ERASMUS + ის გაცვლითი პროგრამა ადმინისტრაციული პერსონალისთვის “lavoslav Ružička“-ს გამოყენებითი მეცნიერებების კოლეჯში

22 ნოემბერი, 2018

ERASMUS + ის გაცვლითი პროგრამა ადმინისტრაციული პერსონალისთვის “lavoslav Ružička“-ს გამოყენებითი მეცნიერებების კოლეჯში (ქ. ვუკოვარი, ხორვატია)

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის  საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს GIPA-ს ადმინისტრაციული პერსონალისთვის ერასმუს+ ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად lavoslav Ružička“-ს  გამოყენებითი მეცნიერებების კოლეჯში.

აღნიშნული აქტივობის მიზანია უნივერსიტეტის თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა პარტნიორ უნივერსიტეტში ტრენინგისა და სამუშაოზე დაკვირვების (job shadowing) შესაძლებლობების შექმნით. ასევე, პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია საერთაშორისო მობილობის ინსტიტუციონალური შესაძლებლობების განვითარება, სასწავლო გეგმების ინტერნაციონალიზაცია, საერთაშორისო პარტნიორთა ქსელის გაძლიერება.

მობილობის ხანგრძლივობა
2018 წლის 10-14 დეკემბერი; პარტნიორ უნივერსიტეტში პერსონალის მობილობა არის ერთკვირიანი (მოიცავს 5 სამუშაო დღეს, + 2 დღეს მგზავრობისთვის)


სტიპენდია მოიცავს: 
ყოველდღიური სტიპენდია 140 ევროს ოდენობით + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება (360 ევრო)

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2018 წლის 16 ნოემბრის 17:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე n.bakradze@gipa.ge

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

  • სააპლიკაციო ფორმა (დანართი 1)
  • სამუშაო გეგმა (დანართი 2)
  • CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, Europass form) ნიმუშები მოცემულია ქვემოთ: https://europass.cedefop.europa.eu/en/documents/curriculum-vitae
  • მობილობის შედეგების გავრცელების გეგმა (დანართი 3)
  • წინასწარი თანხმობა მიღებაზე (Verification Letter) მასპინძელი უნივერსიტეტიდან (დანართი 4)
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (B2)
  • ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე)
  • პასპორტის ასლი

შერჩევის პროცედურა

  • წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საკონკურსო კომისია
  • კომისიის მიერ მოხდება 2 გამარჯვებული კანდიდატის გამოვლენა
  • შერჩეული კანდიდატების შესახებ ინფორმაციის / დოკუმენტების მიწოდება მოხდება მიმღები უნივერსიტეტისათვის
  • ადმინისტრაციული პერსონალის საბოლოო შერჩევა მიმღები უნივერსიტეტის მიერ

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: n.bakradze@gipa.ge ან ნომერზე 577 57 75 11

არასრული ან/და დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!

მიმაგრებული ფაილები: