GIPA-ს სადოქტორო პროგრამებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს 10 სექტემბრამდე

04 სექტემბერი, 2025

GIPA აცხადებს მიღებას საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამებზე. 

დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველებმა, უნდა წარმოადგინონ   საბუთები:

  • პროფესიული ბიოგრაფია (CV)
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა (ჩამოტვირთეთ აქ)
  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ფლობის დამადასტურებელი დიპლომის ასლი (უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომის აღიარება დადასტურებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ)
  • მაგისტრის დიპლომის დანართი
  • პირადობის მოწმობის ასლი
  • ბიომეტრული ფოტოსურათი 3X4 - ზე
  • სადოქტორო კვლევის პროექტი (მინიმუმ 1000 სიტყვა) (იხილეთ ფორმა)
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი B2 დონის საერთაშორისო სერტიფიკატი. (TOEFL (P/B 513 score; I/BT 87score); IELTS (5.5 Band); FCE; BEC Vantage; PTE (General level 3); PTE Academic (59p); Michigan ECCE). ასეთის არ არსებობის, შემთხვევაში უნივერსიტეტი უზრუნველყოფს შიდა გამოცდის ჩატარებას ინგლისურ ენაში; ინგლისური ენის გამოცდის ჩაბარების ვალდებულებისგან თავისუფლდებიან ის კანდიდატები, რომლებსაც დასრულებული აქვთ ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამა საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ

საბუთების მიღება მიმდინარეობს ელექტრონულად, 2025 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით,  ონლაინ მისამართზე: m.dotiashvili@gipa.ge

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ სადოქტორო პროგრამების კოორდინატორს, მარიამ დოთიაშვილს, ტელ: 598 73 54 74