გარე მობილობის ფარგლებში, დაინტერესებულ სტუდენტებს საშუალება ეძლევათ გადმოვიდნენ და სწავლა გააგრძელონ GIPA-ს საგანმანათლებლო პროგრამებზე.
GIPA-ში მობილობის წესით სწავლის გაგრძელების მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ - სსიპ - განათლების ხარსხის განვითარების ეროვნულიცენტრის მობილობის ელექტორნულ პორტალზე, 25 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში.
სტუდენტები, რომლებიც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან მოიპოვებენ GIPA-ში მობილობის წესით გადმოსვლის უფლებას, წერილობით უნდა მიმართონ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- პირადობის ასლი
- ნიშნების ფურცელი
- ატესტატის ასლი
- სამხედრო მიწერის ასლი (ვაჟებისთვის)
- ფოტოსურათი 3/4
- NAEC-სერტიფიკატის ასლი
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აუდიო-ვიზუალური ხელოვნებისა და ვიზუალური კომუნიკაციის (რეკლამა და საკომუნიკაციო დიზაინი) საბაკალავრო პროგრამებზე მობილობის შემთხვევაში, შემოქმედებითი კონკურსის გავლა სავალდებულოა.
GIPA იტოვებს უფლებას, დაადგინოს დამატებითი მოთხოვნები მობილობის წესით სტუდენტის ჩარიცხვასთან დაკავშირებით, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს შიდა გამოცდასთან, დოკუმენტაციის განხილვასთან ან გასაუბრებისწარმატებით გადალახვასთან.
გარე მობილობის სარგებლობის მსურველები უნდა დაუკავშირდნენ შესაბამისი პროგრამის კოორდინატორებს.