ERASMUS + პროგრამის მოკლევადიანი სტიპენდიები აკადემიური პერსონალისთვის -გაზაფხული 2026, შემოდგომა 2026

08 დეკემბერი, 2025

საქართველოს საზოგადოებროვ საქმეთა ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური აცხადებს აკადემიური პერსონალისთვის Erasmus + ის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღებას. მობილობის დაგეგმვა/განხორციელება შესაძლებელია 2026 წლის გაზაფხულისა და 2026 წლის შემოდგომის სემესტრის ჩათვლით.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სრულ განაკვეთზე დასაქმებულ აკადემიურ პერსონალს (არა მოწვეულს);

მობილობის ხანგრძლივობა: 

პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების მიზნით, აკადემიური პერსონალის მობილობა არის ერთ კვირიანი (მოიცავს 5 სამუშაო დღეს, + 2 დღეს მგზავრობისთვის) და მოიცავს სავალდებულო  სულ მცირე 8 სალექციო საათს. 

სტიპენდია მოიცავს: 
ყოველდღიური სტიპენდია 140 ევროდან 180 ევროს ოდენობით + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება ევროკომისიის მიერ დადგენილი ნორმით;

შერჩეულმა სტიპენდიატმა თავად უნდა აანაზღაუროს სამოგზაურო დაზღვევის ხარჯები!

აკადემიური პერსონალის სტიპენდიების ჩამონათვალი მიმართულებების მიხედვით:

ჰამბურგის უნივერსიტეტი (გერმანია)

https://www.uni-hamburg.de/en.html
საჯარო მმართველობა, არასამთავრობო ორგანიზაციების მენეჯმენტი;

ადგილების რაოდენობა: 2

მობილობის პერიოდი: 2026 წ. გაზაფხული

დარმშტადის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი (გერმანია)

https://h-da.de/
ბიზნესი, გარემოს დაცვითი მეცნიერებები, მედია ხელოვნება, კომუნიკაცია, სოციალური მეცნიერებები;

ადგილების რაოდენობა: 1

მობილობის პერიოდი: 2026 წ. გაზაფხული ან 2026 წ. შემოდგომა

 

ბერლინის ეკონომიკისა და სამართლის სკოლა (გერმანია)
https://www.hwr-berlin.de/  

საჯარო მმართველობა, პოლიტიკის მეცნიერებები, სამართალი, ბიზნესი, ეკონომიკა;

ადგილების რაოდენობა: 1

მობილობის პერიოდი: 2026 წ. გაზაფხული ან 2026 წ. შემოდგომა

 

ლაიფციგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი (გერმანია)

https://www.htwk-leipzig.de/en/htwk-leipzig

ბიზნესის სტატისტიკა, საერთაშორისო ბიზნესი, მიკროეკონომიკა, მარკეტინგი, ფინანსები;

ადგილების რაოდენობა: 2

მობილობის პერიოდი: 2026 წ. გაზაფხული

 

კარლშტადის უნივერსიტეტი (შვედეთი)

https://www.kau.se/en

საწავლო მიმართულება: შვედეთი და შედარებითი პოლიტიკა,  https://www.kau.se/en/education/programmes-and-courses/courses/SVGE50?occasion=47477 საერთაშორისო პოლიტიკა; https://www.kau.se/en/education/programmes-and-courses/courses/SVGE60?occasion=47479

ადგილების რაოდენობა: 2

მობილობის პერიოდი: 2026 წ. გაზაფხული

 

სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი (ესპანეთი)
https://www.usc.gal/en

სასწავლო მიმართულება: ნებისმიერი

ადგილების რაოდენობა: 1

მობილობის პერიოდი: 2026 წ. გაზაფხული ან 2026 წ. შემოდგომა

 

შენიშვნა: გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სასწავლო კურსის განხორციელების თარიღები და გეგმა (Teaching Plan) წინასწარ შეთანხმებულ უნდა იქნეს სანტიაგო დე კომპოსტელას  უნივერსიტეტის პროფესორთან (ოფიციალური წერილი სავალდებულო არ არის, საკმარისია მეილით მიღებული თანხმობა)

 

სან ანტონიოს მურსიის კათოლიკური უნივერსიტეტი (ესპანეთი)

https://international.ucam.edu/

ფსიქოლოგია, ბიზნესი;
ადგილების რაოდენობა: 1

მობილობის პერიოდი: 2026 წ. შემოდგომა

ალ

იკანტეს უნივერსიტეტი (ესპანეთი)
https://www.ua.es/en/

სასწავლო მიმართულება: https://web.ua.es/en/official-undergraduate-degrees.html

ადგილების რაოდენობა: 1

მობილობის პერიოდი: 2026 წ. გაზაფხული ან 2026 წ. შემოდგომა

 

ნაპოლის ფედერიკო II სახელობის უნივერსიტეტი (იტალია)

https://www.unina.it/en_GB/home

პოლიტიკური და საზაგადოებრივი მეცნიერებები; სოციოლოგია და კულტურის მეცნიერებები; სამართალი; ბიზნესი;
ადგილების რაოდენობა: 2

მობილობის პერიოდი: 2026 წ. გაზაფხული

 

ლილის კათოლიკური უნივერსიტეტი (საფრანგეთი)
https://www.univ-catholille.fr/en 

communication, intercultural studies, journalism, management, and marketing related to communication.

ადგილების რაოდენობა: 1

მობილობის პერიოდი: 2026 წ. გაზაფხული

 

კლერმონ ოვერნის უნივერსიტეტი (საფრანგეთი)

https://www.uca.fr/
საწავლო მიმართულება: ბიზნესი, მენეჯმენტი;

ადგილების რაოდენობა: 2

მობილობის პერიოდი: 2026 წ. გაზაფხული

 

ეოტვოშ ლორანდის უნივერსიტეტი (უნგრეთი) 

https://www.elte.hu/en/ 

ჟურნალისტიკა, მედია, აუდიო-ვიზუალური ხელოვნება,

ადგილების რაოდენობა: 1

მობილობის პერიოდი: 2026 წ. გაზაფხული

 

რიეკას უნივერსიტეტი (ხორვატია)
https://uniri.hr/en/home/

ბიზნესი, ეკონომიკა;

ადგილების რაოდენობა: 2

მობილობის პერიოდი: 2026 წ. გაზაფხული

 

 სოფიას  Kliment Ohridski-ს  უნივერსიტეტი (ბულგარეთი) 

https://www.uni-sofia.bg/index.php/eng/the_university  

სოციალური მეცნიერებები: ფილოსოფია, ფსიქოლოგია, სოციოლოგია;

ადგილების რაოდენობა: 1

მობილობის პერიოდი: 2026 წ. გაზაფხული

 

ველიკო ტარნოვოს უნივერსიტეტი (ბულგარეთი)

https://www.uni-vt.bg/eng/

ბიზნესი; ეკონომიკა, სოციალური მეცნიერებები; ფსიქოლოგია, პოლიტიკის მეცნიერებები, სამართალი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები;

ადგილების რაოდენობა: 2

მობილობის პერიოდი: 2026 წ. გაზაფხული

 

მასარიკის უნივერსიტეტი  (ჩეხეთი) 

https://www.muni.cz/en

სამართალი;

ადგილების რაოდენობა: 1

მობილობის პერიოდი: 2026 წ. გაზაფხული

 

იაშის ალექსანდრუ იოან კუზას უნივერსიტეტი (რუმინეთი)

https://www.uaic.ro/en/

ბიზნესი, სოციალური და ქცევითი მეცნიერებები, ჟურნალისტიკა, სამრთალი, გარემოსდაცვა;

ადგილების რაოდენობა: 1

მობილობის პერიოდი: 2026 წ. გაზაფხული

 

პოლიტიკისა და საჯარო მმართველობის ეროვნული უნივერსიტეტი (რუმინეთი) 

https://snspa.ro/

საჯარო მმართველობა, მენეჯმენტი, პოლიტიკური მეცნიერებები, ბიზნესი, სამართალი;

ადგილების რაოდენობა: 1

მობილობის პერიოდი: 2026 წ. გაზაფხული

 

ოსიეკის უნივერსიტეტი (ხორვატია) 

https://www.unios.hr/en/

ბიზნესი, ეკონომიკა, სამართალი;

ადგილების რაოდენობა: 1

მობილობის პერიოდი: International Staff Week, 18-22 May, 2026

ინგლისურ ენაზე სასწავლო კურსის განხორციელების გამოცდილება:

სასურველია პირს ჰქონდეს ინგლისურ ენაზე სასწავლო კურსის განხორციელების გამოცდილება, აღნიშნულის დასადასტურებლად დაინტერესებულმა აკადემიურმა პერსონალმა უნდა წარმოადგინოს ცნობა (ან სხვა დამადასტურებელი დოკუმენტი) იმ უსდდან, რომელშიც მას უდასტურდება სასწავლო კურსის ინგლისურ ენაზე განხორციელება. 

საბუთების შემოტანის ბოლო ვადა:

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2025 წლის 15 დეკემბრის 17:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი შემდეგ ელ-ფოსტაზე n.bakradze@gipa.ge

 

(მეილში მიუთითეთ სასურველი ევროპული უნივერსიტეტი შესაბამისი თემატური პრიორიტეტის მიხედვით) 

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

შერჩევის პროცედურა: 

  • წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საკონკურსო კომისია
  • კომისიის მიერ მოხდება გამარჯვებული კანდიდატების გამოვლენა
  • შერჩეული კანდიდატის შესახებ ინფორმაციის / დოკუმენტების მიწოდება მოხდება მიმღები უნივერსიტეტისათვის
  • აკადემიური პერსონალის საბოლოო შერჩევა მიმღები უნივერსიტეტის მიერ

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: n.bakradze@gipa.ge ან ნომერზე 577 57 75 11

არასრული ან/და დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!