დისკუსია თემაზე - „არჩევნებით გამოწვეული კრიზისი - მიზეზები და შედეგები“

16 დეკემბერი, 2019

„არჩევნებით გამოწვეული კრიზისი - მიზეზები და შედეგები“ - დისკუსია ამ თემაზე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) გაიმართა.

 

შეხვედრას უძღვებოდნენ საქართველოს საზოგადოებრის საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი ბაკურ კვაშილავა, ამავე სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების ხელმძღვანელი თორნიკე შარაშენიძე, პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი და სამართლის დოქტორი თინათინ ერქვანია.

 

დისკუსიის განმავლობაში, მოხდა ისეთი საკითხების განხილვა, როგორიცაა პროპორციული არჩევნების მნიშვნელობა საქართველოსთვის, რა ცვლილებები შეიძლებოდა მოყოლოდა მომავალი არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას და რა არის გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან.

 

ეს იყო პირველი, დისკუსიების სერიიდან, რომელსაც საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი GIPA იწყებს.

 

დისკუსიის ჩანაწერი: http://bit.ly/2M2CUYy

ამგვარი დისკუსიების სერიის მიზანი, საზოგადოებისთვის აქტუალური საკითხებისა და მიმდინარე პროცესების განსახილველად კვალიფიციური პლატფორმის შექმნაა.