საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA), ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლისა და მმართველობის სკოლის სტუდენტებს "საქართველოს ბანკის" ბრენდ მენეჯერი, სოლო წიწუაშვილი და "JWT METRO"-ს სტრატეგი, ლადო მალაზონია შეხვდნენ.
შეხვედრაზე, სპიკერებმა საქართველოს ბანკის სოციალურ კამპანიაზე "არ გაჩერდე" ისაუბრეს. შეხვედრის განმავლობაში ძირითადად განიხილებოდა თავად ბრენდის პლატფორმა და მისი ამჟამინდელი საკომუნიკაციო სტრატეგია.
სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ რომ თავად პროექტის განმახორციელებლისგან გაეგოთ თუ რა შრომა იყო ჩადებული აღნიშნულ კამპანიაში. "არ გაჩერდე" საქართველოს ბანკის ახალი და მასშტაბური სოციალური კამპანიაა რომელმაც საზოგაოდებისგან დიდი სიმპათია დაიმსახურა.
ღონისძიებას ორგანიზება გაუწიეს ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალვრო პროგრამის სტუდენტებმა !