ERASMUS + პროგრამის მოკლევადიანი სტიპენდიები აკადემიური პერსონალისთვის -შემოდგომა 2021, გაზაფხული 2022

14 სექტემბერი, 2021

საქართველოს საზოგადოებროვ საქმეთა ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობების და განვითარების დეპარტამენტი აცხადებს აკადემიური პერსონალისთვის Erasmus + ის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღებას. მობილობის დაგეგმვა/განხორციელება შესაძლებელია 2021 წლის შემოდგომისა და 2022 წლის გაზაფხულის სემესტრის ჩათვლით.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სრულ განაკვეთზე დასაქმებულ აკადემიურ პერსონალს (არა მოწვეულს);

 

მობილობის ხანგრძლივობა: 

პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების მიზნით, აკადემიური პერსონალის მობილობა არის ერთ კვირიანი (მოიცავს 5 სამუშაო დღეს, + 2 დღეს მგზავრობისთვის) და მოიცავს სავალდებულო 8 სალექციო საათს. 

 

სტიპენდია მოიცავს: 
ყოველდღიური სტიპენდია 140 ევროდან 160  ევროს ოდენობით + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება;

შერჩეულმა სტიპენდიატმა თავად უნდა აანაზღაუროს სამოგზაურო დაზღვევის ხარჯები!

 

აკადემიური პერსონალის სტიპენდიების ჩამონათვალი მიმართულებების მიხედვით:

ჰამბურგის უნივერსიტეტი (გერმანია)

https://www.uni-hamburg.de/en.html
საჯარო მმართველობა, არასამთავრობო ორგანიზაციების მენეჯმენტი;

ადგილების რაოდენობა: 1

მობილობის პერიოდი: 2022 წ. გაზაფხული

 

კლერმონ ოვერნის უნივერსიტეტი (საფრანგეთი)

https://www.uca.fr/
ეკონომიკა, ბიზნესის ადმინისტრირება;

ადგილების რაოდენობა: 1

მობილობის პერიოდი: 2022 წ. გაზაფხული

 

ლილის კათოლიკური უნივერსიტეტი (საფრანგეთი)
https://www.univ-catholille.fr/en 

ბიზნესის ადმინისტრირება;

ადგილების რაოდენობა: 2

მობილობის პერიოდი: 2022 წ. გაზაფხული

 

შენიშვნა: გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სასწავლო კურსის განხორციელების გეგმა (Teaching Plan) წინასწარ შეთანხმებულ უნდა იქნეს ლილის კათოლიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან: Clémence ROGER (clemence.roger@univ-catholille.fr) (ოფიციალური წერილი სავალდებულო არ არის, საკმარისია მეილით მიღებული თანხმობა)

სასწავლო კურსის განხორციელების  გეგმის შევსებისას გთხოვთ იხელმძღვანელოთ მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული საგნების კატალოგით. ამის შემდეგ, უნდა შეავსოთ სასწავლო შეთანხმება (Learning Agreement).

 

 

ვიგოს უნივერსიტეტი (ესპანეთი)
https://www.uvigo.gal/en

პოლიტიკის მეცნიერება: სამხრეთ კავკასიის ქვეყნების პოლიტიკური სისტემები;

ადგილების რაოდენობა: 1

მობილობის პერიოდი: 2021 წ. შემოდგომა

 

სან ანტონიოს მურსიის კათოლიკური უნივერსიტეტი (ესპანეთი)

https://international.ucam.edu/

ფსიქოლოგია, ბიზნესის ადმინისტრირება;
ადგილების რაოდენობა: 1

მობილობის პერიოდი: 2022 წ. გაზაფხული

 

რომის „ტორ ვერგატას“ უნივერსიტეტი (იტალია)
http://web.uniroma2.it/

სამართალი, ეკონომიკა, პოლიტიკური და საზაგადოებრივი მეცნიერებები;
ადგილების რაოდენობა: 1

მობილობის პერიოდი: 2022 წ. გაზაფხული

 

ვროცლავის უნივერსიტეტი (პოლონეთი)
https://uni.wroc.pl/en/

პოლიტიკის მეცნიერება;
ადგილების რაოდენობა: 1

მობილობის პერიოდი: 2022 წ. გაზაფხული

ბრატისლავის ეკონომიკის უნივერსიტეტი (სლოვაკეთი) 

https://euba.sk/en/

ბიზნესი, ეკონომიკა; 

ადგილების რაოდენობა: 1

მობილობის პერიოდი: 2022 წ. გაზაფხული

 

ეოტვოშ ლორანდის უნივერსიტეტი (უნგრეთი) 

https://www.elte.hu/en/ 

ჟურნალისტიკა, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები;

ადგილების რაოდენობა: 1

მობილობის პერიოდი: 2022 წ. გაზაფხული

 

პეჩის უნივერსიტეტი (უნგრეთი) 

https://international.pte.hu/

სამართალი, პოლიტიკური და საზოგადოებრივი მეცნიერებები;

ადგილების რაოდენობა: 1

მობილობის პერიოდი: 2021 წ. შემოდგომა

უნგრეთის სოფლის მეურნეობისა და სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტი  (უნგრეთი) 

https://uni-mate.hu/en

გარემოსდაცვითი მენეჯმენტი და პოლიტიკა, გარემოს მდგრადი განვითარება, გარემოს დაცვა;
ადგილების რაოდენობა: 1

მობილობის პერიოდი: 2022 წ. გაზაფხული

 

ინგლისურ ენაზე სასწავლო კურსის განხორციელების გამოცდილება:

ერასმუს-ის გაცვლით პროგრამებში აკადემიური პერსონალის მიერ სასწავლო კურსების განხორციელების მიზნით მონაწილეობის შემთხვევაში, აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ინგლისურ ენაზე სასწავლო კურსის განხორციელების გამოცდილების არსებობა, აღნიშნულის დასადასტურებლად დაინტერესებულმა აკადემიურმა პერსონალმა უნდა წარმოადგინოს ცნობა (ან სხვა დამადასტურებელი დოკუმენტი) იმ უსდ-დან, რომელშიც მას უდასტურდება სასწავლო კურსის ინგლისურ ენაზე განხორციელება.

 

საბუთების შემოტანის ბოლო ვადა:

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2021 წლის 27 სექტემბრის 17:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი შემდეგ ელ-ფოსტაზე n.bakradze@gipa.ge

 

(მეილში მიუთითეთ სასურველი ევროპული უნივერსიტეტი შესაბამისი თემატური პრიორიტეტის მიხედვით)

 

 

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

  • სასწავლო კურსის განხორციელების გეგმა (teaching plan);
  • პასპორტის ასლი;
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
  • ინგლისურენოვანი ავტობიოგრაფია (CV);
  • ინგლისურ ენაზე სასწავლო კურსის განხორციელების გამოცდილების დამადასტურებელი ცნობა;

 

 

შერჩევის პროცედურა: 

  • წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საკონკურსო კომისია
  • კომისიის მიერ მოხდება გამარჯვებული კანდიდატების გამოვლენა
  • შერჩეული კანდიდატის შესახებ ინფორმაციის / დოკუმენტების მიწოდება მოხდება მიმღები უნივერსიტეტისათვის
  • აკადემიური პერსონალის საბოლოო შერჩევა მიმღები უნივერსიტეტის მიერ

 

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: n.bakradze@gipa.ge ან ნომერზე 577 57 75 11

არასრული ან/და დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!