თანამედროვე მედია-გარემოში სულ უფრო მნიშვნელოვანია პროფესიონალის მომზადება, ვისაც მრავალფეროვანი მულტიმედიური კონტენტის შექმნა, ინფორმაციის კრიტიკულად შეფასება, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება და მედია პროექტების მართვა შეუძლიათ.
ამ შესაძლებლობას სტუდენტებს GIPA-ს მულტიმედიური ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა სთავაზობს.
პროგრამა პროფესიულ ჟურნალისტიკას, მულტიმედიურ თხრობას, მედია მენეჯმენტსა და კვლევით კომპონენტს აერთიანებს. სტუდენტები მიიღებენ როგორც თეორიულ ცოდნას, ისე - პრაქტიკულ გამოცდილებას და თანამედროვე მედიისთვის საჭირო ტექნოლოგიებსა და სამუშაო მეთოდებს შეისწავლიან.
რას ისწავლი პროგრამის ფარგლებში?
პროგრამის განმავლობაში სტუდენტები დაეუფლებიან:
- ვიდეო, ფოტო, აუდიო და ტექსტური კონტენტის შექმნას - იდეიდან საბოლოო პროდუქტამდე;
- ფაქტებზე დაფუძნებულ და დაბალანსებულ ჟურნალისტურ თხრობას;
- ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებას მულტიმედიურ თხრობაში;
- მედია სტარტაპის შექმნასა და მართვას;
- სოციალური და ციფრული პლატფორმებისთვის კონტენტის შექმნასა და გავრცელებას;
- ინფორმაციის მოძიებასა და გადამოწმებას;
- მონაცემებთან მუშაობასა და კრიტიკულ ანალიზს;
- მედიის სამართლებრივ და ეთიკურ საკითხებს;
- მედიისა და კომუნიკაციის კვლევის თანამედროვე მეთოდებს.
პროგრამის ხანგრძლივობა და კვალიფიკაცია
პროგრამა გათვლილია 1+1 წელზე.
პირველი წლის დასრულების შემდეგ სტუდენტი მიიღებს ჟურნალისტიკის მაგისტრის კვალიფიკაციას, ხოლო სწავლის გაგრძელების შემთხვევაში, დამატებით ერთ წელიწადში — მედიის კვლევის მაგისტრის კვალიფიკაციას.
პროგრამა ხორციელდება ინგლისურენოვან და საერთაშორისო აკადემიურ გარემოში და სტუდენტებს პრაქტიკული გამოცდილებისა და საერთაშორისო გაცვლით შესაძლებლობებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობას აძლევს.
კარიერული შესაძლებლობები:პროგრამის კურსდამთავრებულებს შეუძლიათ კარიერა განავითარონ სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის:
მულტიმედია ჟურნალისტიკა, ვიდეო-პროდიუსინგი, დოკუმენტალისტიკა, პოდკასტინგი, კონტენტ-პროდიუსინგი, მედია ანტრეპრენერობა და მედიის კვლევა.
GIPA-ს მულტიმედიური ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც თანამედროვე მედიის სფეროში პროფესიული ცოდნის გაღრმავება, მულტიმედიური პროდუქტების შექმნა და მედიის სწრაფად ცვალებად გარემოში საკუთარი პროფესიული შესაძლებლობების განვითარება სურს.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 18 სექტემბერი, 2026 წელი.
პროგრამისა და მიღების პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ პროგრამის გვერდზე.
