ERASMUS + პროგრამის მოკლევადიანი სტიპენდიები აკადემიური პერსონალისთვის -გაზაფხული 2025, შემოდგომა 2025
საქართველოს საზოგადოებროვ საქმეთა ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური აცხადებს აკადემიური პერსონალისთვის Erasmus + ის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღებას. მობილობის დაგეგმვა/განხორციელება შესაძლებელია 2025 წლის გაზაფხულისა და 2025 წლის შემოდგომის სემესტრის ჩათვლით.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სრულ განაკვეთზე დასაქმებულ აკადემიურ პერსონალს (არა მოწვეულს);
მობილობის ხანგრძლივობა:
პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების მიზნით, აკადემიური პერსონალის მობილობა არის ერთ კვირიანი (მოიცავს 5 სამუშაო დღეს, + 2 დღეს მგზავრობისთვის) და მოიცავს სავალდებულო სულ მცირე 8 სალექციო საათს.
სტიპენდია მოიცავს:
ყოველდღიური სტიპენდია 140 ევროდან 160 ევროს ოდენობით + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება ევროკომისიის მიერ დადგენილი ნორმით;
შერჩეულმა სტიპენდიატმა თავად უნდა აანაზღაუროს სამოგზაურო დაზღვევის ხარჯები!
Radboud-ის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლის შემთხვევაში, ერთკვირიანი სტიპენდიის სრული მოცულობა შეადგენს 1650 ევროს, რომლიდანაც სტიპენდიანტებს ავტომატურად ჩამოეჭრებათ საზაფხულო სკოლის ფარგლებში არჩეული კურსის ღირებულების თანხა, რომელიც საშუალოდ შეადგენს 750-890 ევროს.
ბმულში შეგიძლიათ იხილოთ წინა საზაფხულო სკოლაში მონაწილე ჯიპა-ს დოქტორატნურის სტუდენტის ლევან კურცხალიას გამოხმაურებას.
აკადემიური პერსონალის სტიპენდიების ჩამონათვალი მიმართულებების მიხედვით:
ჰააგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი (ნიდერლანდები)
https://www.thuas.com/
პოლიტიკის მეცნიერებები, საჯარო პოლიტიკა, საჯარო მმართველობა;
ადგილების რაოდენობა: 1
მობილობის პერიოდი: 2025 წ. გაზაფხული
Radboud-ის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლა (ნიდერლანდები)
https://www.ru.nl/en
საზაფხულო სკოლის კურსები: over 25 English-taught courses
ადგილების რაოდენობა: 3
მობილობის პერიოდი: 2025 წ. გაზაფხული (ივნისი ან ივლისი)
დარმშტადის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი (გერმანია)
https://h-da.de/
ბიზნესი, გარემოს დაცვითი მეცნიერებები, მედია, სოციალური მეცნიერებები;
ადგილების რაოდენობა: 1
მობილობის პერიოდი: 2025 წ. გაზაფხული ან 2025 წ. შემოდგომა
ბერლინის ეკონომიკისა და სამართლის სკოლა (გერმანია)
https://www.hwr-berlin.de/
საჯარო მმართველობა, სამართალი, ბიზნესი, ეკონომიკა;
ადგილების რაოდენობა: 1
მობილობის პერიოდი: 2025 წ. გაზაფხული ან 2025 წ. შემოდგომა
სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი (ესპანეთი)
https://www.usc.gal/en
სასწავლო მიმართულება: ნებისმიერი
ადგილების რაოდენობა: 1
მობილობის პერიოდი: 2025 წ. გაზაფხული ან 2025 წ. შემოდგომა
შენიშვნა: გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სასწავლო კურსის განხორციელების თარიღები და გეგმა (Teaching Plan) წინასწარ შეთანხმებულ უნდა იქნეს სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტის პროფესორთან (ოფიციალური წერილი სავალდებულო არ არის, საკმარისია მეილით მიღებული თანხმობა)
ალიკანტეს უნივერსიტეტი (ესპანეთი)
https://www.ua.es/en/
სასწავლო მიმართულება: https://web.ua.es/en/official-undergraduate-degrees.html
ადგილების რაოდენობა: 1
მობილობის პერიოდი: 2025 წ. გაზაფხული
სან ანტონიოს მურსიის კათოლიკური უნივერსიტეტი (ესპანეთი)
https://international.ucam.edu/
ფსიქოლოგია, ბიზნესი;
ადგილების რაოდენობა: 1
მობილობის პერიოდი: 2025 წ. შემოდგომა
ნაპოლის ფედერიკო II სახელობის უნივერსიტეტი (იტალია)
https://www.unina.it/en_GB/home
პოლიტიკური და საზაგადოებრივი მეცნიერებები; სოციოლოგია და კულტურის მეცნიერებები; სამართალი;
ადგილების რაოდენობა: 1
მობილობის პერიოდი: 2025 წ. გაზაფხული
ტრიესტის უნივერსიტეტი (იტალია)
პოლიტიკური და საზაგადოებრივი მეცნიერებები, საერთაშორისო სამართალი;
ადგილების რაოდენობა: 1
მობილობის პერიოდი: 2025 წ. გაზაფხული
კლერმონ ოვერნის უნივერსიტეტი (საფრანგეთი)
https://www.uca.fr/
ბიზნესისი, მენეჯმენტი;
ადგილების რაოდენობა: 1
მობილობის პერიოდი: 2025 წ. გაზაფხული ან 2025 წ. შემოდგომა
ლილის კათოლიკური უნივერსიტეტი (საფრანგეთი)
https://www.univ-catholille.fr/en
კომუნიკაცია/მარკეტინგი;
ადგილების რაოდენობა: 1
მობილობის პერიოდი: 2025 წ. გაზაფხული ან 2025 წ. შემოდგომა
ბუდაპეშტის მეტროპოლიტანის უნივერსიტეტი (უნგრეთი)
ბიზნესი, ჟურნალისტიკა, მედია, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები;
ადგილების რაოდენობა: 1
მობილობის პერიოდი: 2025 წ. გაზაფხული ან 2025 წ. შემოდგომა
ეოტვოშ ლორანდის უნივერსიტეტი (უნგრეთი)
ჟურნალისტიკა, მედია, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები;
ადგილების რაოდენობა: 1
მობილობის პერიოდი: 2025 წ. შემოდგომა
მასარიკის უნივერსიტეტი (ჩეხეთი)
სამართალი;
ადგილების რაოდენობა: 1
მობილობის პერიოდი: 2025 წ. გაზაფხული ან 2025 წ. შემოდგომა
ოსიეკის უნივერსიტეტი (ხორვატია)
ბიზნესი, ეკონომიკა;
ადგილების რაოდენობა: 1
მობილობის პერიოდი: 2025 წ. გაზაფხული
დაბროვა გორნიცას უნივერსიტეტი WSB University (პოლონეთი)
ბიზნესი, მენეჯმენტი;
ადგილების რაოდენობა: 1
მობილობის პერიოდი: 2025 წ. გაზაფხული
რიეკას უნივერსიტეტი (ხორვატია)
https://uniri.hr/en/home/
ბიზნესი, ეკონომიკა;
ადგილების რაოდენობა: 2
მობილობის პერიოდი: 2025 წ. გაზაფხული ან 2025 წ. შემოდგომა
რუმინულ-ამერიკული უნივერსიტეტი (რუმინეთი)
ბიზნესი, ეკონომიკა, სამართალი;
ადგილების რაოდენობა: 1
მობილობის პერიოდი: 2025 წ. გაზაფხული
ვარნას თავისუფალი უნივერსიტეტი (ბულგარეთი)
ბიზნესი, ეკონომიკა
ადგილების რაოდენობა: 1
მობილობის პერიოდი: 2025 წ. გაზაფხული
სოფიას Kliment Ohridski-ს უნივერსიტეტი (ბულგარეთი)
https://www.uni-sofia.bg/index.php/eng/the_university
სოციალური მეცნიერებები: ფილოსოფია, ფსიქოლოგია, სოციოლოგია;
ადგილების რაოდენობა: 1
მობილობის პერიოდი: 2025 წ. შემოდგომა
ველიკო ტარნოვოს უნივერსიტეტი (ბულგარეთი)
სოციალური მეცნიერებები, ბიზნესის ადმინისტრირება, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები;
ადგილების რაოდენობა: 1
მობილობის პერიოდი: 2025 წ. გაზაფხული
ინგლისურ ენაზე სასწავლო კურსის განხორციელების გამოცდილება:
სასურველია პირს ჰქონდეს ინგლისურ ენაზე სასწავლო კურსის განხორციელების გამოცდილება, აღნიშნულის დასადასტურებლად დაინტერესებულმა აკადემიურმა პერსონალმა უნდა წარმოადგინოს ცნობა (ან სხვა დამადასტურებელი დოკუმენტი) იმ უსდდან, რომელშიც მას უდასტურდება სასწავლო კურსის ინგლისურ ენაზე განხორციელება.
საბუთების შემოტანის ბოლო ვადა:
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2025 წლის 31 იანვრის 17:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი შემდეგ ელ-ფოსტაზე n.bakradze@gipa.ge
(მეილში მიუთითეთ სასურველი ევროპული უნივერსიტეტი შესაბამისი თემატური პრიორიტეტის მიხედვით)
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
- სასწავლო კურსის განხორციელების გეგმა(teaching plan);
- პასპორტის ასლი;
- შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
- ინგლისურენოვანი ავტობიოგრაფია (CV);
შერჩევის პროცედურა:
- წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საკონკურსო კომისია
- კომისიის მიერ მოხდება გამარჯვებული კანდიდატების გამოვლენა
- შერჩეული კანდიდატის შესახებ ინფორმაციის / დოკუმენტების მიწოდება მოხდება მიმღები უნივერსიტეტისათვის
- აკადემიური პერსონალის საბოლოო შერჩევა მიმღები უნივერსიტეტის მიერ
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: n.bakradze@gipa.ge ან ნომერზე 577 57 75 11
არასრული ან/და დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!