ლუკა ბერაიას მოპოვებული აქვს საჯარო მმართველობის ბაკალავრისა და განათლების ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხები, არის განათლების მეცნიერებების დოქტორანტი, 2019 წლიდან მუშაობს უმაღლესი განათლების სისტემაში სხვადასხვა პოზიციებზე, 2021 წლიდან ჩართულია უმაღლესი განათლების ხარისხის მენეჯმენტისა და ექსპერტიზის საკითხებში. პარალელურად, დაინტერესებულია სამოქალაქო საზოგადოებრივი საქმიანობით, აქვს საარჩევნო პროცესების მონიტორინგის რამდენიმეწლიანი გამოცდილება და მონაწილეობა აქვს მიღებული რამდენიმე ადგილობრივ თუ საერთაშორისო ვორქშოფსა და კონფერენციაში.
პროექტები / კონფერენციები / სერტიფიკატები:
- Leadership Acceleration Workshop, Prague Civil Society Center, October 2024, Istanbul, Turkey;
- Tracking Implementation of Recommendations, Electlab Academy, European Platform for Democratic Elections, June 2024, Vilnius, Lithuania;
- ევროპარლამენტის, ევროკავშირის საგარეო მოქმედებათა ოფისისა (EEAS) და ევროპარლამენტის დემოკრატიის მხარდაჭერის დირექტორიატთან შეხვედრების ციკლი საქართველოში მიმდინარე პროცესების და კანდიდატის სტატუსის მონიჭების ადვოკატირების მიმართულებით, აპრილი 2023, ბრიუსელი, ბელგიის სამეფო;
- Civil Engagement Training Program, USAID, March 2023;
- ISO 9001: 2015 ხარისხის მენეჯმენტის სისტემების სერტიფიკატი, TUV AUSTRIA.
კვლევითი ინტერესები:
განათლების შიდა და გარე ხარისხის შეფასება საქართველოსა და მთელს ევროპაში; განათლების ხარისხის მართვის სისტემების ელექტრონიზაცია; განათლების ხარისხის მართვის ლოკალური და გლობალური სამართლებრივი ჩარჩოები; განათლების პოლიტიკის ლოკალური მიმართულებები და ტენდენციები.