მეორადი ჩარიცხვების ფარგლებში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) აბიტურიენტებს სამ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას სთავაზობს:
- #1530201 — შრომის უსაფრთხოება და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები
- #1530202 — ენერგომენეჯმენტი
- #1530203 — განახლებადი ენერგიების მენეჯმენტი
რეგისტრაციის ვადები
პროფესიულ პროგრამებზე მეორადი ჩარიცხვის ფარგლებში რეგისტრაცია 14-დან 18 სექტემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.
უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამებისა და მისაღები ადგილების შესახებ დეტალური ინფორმაცია 11 სექტემბერს გამოქვეყნდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) განახლებულ ელექტრონულ ბუკლეტში — „ცნობარი აბიტურიენტებისთვის“.
დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება ასევე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: www.naec.ge
