გამოცდილების მოკლე აღწერა
სან ხოსეს სახელმწიფო უნივერსიტეტის (კალიფორნია, ა.შ.შ.) მასობრივი კომუნიკაციების მეცნიერებათა მაგისტრი. აქვს კვლევის და სწავლების 15 წლიანი გამოცდილება და არის არაერთი აკადემიური პუბლიკაციის, ანალიტიკური ანგარიშის და შეფასების ავტორი მედიასთან დაკავშირებულ თემებზე საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნების კონტექსტში. არის არაერთი ადგილობრივ და საერთაშორისო სასწავლო და კვლევითი გრანტის/სტიპენდიის მიმღები (მათ შორის ედმუნდ მასკის სამაგისტრო სტიპენდია, ნიდერლანდების სამეფოს სტიპენდია, ღია საზოგადოების ფონდების აკადემიური მხარდაჭერის პროგრამის სტიპენდია, ამერიკის კვლევების ფონდის გრანტი და სხვ.). აქვს სხვადასხვა ორგანიზაციის აღმასრულებელი თუ სამეურვეო საბჭოების წევრობის გამოცდილება, ამჟამად არის გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება „აი, ფაქტის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.
სასწავლო კურსები:
მასობრივი კომუნიკაციების თეორიები
კვლევები და პუბლიკაციები (ბოლო 5 წელი):
- ბასილაია, ე.; ანდღულაძე, მ.; ქეშელაშვილი, ა.; ერგეშიძე, ე. და ყურაშვილი, ხ. (2023). დეზინფორმაციისადმი მდგრადობა რეგიონულ დონეზე საქართველოში. მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრი, თბილისი.
- ზონდლერი, ელენა; ბასილაია, ეკატერინე; მათშკე, ალექსანდერ და მეიერი, ეველინ (2023). „საქართველო, მედია თავისუფლება იკლებს“. Deutche Welle.
- Vibrant Information Barometer (VIBE) 2020, 2021, 2022, 2023, IREX.
- ბასილაია, ე.; & დანელია, ნ. (2022). „მედიაწიგნიერების პრაქტიკის მეფინგი და საჭიროებების შეფასება საქართველოში“. ევროპის საბჭო.
- FLEKS - ინტერკულტურული თეორიისა და პრაქტიკის სკანდინავიური ჟურნალის სპეციალური ნომრის მოწვეული რედაქტორი. გამოქვეყნებულია ონლაინ ოსლოს მეტროპოლიტენის უნივერსიტეტის მიერ (2021). https://journals.oslomet.no/index.php/fleks/article/view/4570.
- ეკატერინე ბასილაია, ფილიპ პაზდერსკი, პეტრა კუჩინკოვა, იან ცინგელი. „საზოგადოების ინფორმირება ევროკავშირის შესახებ: მედიაპრაქტიკოსების გამოცდილება საქართველოდან, პოლონეთიდან, სლოვაკეთიდან და ჩეხეთიდან“. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი, 2019 წლის ივლისი, თბილისი.
- დუდეტი, ვ.; ეშაქი, ა.; ბასილაია, ე. & მაჭარაშვილი, ნ. (2018). „პოლიტიკიდან მოქმედებამდე: ევროკავშირის მიდგომის შეფასება ინკლუზიური მედიაციისა და დიალოგის მხარდაჭერის მიმართ საქართველოსა და იემენში“. Peacebuilding, 6 (3), 183-200
კვლევითი ინტერესები: მედიასისტემები, მეიდაპლურალიზმი, პოლიტიკური კომუნიკაციები, მედიაპოლიტიკა, მედიის თავისუფლება, ჟურნალისტიკის ისტორია, მედია სოციალური და პოლიტიკური ტრანსფორმაციების დროს, მედია და სახელმწიფო, დეზინფორმაცია.