მულტიმედიური ჟურნალისტიკა და მედია მენეჯმენტი

ჟურნალისტიკისა და მედი ამენეჯმენტის კავკასიური სკოლა 2001 წელს დაარსდა. 

მულტიმედიური ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა  ინგლისურ ენაზე ისწავლება. პროგრამის  ლექტორები არიან ქართველი, ამერიკელი და ევროპელი პროფესიონალები, რომელთა სწავლების მეთოდიკა ფაქტების გადამოწმებასა და ჟურნალისტიკის მაღალ სტანდარტებზეა დაყრდნობილი. 

სკოლის კურიკულუმი, რომელიც დაფუძნებულია თანამედროვე ციფრული და ახალი მედიის საჭიროებებისა და გამოწვევების შესწავლაზე, ამავე დროს, მიზნად ისახავს შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებასაც. პროგრამა სტუდენტებს ამზადებს თანამედორვე მედიაორგანიზაციის სხვადასხვა პროფილის სპეციალობებისთვის.

მაგისტრები ეუფლებიან მედია სფეროში მუშაობისთვის აუცილებელ ყველა პროგრამასა და ტექნიკას:გადაღებას, აუდიო-ვიზუალურ მონტაჟს, ფოტოგრაფიას, წერას, ონლაინ პლათფორმის შექმნასა და მართვას, მუშაობენ საავტორო დოკუმენტურ კინოზე. სტუდენტები ჩართულები არიან ინსტიტუტის მიერ დაგეგმილ აქტივობებში: ფესტივალები, სემინარები, კონფერენციები, შემოქმედებითი სახელოსნოები, სპორტული ტურნირები და ა.შ

მულტიმედიური ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა ორწლიანია და შედგება ოთხი სემესტრისგან.

მიზანი

პროგრამის მიზანია რეგიონში დამოუკიდებელი მედიის განვითარების, პლურალისტური და თავისუფალი მედია გარემოს გაძლიერების გზით სოციალური სამართლიანობის დამკვიდრებისა და  დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობა. ამ მიზანს პროგრამა სტუდენტებისთვის ჟურნალისტიკის ძირითადი ღირებულებებისა და სტანდარტების ასევე მედია მენეჯმენტისა და მედიამეწარმეობის საფუძვლების სწავლებით აღწევს.  პროგრამაში ჩართული საერთაშორისო და ქართველი სპეციალისტები სტუდენტებს გამოუმუშავებენ  პროფესიული ეთიკის ნორმებს, მულტიმედიურ, ტრანსმედია და ქროსმედია პროექტებზე მუშაობის უნარებს.

პროგრამის მოცულობა კრედიტებით: 120 კრედიტი

სწავლების ენა:  ინგლისური 

იხ. პროგრამის კურიკულუმი

პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველებს, ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ საერთო სამაგისტრო გამოცდები.

მულტიმედიური ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა განკუთვნილია იმ პირთათვის, რომლებსაც უკვე მიღებული აქვთ უმაღლესი განათლება ნებისმიერ სფეროში და სურთ გაიღრმავონ ცოდნა მულტიმედია ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის მიმართულებით. შესაბამისად, სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს: 

სამაგისტრო პროგრამის სტუდენტთა რეგისტრაცია წარმოებს ელექტრონულად 12 სექტემბრის ჩათვლით.

》 ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა მაგისტრანტებისთვის

 

შიდა საუნივერსიტეტო პროცედურა შედგება შემდეგი ეტაპებისაგან:

  •       რომელიც წარმატებით გაივლის გასაუბრებას ინგლისურ ენაზე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში
  •       აქვე უნდა გაჩნდეს ინგლისური ენის მოთხოვნა B2 ან ჩააბაროს ინგლისური ენის ტესტი (დეტალებს ინგლისური ენის ტესტთან დაკავშირებით შეგატყობინებთ პროგრამის კოორდინატორი)  -  (ნიმუში)

 

პირველკურსელთა რეგისტრაცია

 

ხელშეკრულების გაფორმება:

 

ჩარიცხული სტუდენტი ხელშეკრულების გასაფორმებლად  უნდა გამოცხადდეს უნივერსიტეტში 20, 21, 22 ან 23 სექტემბერს, 12:00-17:00 შუალედში.

ჟურნალისიტიკისა და მედიამენეჯმენტის კავკასიური სკოლა: თბილისი, მარი ბროსეს ქ. #2

 

ხელშეკრულების გაფორმებისას სტუდენტმა თან უნდა იქონიოს პირადობის მოწმობა ან პასპორტი.

სწავლა დაიწყება 25 სექტემბერს.

გასაუბრება: 7 სექტემბერი - ონლაინ ინგლისურენოვანი გასაუბრება ZOOM-ის მეშვეობით 

(გასაუბრების ზუსტ დროს (საათს) დამატებით შეგატყობინებთ  პროგრამის კოორდინატორი)

ინგლისური ენის ტესტი: 6 სექტემბერს. 

 

სწავლის ღირებულება

პროგრამის ერთი წლის საფასური შეადგენს 4500 ლარს, რომლის გადახდა შესაძლებელია 4 ნაწილად (ყოველი სემესტრის დასაწყისში).  

სახელმწიფო გრანტის (100%) მოპოვების შემთხვევაში 4500-2250=2250

საბანკო რეკვიზიტები

სს „ თიბისი ბანკი“
საბანკო კოდი (მფო): TBCB GE 22
მიმღების დასახელება - ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
ანგარიშის ნომერი - GE84TB1100000110700419 / GEL

გადახდისას, დანიშნულებაში მიუთითეთ პირადი ნომერი და პროგრამის სახელწოდება

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:

სალომე გველესიანი

ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის კოორდინატორი

ელ-ფოსტა: s.gvelesiani@gipa.ge

მობ: 595 54 34 42