კულტურული მემკვიდრეობის ცენტრი

„GIPA-ს კულტურული მემკვიდრეობის ცენტრი“ წარმოადგენს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მმართველობის სკოლის ფარგლებში არსებულ სტრუქტურულ ერთეულს, რომელსაც აქვს საკუთარი მიზნები. „GIPA-ს კულტურული მემკვიდრეობის ცენტრი“ აერთიანებს  საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, სოციალურ მეცნიერებათა ბაკალავრიატში, 2011 წელს ჩამოყალიბებულ საინიციატივო ჯგუფს „GIPA-ს მოგზაურთა კლუბი“.

ცენტრის საქმიანობის მიმართულებები:

  • კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობითობის ასპექტები.
  • საგანმანათლებლო შემეცნებითი ასპექტები.
  • საზოგადოებრივი ცნობიერების და სამოქალაქო ჩართულობის ასპექტები.
  • ეკოლოგიური ცნობიერების ასპექტები.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის საქმეში ახალგაზრდა თაობის ჩართულობის ხელშეწყობა. ცენტრალური და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, ბიზნეს-სექტორთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საქმეში. საინფორმაციო, საგანამანათლებლო და კულტურული პროგრამების განხორციელება   მოქალაქეობრივი ცნობიერების და პასუხისმგებლობის   ხარისხის ამაღლების მიზნით. აღნიშნულ სფეროში არსებული პრობლემატიკის წარმოჩენა, კვლევითი საქმიანობის ჩატარება, რეკომენდაციების შემუშავება და იმ საკითხთა ინიცირება, რომელიც ხელს შეუწყობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ხარისხის გაუმჯობესებას.  

ცენტრის მიზანია

შეიმუშავოს და განახორციელოს საინფორმაციო, საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებები და პროგრამები საზოგადოების ინფორმირებულობის, მოქალაქეობრივი ცნობიერების როლის გაზრდისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საქმეში. ამ მიმართულებებისა და სამოქმედო გეგმების რეალიზაციისათვის შესაბამისი დონორი ორგანიზაციების დაინტერესება ცენტრის საქმიანობით მათი მხარდაჭერის მოპოვებისა და ფინანსური რესურსის მოზიდვის მიზნით. ასევე, ცენტრის ამოცანაა  დაინტერესებული საზოგადოებისათვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება თბილისის ისტორიის, ქალაქური კულტურის, ტრადიციების და ცხოვრების წესის შესახებ. გააცნოს თბილისის მნიშვნელოვანი ადგილები, სპეციალურად შემუშავებული სამარშრუტო ტურების მეშვეობით.

კლუბის ამოცანაა სტუდენტების ცნობიერების ამაღლება ადამიანისა და სამყაროს შესახებ, საქართველოს გეოგრაფიის/ისტორიის და ქვეყნის თავისებურებების გაცნობა. კლუბის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის და საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტების ჩართულობს და მათი თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობა. 

  1. ცენტრალურ ხელისუფლებასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, კერძო სექტორთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან სათანადო კომუნიკაციის დამყარება შემდგომი თანამშრომლობის მიზნით.
  2. სერტიფიცირებული კურსი „ყველაფერი თბილისის შესახებ“
  3. სერტიფიცირებული კურსი „თბილისის სერტიფიცირებული გიდი“
  4. მოქალაქეთა ინფორმირებულობის როლის გაზრდა კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის საკითხში.
  5. GIPA-ს რადიოში გადაცემების მომზადება.
  6. თემატური ტურისტული მარშრუტების შემუშავება და განხორციელება.
  7. გასვლითი ტურების ორგანიზება.
  8. კულტურისა და ბუნების ძეგლთა ტერიტორიებზე დასუფთავების აქციების მოწყობა.
  9. საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და განხორციელება.
  10. კონფერენციების, შეხვედრების და დებატების მომზადება.
  11. გამოფენების მოწყობა.
  12. საგამომცემლო საქმიანობა.
  13. კონკრეტული ტრადიციების პოპულარიზაცია და აღორძინება.
  14. კვლევითი სამუშაოების წარმართვა, შედეგების გასაჯაროვება და საკითხის სათანადო დონეზე ლობირება.
  15. საკანონმდებლო პროექტების დამუშავება, შემდგომი ლობირებისა და ადვოკატირების მიზნით.
  16. ცენტრის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება.
  17. პენსილვანიის (აშშ) უნივერსიტეტის კულტურული მემკვიდრეობის ეკონომიკის ექსპერტი, პროფესორი დონოვან რიპკემა GIPA-ში

2018 წლის 28 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს (GIPA) სტუმრად ეწვია პენსილვანიის (აშშ) უნივერსიტეტის კულტურული მემკვიდრეობის ეკონომიკის ექსპერტი, პროფესორი დონოვან რიპკემა, რომელმაც ორ კვირიანი სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში, ქართველ ექსპერტებთან ერთად, ჩაატარა ლექციები ადგილობრივი და ამერიკელი სტუდენტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის ეკონომიკის თემაზე. დონოვანი რიპკემა - პროფესორი, პენსილვანიის უნივერსიტეტის ისტორიული დაცვის დეპარტამენტი, „მემკვიდრეობის სტრატეგიები“- საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტი. რიპკემა არის ავტორი The Economics of Historic Preservation, რომელიც ამჟამად ითარგმნება ქართულ ენაზე. მის პარტნიორებში შედიან ისეთი ორგანიზაციები როგორბიცაა: მსოფლიო ბანკი, ამერიკის განვითარების ბანკი, ევროპის საბჭო და სხვა ქვეყნები, იგი კონსულტაციებს უწევს მსოფლიოს 50-მდე ქვეყანას. სტუდენტთა ქართულ-ამერიკული ჯგუფი, გაეცნო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და საერთაშორისო გამოცდილების საფუძველზე მოამზადეს რეკომენდაციებს ისტორიული მემკვიდრეობების შენარჩუნების, როგორც ეკონომიკური განვითარების ინსტრუმენტის შესახებ. კურსის ფარგლებში მოეწყო სხვადასხვა ტური თბილისის ისტორიულ უბნებში, შეხვდნენ სხვადასხვა ქართველ ექსპერტებს, ხოლო ფინალური პრეზენტაციები გამართეს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, რომელსაც დაესწრნენ თბილისის მერიისა და საკრებულოს შესაბამისი დარგობრივი კომიტეტებისა და დეპარტამენტის თანამშრომლები. ღონისძიების დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ GIPA-სა და პენსილვანიის უნივერსიტეტის ერთობლივიო სერტიფიკატები.

  • ქალაქზე მზრუნველთა გაერთიანება-“ტფილისის ჰამქარი“
  • “ICOMOS-საქართველო“
  • სსიპ საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოს და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი
  • მწერალთა სახლი
  • SAVE Europe`s Heritage

GIPA-ს კულტურული მემკვიდრეობის, ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი და თბილისზე მზრუნველთა გაერთიანება „ტფილისის ჰამქარი“ აცხადებს მიღებას სასერტიფიკატო პროგრამაზე თბილისის სერტიფიცირებული გიდი.  

პროგრამის მიზანია მოამზადოს მაღალკვალიფიციური გიდები, რომლებიც შეძლებენ თბილისში პროფესიული ტურების შექმნას და გაძღოლას.

პროგრამის სამიზნე აუდიტორია არიან გიდები, ტურისტული კომპანიის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები, რომლებსაც მომავალში ამ მიმართულებით სურთ მუშაობა.

პროგრამის ბოლოს, მონაწილეებს ეცოდინებათ თბილისის არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის ისტორია, ქალაქთან დაკავშირებული მიმართულებებით ექნებათ ცოდნა, რომლის მეშვეობითაც გაუძღვებიან არსებულ მარშრუტებს ან შექმნიან ახალს. ასევე, ექნებათ კომუნიკაციის უნარი, რომ უკეთესად მართონ ტურისტების ჯგუფები და გაუწიონ ნებისმიერი ტიპის მხარდაჭერა.

შინაარსი:

  • თბილისის ისტორია
  • თბილისური კულტურა და არქიტექტურა
  • გასტრონომიული კულტურა
  • ინფრასტრუქტურის და ტრანსპორტის ისტორია (წყალი, კანალიზაცია, ელექტრომომარაგება, ხიდები)
  • უცხოელები თბილის შესახებ
  • გამწვანების ისტორია -
  • თბილისური ტრადიციები და ხელოსნობა
  • თბილისის სასტუმროები

უნარები

  • კომუნიკაციის ფსიქოლოგია
  • პრეზენტაციის უნარები
  • კრიტიკული სიტუაციების მართვა
  • პირველადი დახმარების ტრენინგი
  • წყაროებზე მუშაობის მეთოდოლოგია

ტურები

  • ძველი თბილისის ტური
  • თბილისის ტრანსპორტის ტური

დეტალური ინფორმაცია კურსის შესახებ იხ. აქ