება უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, აგრეთვე სა­თა­ნა­დო გამოც­დილებისა და კომპეტენ­ციების მქონე მოწვეული სპეციალისტები. ადამიანური რესურსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ №2 დანართში.

 

პროგრამის განხორციელებისათვის აუცილებელი მატერიალური რესურსი:

სოციალურ მეცნიერებათა სადოქტორო პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მისაღწევად გამო­იყე­ნება სტუდენტებისთვის შეზ­ღუდვების გარეშე ხელმისაწვდომი უნივერსიტეტის ინფრა­სტრუქ­­ტურა და მატერიალურ-ტექნიკური რესურსი, კერ­ძოდ:

  • სათანადო ინვენტარით აღჭურ­ვილი სასწავლო აუდიტო­რი­ები და საკონფერენციო დარბაზი;
  • კომპიუტერული ტექნიკითა და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით აღჭურვილი ბიბ­­­­ლი­ო­­თეკა;
  • კომ­პიუ­­ტე­რუ­ლი კლა­სე­ბი, ინ­ტერნეტში და შიდა ქსელში ჩარ­თუ­ლი კომპიუტერული ტექნიკა და სწავლის/სწავლების პროცე­სის ადეკ­ვა­ტური კომპი­უტე­რუ­ლი პროგ­რა­მები;
  • სხვადასხვა ტექნიკური მოწ­ყობი­ლო­ბები და ა.შ.

საგანმანათლებლო პროგრამა უზრუნველყოფილია შესაბამისი სახელმძღვანელო და მეთოდური ლი­ტე­რატურით. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა სტუდენტებს უზრუნველყოფს სასწავლო კურ­სების სილაბუსებით გათვალისწინებული შესაბამისი ბეჭდური და ელექტრო­ნუ­ლი სახელმძღვა­ნე­ლო­ე­ბით, სასწავლო-მეთოდური და სა­მეცნიერო ლიტერატურით, აგრეთვე ბიბლიოთეკის წიგნადი ფონ­დის მონაცემ­თა ბაზით, საერთაშორისო ელექტრონული ბაზებით და უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე განთავ­სებული ელექტრონული კა­ტალოგით.

უნივერსიტეტის საკუთრებაში და მფლობელობაში არსებული მატერიალური რესურსი უზ­რუნ­ველ­ყოფს სოციალურ მეცნიერებათა სადოქტორო  პროგრამის მიზ­ნე­ბის რეალიზაციასა და დაგეგმილი სწავლის შე­დე­გების მიღწევას:

შენობა-ნაგებობანი - სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება უნივერ­სი­­ტეტის მფლობელობაში არსებულ და იჯარით აღებულ შენობა-ნაგებობებში, სადაც და­ცუ­ლია სანიტარულ-ჰიგიენური და უსაფრთხოების ნორმები (შენობებში დამონტაჟებულია სიგნა­ლი­ზა­ცია, არის ცეცხლმაქ­რები, პე­რიმეტრზე მიმდი­ნარეობს ვიდეო კონტროლი, წესრიგს იცავს უნივერსიტეტის დაც­ვის თანა­მ­შ­რო­მელი). შენო­ბა სრუ­ლად პასუხობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის დადგენილ ტექ­ნი­კურ მოთხოვნებს,  სალექციო და პრაქტიკული მეცადინეობებისთვის განკუთვ­ნი­ლი აუდი­ტო­რი­ები აღჭურვილია სათანადო ტექნიკითა და ინ­ვენ­ტარით (პროექტორი, სკამები, მერხები, დაფები და სხვ.)

ბიბლიოთეკა - უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცულია სადოქტორო საგანმანათლებლო პროგ­რა­მის შესაბამისი ბეჭდური და ელექტ­რო­­ნული ფონდი, რომელიც ხელმისაწვლომია როგორც სტუდენ­ტე­ბის­თვის,  ასევე მოწვეული და აკადემიური პერსონალისთვის. ბიბლიოთეკას აქვს სათანადო ინ­ვენ­ტარით (სკამები, მა­გი­დე­ბი, კომპიუტერები) აღჭურვილი სამკითხველო დარბაზი. ბიბლიოთეკაში არის მულ­ტი­ფუნქციური ქსე­როქ­სის აპარატი, რო­მ­ლით სარგებლობაც სტუდენტს ბიბლიოთეკის თანამშრომლის დახმარებით შეუძლია. სა­მ­კი­­თხველო დარბაზში სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ ინ­ტერ­ნეტით და საერთაშორისო ელექ­ტრონული რესურსით (EBSCO; JSTOR; Cambridge Journals Online; BioOne Complete; e-Duke Journals Scholarly Collection; Edward Elgar Publishing Journals and Development Studies e-books; IMechE Journals; New England Journal of Medicine; Openedition Journlas; Royal Society Journals Collection; SAGE Premier). უნივერსიტეტის ბიბ­ლიო­თეკას აქვს ელექტრონული კატალოგი.

აკადემიური პერსონალის სამუშაო სივრცე - აკადემიური პერსონალისათვის შექმნილია სათანადო ინ­ვენ­ტა­რი­თა და ტექნიკით (სკამები მაგიდები, კარადები, ინ­ტე­რ­ნეტ­ში ჩართული კომპიუტერი, ქსეროქ­სის მულტი­ფუნქციური აპარატი) აღჭურვილი სამუშაო გარემო.

საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები - სოციალურ მეცნიერებათა სადოქტორო პროგ­რა­მის განხორციე­ლე­ბისა და ადმინისტრირების ხელშეწყო­ბის მიზნით, უნივერსიტეტი იყე­ნებს საინფორმაციო-სა­კო­მუნიკაციო ტექნოლოგიებს. არსებობს სოციალურ მეცნიერებათა სადოქტორო პროგ­რა­მის შესაბამისი პროგ­რა­მული უზრუნველყოფა, არსებული კომპიუტერული ტექნიკა პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს, ჩარ­თუ­ლია ინტერნეტში და ხელმისაწვდომია სტუ­დენტე­ბის­თ­ვის, აკადემიური, მოწვეული და ადმინისტრაციული პერ­­სო­ნალისთვის. სტუდენტებისთვის შეფასე­ბე­ბის ხე­ლ­მი­საწვდომობის, ადმინისტრაციის მხრი­დან სტუ­დენ­ტთა აკადემიური მოსწრების კონტრო­ლი­სა და სასწავლო პროცესის ხელშეწყობისთვის გა­მო­ი­ყენება სტუდენტთა ცოდნის შეფასებისა და სწავ­ლე­­ბის ორგანიზების ელექტრონული სისტემა. უნივერსი­ტე­ტის ვებ–გვერდის მეშ­ვე­ო­ბით, რომელზეც განთავსებულია საგანმანათლებლო პროგრამების კატალოგი, საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებასთან და სასწავლო პრო­ცე­სის წარმართვასთან დაკავშირებული და სხვ. ინფორმაცია, უნივერსიტეტი უზრუნველყოფს ინფორმაცის საჯაროობას და ხელმისაწვ­დო­მობას.

პროგრამის ხელმძღვანელი:

ნათია ჭიღვარია

პროფესორი

იეთიმ გურჯის ქ. #7ბ

თბილისი, 0105, საქართველო

ტელ: (995 32) 249 74 75

მობ: +995 595 65 95 56

e-Mail: n.tchigvaria@gipa.ge

 

პროგრამის სტრუქტურა - სოციალურ მეცნიერებათა სადოქტორო პროგრამა შედგება სასწავლო (60 ECTS) და კვლევითი კომპონენტებისგან (120 ECTS).

სადოქტორო პროგრამის სასწავლო კომპონენტი მიზნად ისახავს დოქტორანტის დარგობრივ და მეთოდოლოგიურ დახელოვნებას, ხელს უწყობს დოქტორანტს სადისერტაციო ნაშრომის შესრულებაში და ამზადებს მას მომავალი პედაგოგიური და სამეცნიერო საქმიანობისათვის. სადოქტორო პროგრამის კვლევითი კომპონენტი მიზნად ისახავს  დოქტორანტისთვის სამეცნიერო კვლევითი უნარების ჩამოყალიბებას.

 

სოციალურ მეცნიერებათა  სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის  სასწავლო კომპონენტი  და მისი შეფასების სისტემა

სადოქტორო პროგრამის სასწავლო კომპონენტი შედგება სავალდებულო და არჩევითი ელემენტებისაგან. ინდივიდუალურ სასწავლო/კვლევით გეგმას, სოციალურ მეცნიერებათა სადოქტორო პროგრამის სქემის ფარგლებში, ადგენს დოქტორანტი სამეცნიერო ხელმძღვანელთან და სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელთან შეთანხმებით.

სადოქტორო პროგრამის სასწავლო კომპონენტი, სავალდებულო და არჩევითი ელემენტების შინაარსი და შეფასების სისტემა აისახება კონკრეტულ სილაბუსში და ეცნობება დოქტორანტს სასწავლო სემესტრის დასაწყისში.

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

სოციალურ მეცნიერებათა სადოქტორო პროგრამა

სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობა

დამტკიცებულია რექტორის ბრძანებით 01-18/084

  1. გიორგი მარგველაშვილი _საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სრული პროფესორი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი. საქართველოს პრეზიდენტი. საპატიო წევრი.
  2. მიხეილ ჩაჩხუნაშვილი_ ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის კვლევითი დეპარტამენტის ხელმძღვანელი. კვალიფიკაცია_საჯარო მმართველობა
  3. თორნიკე შარაშენიძე_ პროფესორი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, სამართლისა და პოლიტიკის სკოლის საერთაშორისო ურთიეთობების პროგრამის ხელმძღვანელი. კვლიფიკაცია_ საერთაშორისო პოლიტიკა, ურთიერთობები, უსაფრთხოება.
  4. მზია გომელაური _ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი.
  5. მერაბ კაკულია _პროფესორი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, სამართლისა და პოლიტიკის სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის საერთაშორისო განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი. ეკონომიკა
  6. ეთერ ღვინერია _თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. (მოწვეული ლექტორი) პედაგოგიკა.
  7. რამაზ საყვარელიძე _ პროფესორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი. (მოწვეული ლექტორი) ფსიქოლოგია
  8. თინა ჩხეიძე _ასოცირებულიპროფესორი. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი. ფსიქოლოგია.
  9. ირაკლი სოკოლოვსკი _პროფესორი; საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი.ეკონომიკური პოლიტიკისა და სამართლებრივი საკითხების ქართულ-ევროპულ საკონსულტაციო ცენტრის (GEPLAC) უფროსი ექსპერტი იურიდიულ საკითხებში.
  10. შალვა მაჭავარიანი - პროფესორი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ვიცე რექტორი. პროფესორი. ეკონომიკა, საჯარო მმართველობა.
  11. შალვა ჯულაყიძე- დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის ასოცირებული პროფესორი. შესყიდვების სამსახურის უფროსი, იუსტიციის სახლი. ეკონომიკა, საჯარო მმართველობა.
  12. ანა ქეშელაშვილი _ პროფესორი, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი; ჟურნალისტიკის სკოლა. ჟურნალისტიკა.
  13. მაია მიქაშავიძე_ პროფესორი, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი. ჟურნალისტიკის სკოლა. ჟურნალისტიკა.
  14. ნინო ღონღაძე _სოციალურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი. საჯარო მართვა
  15. ნინო დოლიძე _ პროფესორი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. საჯარო მართვა
  16. ბაკურ კვაშილავა_ პროფესორი, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი. სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი. პოლიტიკური მეცნიერებები
  17. ნიკოლოზ აბუაშვილი _ პროფესორი. საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ეკონომიკა
  18. ნანი მაჭარაშვილი_ საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი.
  19. დავით ნარმანია  _ ეკონომიკის აკადემიური დოქტორი. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის წევრი. ეკონო

ადმინისტრაცია

ნათია ჭიღვარია

ნათია ჭიღვარია

სოციალური მეცნიერებების სადოქტორო პროგრამის კოორდინატორი

დაგვიკავშირდით