14 დეკემბერს "Frontline Georgia"-ში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ქალბატონი ელისაბეთ რუდი შეხვდა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტსის (GIPA) სტუდენტებს.
შეხვედრისას ქალბატონმა რუდმა მიმოიხილა ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქრთველოს პარტნიორობის ცალკეული კომპონენტები, საქართველოში მიმდინარე შიდა პოლიტიკური ვითარება, აგრეთვე ირანსა და აშშ-ს შორის ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე.
შეხვედრას მოდერირებას უწევდა GIPA-ს პოლიტიკურ მეცნიერებათა საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ბატონი თენგიზ ფხალაძე.