აქვს მრავალწლიანი მენეჯერული და კორპორაციული მართვის გამოცდილება. მისი პროფესიული საქმიანობა უკავშირდება კერძო სექტორის განვითარებას, სტრატეგიულ მმართველობას, საერთაშორისო პროექტებს და აკადემიურ სფეროს.
2013 წლიდან იკავებს ს/ს „ლაღიძის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას, სადაც ხელმძღვანელობს კომპანიის სტრატეგიული განვითარების მიმართულებებს, ახორციელებს კორპორაციული მართვისა და ზედამხედველობის ფუნქციებს და კოორდინაციას უწევს პარტნიორებთან და დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობებს. მისი პროფესიული გამოცდილება მოიცავს კომპანიის ადმინისტრაციულ და საორგანიზაციო პროცესების მართვასა და ბიზნესპროცესების განვითარებას.
კარიერის ადრეულ ეტაპზე მუშაობდა საერთაშორისო პროექტებში, მათ შორის ევროპის ეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფოთის პორტის რეკონსტრუქციის პროექტში. გარდა ამისა აქვს სწავლების გამოცდილება აკადემიურ სფეროში.
თინათინ ლაღიძე აქტიურად არის ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) გამგეობის წევრია 2020 წლიდან.
