საქართველოს საზოგადოებროვ საქმეთა ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობების და განვითარების დეპარტამენტი აცხადებს აკადემიური პერსონალისთვის Erasmus + ის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღებას. მობილობის დაგეგმვა/განხორციელება შესაძლებელია 2024 წლის გაზაფხულისა და 2024 წლის შემოდგომის სემესტრის ჩათვლით.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სრულ განაკვეთზე დასაქმებულ აკადემიურ პერსონალს (არა მოწვეულს);
მობილობის ხანგრძლივობა:
პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების მიზნით, აკადემიური პერსონალის მობილობა არის ერთ კვირიანი (მოიცავს 5 სამუშაო დღეს, + 2 დღეს მგზავრობისთვის) და მოიცავს სავალდებულო სულ მცირე 8 სალექციო საათს.
სტიპენდია მოიცავს:
ყოველდღიური სტიპენდია 140 ევროდან 160 ევროს ოდენობით + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება ევროკომისიის მიერ დადგენილი ნორმით;
შერჩეულმა სტიპენდიატმა თავად უნდა აანაზღაუროს სამოგზაურო დაზღვევის ხარჯები!
აკადემიური პერსონალის სტიპენდიების ჩამონათვალი მიმართულებების მიხედვით:
ჰააგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი (ნიდერლანდები)
https://www.thuas.com/
პოლიტიკური მეცნიერებები; საჯარო პოლიტიკა, საჯარო მმართველობა;
ადგილების რაოდენობა: 2
მობილობის პერიოდი: 2024 წ. გაზაფხული ან 2024 წ. შემოდგომა
ვინდესჰაიმის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი (ნიდერლანდები)
https://www.windesheim.nl/
საერთაშორისო ურთიერთობები, საერშაშორისო ბიზნესი;
ადგილების რაოდენობა: 2
მობილობის პერიოდი: 2024 წ. გაზაფხული; International Teaching Staff Week 22-26April, 2024;
ლეიდენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი (ნიდერლანდები)
https://www.hsleiden.nl/
საერთაშორისო ბიზნესი
ადგილების რაოდენობა: 1
მობილობის პერიოდი: 2024 წ. შემოდგომა
დარმშტადის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი (გერმანია)
https://h-da.de/
ბიზნესის ადმინისტრირება, გარემოს დაცვითი მეცნიერებები, მედია, სოციალური მეცნიერებები;
ადგილების რაოდენობა: 2
მობილობის პერიოდი: 2024 წ. გაზაფხული ან 2024 წ. შემოდგომა
ბერლინის ეკონომიკისა და სამართლის სკოლა (გერმანია)
https://www.hwr-berlin.de/
საჯარო მმართველობა, სამართალი, ბიზნესი, ეკონომიკა;
ადგილების რაოდენობა: 1
მობილობის პერიოდი: 2024 წ. გაზაფხული ან 2024 წ. შემოდგომა
პეჩის უნივერსიტეტი (უნგრეთი)
https://international.pte.hu/
სამართალი; პოლიტიკური და საზოგადოებრივი მეცნიერებები;
ადგილების რაოდენობა: 3
მობილობის პერიოდი: 2024 წ. გაზაფხული ან 2024 წ. შემოდგომა
სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი (ესპანეთი)
https://www.usc.gal/en
სასწავლო მიმართულება: ნებისმიერი
ადგილების რაოდენობა: 1
მობილობის პერიოდი: 2024 წ. გაზაფხული ან 2024 წ. შემოდგომა
შენიშვნა: გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სასწავლო კურსის განხორციელების თარიღები და გეგმა (Teaching Plan) წინასწარ შეთანხმებულ უნდა იქნეს სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტის პროფესორთან (ოფიციალური წერილი სავალდებულო არ არის, საკმარისია მეილით მიღებული თანხმობა)
ნაპოლის ფედერიკო II სახელობის უნივერსიტეტი (იტალია)
https://www.unina.it/en_GB/
პოლიტიკური და საზაგადოებრივი მეცნიერებები; სოციოლოგია და კულტურის მეცნიერებები; სამართალი;
ადგილების რაოდენობა: 1
მობილობის პერიოდი: 2024 წ. გაზაფხული ან 2024 წ. შემოდგომა
კალიარის უნივერსიტეტი (იტალია)
https://www.unica.it/unica/
ეკონომიკა, სამართალი, პოლიტიკური მეცნიერებები;
ადგილების რაოდენობა: 1
მობილობის პერიოდი: 2024 წ. გაზაფხული ან 2024 წ. შემოდგომა
პარიზის 8 უნივერსიტეტი (საფრანგეთი)
პოლიტიკური მეცნიერებები; ეკონომიკა, ბიზნესი, ფსიქოლოგია;
ადგილების რაოდენობა: 1
მობილობის პერიოდი: 2024 წ. გაზაფხული ან 2024 წ. შემოდგომა
კლერმონ ოვერნის უნივერსიტეტი (საფრანგეთი)
https://www.uca.fr/
ბიზნესის ადმინისტრირება;
ადგილების რაოდენობა: 2
მობილობის პერიოდი: 2024 წ. გაზაფხული ან 2024 წ. შემოდგომა
ლილის კათოლიკური უნივერსიტეტი (საფრანგეთი)
https://www.univ-catholille.fr/en
კომუნიკაცია/მარკეტინგი;
ადგილების რაოდენობა: 3
მობილობის პერიოდი: 2024 წ. შემოდგომა
ტალინის უნივერსიტეტი (ესტონეთი)
პოლიტიკური და საზოგადოებრივი მეცნიერებები;
ადგილების რაოდენობა: 1
მობილობის პერიოდი: 2024 წ. გაზაფხული ან 2024 წ. შემოდგომა
ბუდაპეშტის მეტროპოლიტანის უნივერსიტეტი (უნგრეთი)
ბიზნესი, ჟურნალისტიკა, მედია, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები;
ადგილების რაოდენობა: 1
მობილობის პერიოდი: 2024 წ. გაზაფხული ან 2024 წ. შემოდგომა
უნგრეთის სოფლის მეურნეობისა და სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტი (უნგრეთი)
გარემოსდაცვითი მენეჯმენტი და პოლიტიკა, გარემოს მდგრადი განვითარება, გარემოს დაცვა;
ადგილების რაოდენობა: 1
მობილობის პერიოდი: 2024 წ. გაზაფხული ან 2024 წ. შემოდგომა
ოსტრავას უნივერსიტეტი (ჩეხეთი)
area studies, development, politics, urban or rural geography, border and regional studies, etc. (related social science).
ადგილების რაოდენობა: 2
მობილობის პერიოდი: 2024 წ. გაზაფხული; International Teaching Staff Week 22-26April, 2024;
მასარიკის უნივერსიტეტი (ჩეხეთი)
სამართალი;
ადგილების რაოდენობა: 1
მობილობის პერიოდი: 2024 წ. გაზაფხული ან 2024 წ. შემოდგომა
პოლიტიკისა და საჯარო მმართველობის ეროვნული უნივერსიტეტი (რუმინეთი)
საჯარო მმართველობა, საჯარო პოლიტიკა, პოლიტიკური მეცნიერებები,სამართალი;
ადგილების რაოდენობა: 1
მობილობის პერიოდი: 2024 წ. გაზაფხული ან 2024 წ. შემოდგომა
ტიმისოარას პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (რუმინეთი)
ბიზნესი
ადგილების რაოდენობა: 1
მობილობის პერიოდი: 2024 წ. შემოდგომა
რუმინულ-ამერიკული უნივერსიტეტი (რუმინეთი)
ბიზნესი, ეკონომიკა, სამართალი;
ადგილების რაოდენობა: 1
მობილობის პერიოდი: 2024 წ. გაზაფხული ან 2024 წ. შემოდგომა
ვარნას თავისუფალი უნივერსიტეტი (ბულგარეთი)
ეკონომიკა
ადგილების რაოდენობა: 2
მობილობის პერიოდი: 2024 წ. გაზაფხული ან 2024 წ. შემოდგომა
სოფიას Kliment Ohridski-ს უნივერსიტეტი (ბულგარეთი)
https://www.uni-sofia.bg/index.php/eng/the_university
სოციალური მეცნიერებები: ფილოსოფია, ფსიქოლოგია, სოციოლოგია;
ადგილების რაოდენობა: 1
მობილობის პერიოდი: 2024 წ. გაზაფხული ან 2024 წ. შემოდგომა
ველიკო ტარნოვოს უნივერსიტეტი (ბულგარეთი)
სოციალური მეცნიერებები, ბიზნესის ადმინისტრირება, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები;
ადგილების რაოდენობა: 1
მობილობის პერიოდი: 2024 წ. გაზაფხული ან 2024 წ. შემოდგომა
ინგლისურ ენაზე სასწავლო კურსის განხორციელების გამოცდილება:
სასურველია პირს ჰქონდეს ინგლისურ ენაზე სასწავლო კურსის განხორციელების გამოცდილება, აღნიშნულის დასადასტურებლად დაინტერესებულმა აკადემიურმა პერსონალმა უნდა წარმოადგინოს ცნობა (ან სხვა დამადასტურებელი დოკუმენტი) იმ უსდდან, რომელშიც მას უდასტურდება სასწავლო კურსის ინგლისურ ენაზე განხორციელება.
საბუთების შემოტანის ბოლო ვადა:
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2024 წლის 9 თებერვლის 17:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი შემდეგ ელ-ფოსტაზე n.bakradze@gipa.ge
(მეილში მიუთითეთ სასურველი ევროპული უნივერსიტეტი შესაბამისი თემატური პრიორიტეტის მიხედვით)
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
- სასწავლო კურსის განხორციელების გეგმა(teaching plan);
- პასპორტის ასლი;
- შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
- ინგლისურენოვანი ავტობიოგრაფია (CV);
შერჩევის პროცედურა:
- წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საკონკურსო კომისია
- კომისიის მიერ მოხდება გამარჯვებული კანდიდატების გამოვლენა
- შერჩეული კანდიდატის შესახებ ინფორმაციის / დოკუმენტების მიწოდება მოხდება მიმღები უნივერსიტეტისათვის
- აკადემიური პერსონალის საბოლოო შერჩევა მიმღები უნივერსიტეტის მიერ
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: n.bakradze@gipa.ge ან ნომერზე 577 57 75 11
არასრული ან/და დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!