2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის GIPA-ში შიდა მობილობა გამოცხადდა. რექტორის ბრძანების შესაბამისად, შიდა მობილობის ვადები შემდეგნაირად განისაზღვრა:
- შიდა მობილობით სარგებლობის მსურველ პირთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენა - 1სექტემბრიდან- 9 სექტემბრის ჩათვლით.
- შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელების/შესარჩევი კომისიის მიერ შიდა მობილობით სარგებლობის მსურველ პირთა მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა და მათთან გასაუბრება (ასეთი გადაწყვეტილების არსებობის შემთხვევაში) – 10-11 სექტემბერი;
- შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელების მიერ შიდა მობილობით სარგებლობის მსურველ პირთა კრედიტების აღიარება - არა უგვიანეს 14 სექტემბერი;
- შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორების მიერ, შიდა მობილობით სარგებლობის მსურველ პირთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და წერილობითი სახით დადასტურება (თანხმობა ან უარი) – 15 სექტემბერი;
- შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორების მიერ, შიდა მობილობის წესით ჩასარიცხ პირებთან ხელშეკრულების გაფორმება - 15-16 სექტემბერი.
