გარე მობილობის ფარგლებში, დაინტერესებულ სტუდენტებს სწავლის გაგრძელება GIPA-ს საგანმანათლებლო პროგრამებზე შეეძლებათ.
სტუდენტებს მობილობის წესით სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა წელიწადში ორჯერ, შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრებში ეძლევათ (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ ვადებში). სტუდენტს მობილობის უფლება წარმოეშვება უმაღლესი განათლების შესაბამის საფეხურზე სწავლების ერთი წლის შემდგომ.
GIPA-ში მობილობის წესით სწავლის გაგრძელების მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ - სსიპ - განათლების ხარსხის განვითარების ეროვნული ცენტრის მობილობის ელექტორნულ პორტალზე.
მობილობის მსურველებს პორტალზე რეგისტრაცია შეეძლებათ 24 აგვისტოდან - 8 სექტემბრის ჩათვლით.
GIPA-ში საბუთების მიღება იწარმოებს 11 სექტემბრიდან - 17 სექტემბრამდე.
სტუდენტები, რომლებიც მოიპოვებენ GIPA-ში მობილობის წესით გადმოსვლის უფლებას, შესაბამისი პროგრამის კოორდინატორს წერილობით უნდა დაუკავშირდნენ.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- პირადობის ასლი;
- ნიშნების ფურცელი;
- ატესტატის ასლი;
- სამხედრო მიწერის ასლი (ვაჟებისთვის);
- ფოტოსურათი 3/4;
- NAEC-სერტიფიკატის ასლი.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ვიზუალური კომუნიკაციისა (რეკლამა და საკომუნიკაციო დიზაინი) და აუდიო-ვიზუალური ხელოვნების საბაკალავრო პროგრამებზე მობილობის შემთხვევაში, შემოქმედებითი კონკურსის გავლა სავალდებულოა.
ვიზუალური კომუნიკაციის (რეკლამა და საკომუნიკაციო დიზაინი) საბაკალავრო პროგრამაზე გარე მობილობის ვადები:
- შემოქმედებით კონკურსზე რეგისტრაცია და უნივერსიტეტის მიერ წინასწარ მითითებულ პლატფორმაზე სამოტივაციო ვიდეო, პორტფოლიოს ან საკონკურსო დავალების ატვირთვა 25 ივლისიდან - 25 აგვისტოს ჩათვლით;
- წარდგენილი ნაშრომების/მასალის ჟიურის მიერ შეფასება და სტუდენტთა
შერჩევა - 26 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით; - მობილობის მსურველთათვის შემოქმედებითი კონკურსის შედეგების გაცნობა - 1 სექტემბერი.
- პროგრამის კოორდინატორის მიერ შიდა მობილობით სარგებლობის მსურველ პირთათვის კრედიტების გაცნობა და წერილობითი სახით დადასტურება (თანხმობა ან უარი): - 7 სექტემბერი.
- პროგრამის კოორდინატორის მიერ, შიდა მობილობის წესით ჩასარიცხ პირებთან ხელშეკრულების გაფორმება: 15 სექტემბერი.
შემოქმედებით კონკურსზე ასატვირთი დოკუმენტების ჩამონათვალი, შემოქმედებითი კონკურსის სახელმძღვანელო PDF ფაილის სახით და სარეგისრტაციო ბმული იხილეთ: https://gipa.ge/geo/program/show/vizualuri-komunikatsia-reklama-da-sakomunikatsio-dizaini
აუდიო-ვიზუალური ხელოვნების საბაკალავრო პროგრამაზე გარე მობილობის ვადები:
- შემოქმედებით კონკურსზე რეგისტრაცია და უნივერსიტეტის მიერ წინასწარ მითითებულ პლატფორმაზე სამოტივაციო ვიდეო, პორტფოლიოს ან საკონკურსო დავალების ატვირთვა 27 ივლისიდან - 27 აგვისტოს ჩათვლით;
- წარდგენილი ნაშრომების/მასალის ჟიურის მიერ შეფასება და სტუდენტთა
შერჩევა - 28 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით; - მობილობის მსურველთათვის შემოქმედებითი კონკურსის ჩატარების თარიღი - 1 სექტემბერი.
- პროგრამის კოორდინატორის მიერ შიდა მობილობით სარგებლობის მსურველ პირთათვის კრედიტების გაცნობა და წერილობითი სახით დადასტურება (თანხმობა ან უარი): - 7 სექტემბერი.
- პროგრამის კოორდინატორის მიერ, შიდა მობილობის წესით ჩასარიცხ პირებთან ხელშეკრულების გაფორმება: 15 სექტემბერი.
შემოქმედებით კონკურსზე ასატვირთი დოკუმენტების ჩამონათვალი, შემოქმედებითი კონკურსის სახელმძღვანელო PDF ფაილის სახით და სარეგისრტაციო ფორმა იხილეთ შემდეგ ბმულზე (შემოქმედებითი კონკურსი) https://gipa.ge/geo/program/show/audio-vizualuri-khelovneba
GIPA იტოვებს უფლებას, მობილობის წესით სტუდენტის ჩარიცხვასთან დაკავშირებით დამატებითი მოთხოვნებიდაადგინოს , რაც შიდა გამოცდასთან, დოკუმენტაციის განხილვასა
ან გასაუბრების წარმატებით გადალახვასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული.
