სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი / პროფესორი

ბაკურ კვაშილავა

სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი / პროფესორი

ელფოსტა: b.kvashilava@gipa.ge

გამოცდილების მოკლე აღწერა

ჯიპას პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი. იელის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი. მისი სამსახურეობრივი სტაჟი მოიცავს როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში დაგროვილ გამოცდილებას ადგილობრივ და საერთაშორისო დონეებზე. იელის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ბაკურ კვაშილავა მუშაობდა მკვლევარად ამავე უნივერსიტეტში G-ECON პროექტში ნობელის პრემიის ლაურეატის პროფესორ უილიამ ნორდჰაუსის უშუალო ხელმძღვანელობის ქვეშ, მანამდე კი საქართველოს პრეზიდენტის აპარატის საგარეო პოლიტიკის ანალიზის დეპარტამენტში მდივან რეფერენტად. საქართველოში დაბრუნების შემდეგ 2004 წელს GFSIS-ში მიიწვიეს სადაც კითხულობდა ლექციებს პოლიტიკური რისკების თემატიკაზე. ამავე დროს ის ხელმძღვანელობდა ExxonMobil-ის წარმომადგენლობას საქართველოში. 2005 წლიდან ასწავლის ჯიპაში საერთაშორისო ურთიერთობებს. 2007 წლამდე საქართველოში ეუთო-ს მისიაში მსახურობს, ხოლო 2007 წლიდან ჯიპას სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანია. აკადემიური საქმიანობის გარდა აქტიურად მონაწილეობდა მონაწილეობს სხვადასხვა ინიციატივებში, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში და მის გარეთაც მრავალპარტიული დემოკრატიის განვითარებას, პოლიტიკური პარტიების გაძლიერებასა და საარჩევნო სისტემის რეფორმას. მის მიერ განხორციელდა არაერთი სექტორული კვლევა, შეფასება და ტრენინგი ამ და სხვა მიმართულებით, როგორც სახელმწიფო ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების დაკვეთით. მისი ინტერესების სფეროა პოლიტიკური რისკები, დემოკრატიზაცია, რეფორმები, რეჟიმების ტრანსფორმაცია, დემოკრატიული მშვიდობის თეორია, პოლიტიკური პარტიები და სისტემები, კონსტიტუციური მოწყობა და საარჩევნო სისტემები, არჩევნები, სტრატეგიული დაგეგმვა, სიტუაციური ანალიზი და შეფასების სისტემები. ამ და სხვა მიმართულებით არის არაერთი სტატიისა, სამეცნიერო ნაშრომისა და პოლიტიკური დოკუმენტის ავტორი.

 

სასწავლო კურსები:

  • საერთაშორისო ურთიერთობები;
  • შედარებითი პოლიტიკა;
  • პოლიტიკური რისკების ანალიზი;
  • კვლევის მეთოდები;
  • თვისებრივი კვლევის მეთოდები;
  • შესავალი საჯარო პოლიტიკაში;
  • ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკა

 

 

კვლევები და პუბლიკაციები:

Money For Nothing? The Trends and Patterns of Political Finance Regulation and Party System Development in GeorgiaA chapter co-authored with Levan Tsutskiridze in “Money Rules: Parties, Oligarchs and Funding Regulation in Post-Soviet Countries Routledge ISBN 978-1032-22-342-1 To be released on April 1, 2024

 

Electoral Systems and Their Influence on Development of Political Parties in Georgia –A chapter in “The Political Landscape of Georgia2nd Edition: Tbilisi 2020. ISBN 978-9941-31-261-8

 

Development of Programs of Georgian Political Parties (2008-2016) –A chapter co-authored with Zviad Barkaia in “The Political Landscape of Georgia2nd Edition: Tbilisi 2020. ISBN 978-9941-31-261-8

 

Needs Assessment of Civil Society Organizations in Georgia – The EWMI ACCESS funded policy paper with Khatia Gogilashvili and Zviad Barkaia.  January 9, 2020. http://ewmi-access.org/wp-content/uploads/2020/01/CSO-ASSESSMENT_ENG_FInal.pdf

 

The Political Constraints of Civil Service Reform: in Georgia: History, Current Affairs, Prospects, and Challenges.  Caucasus Survey. Volume 7, Issue 3, 2019 https://doi.org/10.1080/23761199.2019.1693238

 

პროექტები:

მონაწილეობდა ერაზმუს+ (ადრე ტემპუსი) ორ პროექტში -- PROMIG | Welcome (tsu.edu.ge). ამჟამადაც, არის ჯიპას ხელმძღვანელობით მიმდინარე ერაზმუს+  პროექტის აკადემიური კოორდინატორი.

კვლევითი ინტერესები:

პოლიტიკური რისკები, დემოკრატიზაცია, რეფორმები, რეჟიმების ტრანსფორმაცია, დემოკრატიული მშვიდობის თეორია, პოლიტიკური პარტიები და სისტემები, კონსტიტუციური მოწყობა და საარჩევნო სისტემები, არჩევნები, სტრატეგიული დაგეგმვა, სიტუაციური ანალიზი და შეფასების სისტემები.