• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • ERASMUS + პროგრამის მოკლევადიანი სტიპენდიები აკადემიური პერსონალისთვის - გაზაფხული 2027, შემოდგომა 2027

    13 ნოემბერი, 2026

    საქართველოს საზოგადოებროვ საქმეთა ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური აცხადებს აკადემიური პერსონალისთვის Erasmus + ის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღებას. მობილობის დაგეგმვა/განხორციელება შესაძლებელია 2027 წლის გაზაფხულისა და 2027 წლის შემოდგომის სემესტრის ჩათვლით.

     

    კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სრულ განაკვეთზე დასაქმებულ აკადემიურ პერსონალს (არა მოწვეულს);

     

    მობილობის ხანგრძლივობა: 

    პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების მიზნით, აკადემიური პერსონალის მობილობა არის ერთ კვირიანი (მოიცავს 5 სამუშაო დღეს, + 2 დღეს მგზავრობისთვის) და მოიცავს სავალდებულო  სულ მცირე 8 სალექციო საათს. 

     

    სტიპენდია მოიცავს: 
    ყოველდღიური სტიპენდია 140 ევროდან 180 ევროს ოდენობით + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება ევროკომისიის მიერ დადგენილი ნორმით;

     

    აკადემიური პერსონალის სტიპენდიების ჩამონათვალი მიმართულებების მიხედვით:

    ჰამბურგის უნივერსიტეტი (გერმანია)

    https://www.uni-hamburg.de/en.html
    საჯარო მმართველობა, საჯარო პოლიტიკა, არასამთავრობო ორგანიზაციების მენეჯმენტი; ბიზნესი;

    ადგილების რაოდენობა: 2

    მობილობის პერიოდი: 2027 წ. გაზაფხული ან 2027 წ. შემოდგომა

     

    დარმშტადის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი (გერმანია)

    https://h-da.de/
    ბიზნესი, გარემოს დაცვითი მეცნიერებები, მედია ხელოვნება, კომუნიკაცია, სოციალური მეცნიერებები;

    ადგილების რაოდენობა: 1

    მობილობის პერიოდი: 2027 წ. გაზაფხული ან 2027 წ. შემოდგომა

     

    ბერლინის ეკონომიკისა და სამართლის სკოლა (გერმანია)
    https://www.hwr-berlin.de/  

    საჯარო მმართველობა, პოლიტიკის მეცნიერებები, სამართალი, ბიზნესი, ეკონომიკა;

    ადგილების რაოდენობა: 2

    მობილობის პერიოდი: 2027 წ. გაზაფხული

     

    ჰანოვერის უნივერსიტეტი (გერმანია)
    https://www.uni-hannover.de/en/  

    გარემოს ეკონომიკა და მდგრადი განვითარება, გარემოსდაცვითი პოლიტიკა და ბუნებრივი რესურსების მართვა, ენერგეტიკის ეკონომიკა და განახლებადი ენერგიის მართვა, საერთაშორისო ბიზნესი და გლობალური ვაჭრობა, მდგრადი ბიზნესის მართვა და ეკონომიკა;

    ადგილების რაოდენობა: 4

    მობილობის პერიოდი: 2027 წ. გაზაფხული ან 2027 წ. შემოდგომა

     

     

    კარლშტადის უნივერსიტეტი (შვედეთი)

    https://www.kau.se/en

    პოლიტიკის მეცნიერებები, ბიზნესი, ფსიქოლოგია,  სოციოლოგია და კულტურის კვლევები,

    ადგილების რაოდენობა: 2

    მობილობის პერიოდი: 2027 წ. გაზაფხული ან 2027 წ. შემოდგომა

     

    სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი (ესპანეთი)
    https://www.usc.gal/en

    სასწავლო მიმართულება: ნებისმიერი

    ადგილების რაოდენობა: 1

    მობილობის პერიოდი: 2027 წ. გაზაფხული ან 2027 წ. შემოდგომა

     

    შენიშვნა: გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სასწავლო კურსის განხორციელების თარიღები და გეგმა (Teaching Plan) წინასწარ შეთანხმებულ უნდა იქნეს სანტიაგო დე კომპოსტელას  უნივერსიტეტის პროფესორთან (ოფიციალური წერილი სავალდებულო არ არის, საკმარისია მეილით მიღებული თანხმობა)

     

     

    სან ანტონიოს მურსიის კათოლიკური უნივერსიტეტი (ესპანეთი)

    https://international.ucam.edu/

    ფსიქოლოგია, ბიზნესი;
    ადგილების რაოდენობა: 1

    მობილობის პერიოდი: 2027 წ. გაზაფხული ან 2027 წ. შემოდგომა

     

    ალიკანტეს უნივერსიტეტი (ესპანეთი)
    https://www.ua.es/en/

    სასწავლო მიმართულება: https://web.ua.es/en/official-undergraduate-degrees.html

    ადგილების რაოდენობა: 1

    მობილობის პერიოდი: 2027 წ. გაზაფხული

     

    კორდობას უნივერსიტეტი (ესპანეთი)
    https://www.uco.es/internacional/extranjeros/en/about-uco

    ბიზნესი, მენეჯმენტი, სამართალი, ფსიქოლოგია;

    ადგილების რაოდენობა: 1

    მობილობის პერიოდი: 2027 წ. გაზაფხული

     

    გრანადას უნივერსიტეტი (ესპანეთი)
    https://www.ugr.es/en

    პოლიტიკის მეცნიერება, საჯარო მმართველობა;

    ადგილების რაოდენობა: 1

    მობილობის პერიოდი: 2027 წ. გაზაფხული

     

    ნაპოლის ფედერიკო II სახელობის უნივერსიტეტი (იტალია)

    https://www.unina.it/en_GB/home

    პოლიტიკური და საზოგადოებრივი მეცნიერებები; სოციოლოგია და კულტურის მეცნიერებები; სამართალი; ბიზნესი;
    ადგილების რაოდენობა: 1

    მობილობის პერიოდი: 2027 წ. გაზაფხული

     

    პერუჯას უნივერსიტეტი (იტალია)

    https://www.unipg.it/

    სოციალური და ქცევითი მეცნიერებები, პოლიტიკური და საზოგადოებრივი მეცნიერებები სოციალური მეცნიერებები, ჟურნალისტიკა და ინფორმაციის სფერო (ინტერდისციპლინური პროგრამები).

    ადგილების რაოდენობა: 1

    მობილობის პერიოდი: 2027 წ. გაზაფხული

    ვიზიტის ხანგრძლივობა: 2 კვირა;

     

    ტერამოს უნივერსიტეტი (იტალია)

    https://www.unite.it/English/

    ბიზნესი, სამართალი, პოლიტიკის მეცნიერება;

    ადგილების რაოდენობა: 2

    მობილობის პერიოდი: 2027 წ. გაზაფხული ან 2027 წ. შემოდგომა

     

    კალიარის უნივერსიტეტი (იტალია)

    https://en.unica.it/en

    ბიზნესი, ეკონომიკა, სამართალი, პოლიტიკის მეცნიერება;

    ადგილების რაოდენობა: 1

    მობილობის პერიოდი: 2027 წ. გაზაფხული ან 2027 წ. შემოდგომა

     

    კლერმონ ოვერნის უნივერსიტეტი (საფრანგეთი)

    https://www.uca.fr/
    ბიზნესი, მენეჯმენტი;

    ადგილების რაოდენობა: 2

    მობილობის პერიოდი: 2027 წ. გაზაფხული ან 2027 წ. შემოდგომა

     

    უნივერსიტეტი პარიზი 8 (საფრანგეთი)

    https://www.univ-paris8.fr/en/

    პოლიტიკის მეცნიერება, ეკონომიკა, ბიზნესი, ფსიქოლოგია, სამართალი;

    ადგილების რაოდენობა: 2

    მობილობის პერიოდი: 2027 წ. გაზაფხული ან 2027 წ. შემოდგომა

     

     

    ეოტვოშ ლორანდის უნივერსიტეტი (უნგრეთი) 

    https://www.elte.hu/en/ 

    ჟურნალისტიკა, მედია, აუდიო-ვიზუალური ხელოვნება,

    ადგილების რაოდენობა: 1

    მობილობის პერიოდი: 2027 წ. გაზაფხული

    პრაღის ეკონომიკისა და ბიზნესის უნივერსიტეტი (ჩეხეთი)

    https://www.vse.cz/

    ბიზნესი, ეკონომიკა, სოციალური და საზოგადოებრივი მეცნიერებები;

    ადგილების რაოდენობა: 1

    მობილობის პერიოდი: 2027 წ. გაზაფხული

    პოლიტიკისა და საჯარო მმართველობის ეროვნული უნივერსიტეტი (რუმინეთი) 

    https://snspa.ro/

    საჯარო მმართველობა, მენეჯმენტი, პოლიტიკური მეცნიერებები, ბიზნესი, სამართალი; მედია;

    ადგილების რაოდენობა: 1

    მობილობის პერიოდი: 2027 წ. გაზაფხული

    ვარნას თავისუფალიი უნივერსიტეტი (ბულგრეთი) 

    https://vfu.bg/en/

    სამართალი;

    ადგილების რაოდენობა: 2

    მობილობის პერიოდი: 2027 წ. გაზაფხული

    ინგლისურ ენაზე სასწავლო კურსის განხორციელების გამოცდილება:

    სასურველია პირს ჰქონდეს ინგლისურ ენაზე სასწავლო კურსის განხორციელების გამოცდილება, აღნიშნულის დასადასტურებლად დაინტერესებულმა აკადემიურმა პერსონალმა უნდა წარმოადგინოს ცნობა (ან სხვა დამადასტურებელი დოკუმენტი) იმ უსდდან, რომელშიც მას უდასტურდება სასწავლო კურსის ინგლისურ ენაზე განხორციელება. 

    საბუთების შემოტანის ბოლო ვადა:

    კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2026 წლის 20 ნოემბრის 17:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი შემდეგ ელ-ფოსტაზე n.bakradze@gipa.ge

    (მეილში მიუთითეთ სასურველი ევროპული უნივერსიტეტი შესაბამისი თემატური პრიორიტეტის მიხედვით)

    სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

    შერჩევის პროცედურა: 

    • წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საკონკურსო კომისია
    • კომისიის მიერ მოხდება გამარჯვებული კანდიდატების გამოვლენა
    • შერჩეული კანდიდატის შესახებ ინფორმაციის / დოკუმენტების მიწოდება მოხდება მიმღები უნივერსიტეტისათვის

     

    დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: n.bakradze@gipa.ge ან ნომერზე 577 57 75 11

    არასრული ან/და დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!