• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • გამგეობის წევრი

    დავით მამულაიშვილი

    გამგეობის წევრი

    აქვს 30 წლიანი გამოცდილება სხვადასხვა მიმართულების ბიზნესების მართვისა, როგორც სტრატეგიული, ასევე კორპორაციული მმართველობის მიმართულებით.

    მისი გამოცდილება მოიცავს მსხვილი კომპანიების მართვისა და ბიზნეს გარემოს განვითარების საკითხებში მონაწილეობას.

    ამჟამად იკავებს, საქართველოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური კომპანიის “სილქნეტის” გენერალური დირექტორის თანამდებობას, რომელზეც იგი 2016 წელს დაინიშნა. ასევე ის არის “სილქნეტის” ერთ-ერთი აქციონერი.

    ხელმძღვანელობს “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის საქველმოქედო ფონდის” საქმიანობას.

    სილქნეტში მუშაობის დაწყებამდე დავით მამულაიშვილი, სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდა და იყო კომპანია “ნატახტარის” და კომპანია “ინტერპლასტის” დამფუძნებელთა წარმომადგენელი, წარმოების მმართველი და თანადამფუძნებელი, იყო მცხეთა-მთიანეთის ვიცე გუბერნატორი, ასევე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.

    დავით მამულაიშვილი არის ცხინვალის რეგიონში და აფხაზეთში მიმდინარე ომების ვეტერანი, დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლისა და ღირსების ორდენებით.

    საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) გამგეობის წევრია 2025 წლიდან.