გარემოს დაცვისა და განვითარების ცენტრი

GIPA-ს გარემოს დაცვისა და განვითარების ცენტრი დაარსდა 2017 წლის მაისში ჯიპას მმართველობის სკოლის და კალიფორნიის უნივერსიტეტის (UC Davis) ინოვაციური ტექნოლოგიების ლაბორატორიის D-Lab-ის მიერ. 

გარემოს დაცვისა და განვითარების ცენტრი წარმოადგენს სკოლის სტრუქტურულ ერთეულს, რომლის მიზანია უნივერსიტეტისა და სტუდენტების ჩართულობის ხელშეწყობა გარემოს მულტიდისციპლინური კვლევების, პრობლემებსა და საჭიროებებზე მორგებული პოლიტიკის მოდელების შემუშავების, თანამედროვე და ეფექტიანი მმართველობის პრინციპების დანერგვის მიმართულებით.

ცენტრი, დასახული მიზნებისა და ამოცანების ფარგლებში, საქმიანობას ახორციელებს შემდეგი მიმართულებებით:

  • საკონსულტაციო და ანალიტიკური საქმიანობა - ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და განვითარების პროგრამების განხორციელება;
  • აკადემიური და გამოყენებითი კვლევების წარმოება - ინოვაციური მიდგომებით და
  • ადგილობრივი საჭიროებებიდან გამომდინარე, განვითარების სცენარების შემუშავება და კვლევების წარმოება;
  • ცნობიერების ამაღლება - საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის ტრენინგ კურსებისა და სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებების გზით;
  • პოლიტიკის დიალოგის პლატფორმის ორგანიზება - საჯარო, კერძო და სამოქალაქო თანამშრომლობის ხელშეწყობა და მხარეთა დიალოგის/დისკუსიის უზრუნველყოფა ქვეყნის მდგრადი განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე.

გარემოს დაცვისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელია გარემოსდაცვითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის აკადემიური პერსონალის წარმომადგენელი - ნათია იორდანიშვილი  

გარემოს დაცვისა და განვითარების ცენტრი ჩართულია სხვადასხვა პროექტებისა თუ აქტივობების განხორციელებაში. საჯარო ლექცია/დისკუსიის ფორმატთან ერთად ჩამოყალიბდა EMP Talks, რომლის ფარგლებშიც მოწვეული სტუმრები განიხილავენ გარემოსდაცვით მნიშვნელოვან საკითხებს.

EMP Talks-ის ფარგლებში განხლული საკითხები და მოწვეული სტუმრები:

  •  „საქართველოს დაცული ტერიტორიები - არსებული რეალობა და  გამოწვევები ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მაგალითზე“
  • ლევან თაბუნიძე - CNF-ის (Caucasus Nature Fund) პროგრამების მენეჯერი
  •  „David meets Goliath: How to protect Tbilisi from Poor Development” თბილისის განაშენიანების მართვა და მენეჯმენტირება
  • როჯერ ქელერი - ექსპერტი ურბანული და რეგიონული დაგეგმვისა და მართვის საკითხებში 
  • „ბუნებრივი რესურსების სახელმწიფო მართვა“
  • შორენა იოსებიძე - სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს იურიდიული სამსახურის უფროსი

  • “საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების გარემოსდაცვითი პოლიტიკა და პრაქტიკული რჩევები“

  • ნინიკო ისაკაძე - საქართველოს განვითარების მუნიციპალური ფონდის გარემოს დაცვისა და განსახლების სპეციალისტი
  •  „გარემოსდაცვითი კომუნიკაცია-ქცევის ცვლილებაზე ორიენტირებული კამპანიების დანერგვა“
  • ანა პეტრიაშვილი - CENN-ის კომუნიკაციების ხელმძღვანელი

  • "კლიმატგონივრული სოფლისმეურნეობა და გამოწვევები"

  • თამარ სანიკიძე - UNDP-ის სოფლის მეურნეობის სფეროში პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროექტის სოფლის მეურნეობის სპეციალისტი
  • კახაბერ მდივანი - კავკასიის რეგიონული განვითარების ცენტრი, კლიმატის ცვლილების ექსპერტი
  • ნინო დეკანოიძე - სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონული მართვის სამსახურის უფროსი
  • თამარ ალადაშვილი- სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი

  • “ საქართველოს ნარჩენების მართვის სისტემა და გამოწვევები”

  • გიორგი ბარძიმაშვილი - “აჭარა ჯგუფის” გარემოსდაცვითი მიმართულების ხელმძღვანელი

  • “მდგრადი განვითარების მიზნები”
  • ნატა ჯაფიაშვილი - ბუდაპეშტის მეტროპოლიტენის უნივერსიტეტის უმაღლესი განათლების სპეციალისტი



საჯარო ლექცია/დისკუსიის ფორმატში განხილული საკითხები და მოწვეული სტუმრები

  • „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიეროვნული პარკის მაგალითზე''
  • ანზორ მანწკავა - ანაკლიის განვითარების    კონსორციუმის    რეგინულმა    დირექტორი 

    • გია ბარკალაია - მარკეტინგის დირექტორი

  • სოფო ბერიშვილი - გარემოს დაცვის შესაბმისობის ოფიცერი 
  • "თბილისის გენერალური გეგმა" - დისკუსიის მოდერატორი GIPA-ს მოწვეული ლექტორი ა.შ.შ.-დან, ურბანისტი –  როჯერ აკელეი
  • "ჰესების პოლიტიკა- ინვესტიციები, ენერგოდამოუკიდებლობა  თუ ეკოლოგიური კატასტროფა"
  • დავით ჭიპაშვილი -  ეკონომისტი,   არასამთავრობო   ორგანიზაცია  "მწვანე   ალტერნატივას" წარმომადგენელი
  • მურმან მარგველაშვილი - ენერგეტიკის   ექსპერტი,   ანალიტიკური  ცენტრის   WEG   World    Experience   for   Georgia დამფუძნებელი
  • „ნამახვანის ჰესების კასკადი - სარგებელი და საფრთხეები“

    • ვარლამ გოლეთიანი - მოძრაობა რიონის ხეობის გადარჩენისთვის
    • თათული ჭუბაბრია - EMC-ის  სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორი

  • ლელა რეხვიაშვილი - სამართლიანი ენერგოპოლიტიკის პლატფორმა
  • „საქართველო - თბილისის მყარი  ნარჩენების პროექტი -დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობისა და მონაწილეობის პროგრამა“

  • ეკატერინე ხვედელიძე - პროექტის ხელმძღვანელი, კავკასიის  რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი
  • ეკატერინე ბენდელიანი - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილე
  • ნანი მაჭარაშვილი - GIPA-ს  პროფესორი, პროექტის კომუნიკაციისა  და  საზოგადოებრივი ჩართულობის ექსპერტი

გარემოს დაცვისა და განვითარების ცენტრის მიერ განხორციელებული გასვლითი შეხვედრები და ადგილზე ვიზიტები:

    • GIPA-ს გარემოსდაცვითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტები, საგნის “დაცული   ტერიტორიების მართვა“  ფარგლებში, სასწავლო  ვიზიტით  ალგეთის ეროვნული პარკის  ადმინისტრაციის ვიზიტორთა  ცენტრს   სტუმრობდნენ.  გასვლითი ლექციის მიზანი სტუდენტებისთვის ეროვნული პარკის მართვის თავისებურებების, ზონირებისა და დაცვის მექანიზმების გაცნობა იყო
    • საგნის  „კლიმატის ცვლილება და მისი ასპექტები საქართველოში“ ფარგლებში,    სასწავლო ტურით იმყოფებოდნენ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სადაც მოინახულეს სნოს  ხეობა, დარიალის ხეობა  და სტეფანწმინდა. გასვლითი ლექციის მიზანი მუნიციპალიტეტში მიმდინარე და განხორციელებული გარემოსდაცვითი  პროექტებისა  და  არსებული გამოწვევების შესახებ სტუდენტების ინფორმირება იყო
    • "გარემოსდაცვითი აუდიტისა    და   მონიტორინგის" კურსის   ფარგლებში   სტუდენტები იმყოფებოდნენ   " გამა    კონსალტინგში", რათა გაეცნოთ კომპანიის  ძირითადი საქმიანობა, რომლის  მიზანსაც ბუნებრივი რესურსების კვლევა,  გარემოსდაცვითი საკითხების შესწავლა და ამ სფეროში საკონსულტაციო მომსახურებას წარმოადგენს
    • სტუდენტები "ბიომრავალფეროვნების მართვისა და  კონსერვაციის"  კურსის ფარგლებში იმყოფებოდნენ თბილისის ახალ ზოოპარკში.  სტუდენტებს მასპინძლობდა ზოოპარკის დირექტორი და GIPA-ს ლექტორი  ზურაბ გურიელიძე. თბილისის ზოოპარკში წარმოდგენილი სახეობების, მათ  წარმომავლობისა და  ქცევის თავისებურებების გაცნობა. გარდა ამისა, ინფორმაციის მიწოდება იმ ცხოველებზე, რომელთა კონსერვაციაც  მიმდინარეობს ბუნებრივ გარემოში დაბრუნების მიზნით

  • გარემოსდაცვითი  მენეჯმენტისა და  პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის  სტუდენტები ანაკლიაში  იმყოფებოდნენ სადაც   სასწავლო   ტურის   ფარგლებში   ჯერ   ანაკლიის   ღრმაწყლოვანი   პორტის    მშენებლობის   პროცესი,   ხოლო მოგვიანებით კოლხეთის ეროვნულ პარკი მოინახულეს. 

  • შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გარემოსდაცვითი ინფორმაციის განათლების ცენტრში. შეხვედრას  ესწრებოდნენ  გარემოს დაცვისა  და  სოფლის   მეურნეობის  მინისტრის  მოადგილე  ნინო   თანდილაშვილი, GIPA-ს   მმართველობის სკოლის დეკანი  ირინა   გორგილაძე,  სსიპ   გარემოსდაცვითი  ინფორმაციისა  და   განათლების  ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი
  • დედამიწის დღესთან დაკავშირებით, გარემოსდაცვითი მენეჯმენტისა და  პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები პრაქტიკული ლექციის ფარგლებში, იმყოფებოდნენ შპს  „რაბერ  ტექი“-ს ნარჩენების აღდგენის - განადურებას დაქვემდებარებული საბურავების გადამამუშავებელ საწარმოში

საკონსულტაციო საქმიანობა

ამასთავე, ცენტრის დახმარებით, ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის გარემოსდაცვითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის პროგრამასთან ასოცირებული აკადემიური პერსონალის კონსულტირებით  საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროსთვის შემუშავდა შემდეგი პოლიტიკის დოკუმენტები: 

  • დაცული და სხვა კონსერვაციული ტერიტორიების კონცეფცია;
  • ინვაზიური სახეობების მართვის კონცეფცია.

სასწავლო და სამეცნიერო სფეროში შეტანილი წვლილი

გარდა ზემოთ  ჩამოთვლილი აქტივობებისა, აღსანიშნავია,  რომ  საქართველოს გარემოს დაცვისა და  სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრთან, GIZ-თან  და  გარემოს დაცვის მიმართულებით მოქმედ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, GIPA-მ   გარე    ინიცირებით  შეიმუშავა   გარემოს  დაცვის   მენეჯმენტის  დარგობრივი  მახასიათებელი,   რომლის  საფუძველზეც საქართველოს სწავლის სფეროების კლასიფიკატორს დაემატა ახალი  კვალიფიკაცია - „გარემოს დაცვის მენეჯმენტის მაგისტრი“, რაც  ხელს  შეუწყობს გარემოს დაცვის სფეროში სწავლებას, კვლევასა და კვალიფიციური კადრების მომზადებას.