თბილისის სერტიფიცირებული გიდი

GIPA-ს კულტურული მემკვიდრეობის, ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი და თბილისზე მზრუნველთა გაერთიანება „ტფილისის ჰამქარი“ აცხადებს მიღებას სასერტიფიკატო პროგრამაზე თბილისის სერტიფიცირებული გიდი.  

პროგრამის მიზანია მოამზადოს მაღალკვალიფიციური გიდები, რომლებიც შეძლებენ თბილისში პროფესიული ტურების შექმნას და გაძღოლას.

პროგრამის სამიზნე აუდიტორია არიან გიდები, ტურისტული კომპანიის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები, რომლებსაც მომავალში ამ მიმართულებით სურთ მუშაობა.

პროგრამის ბოლოს, მონაწილეებს ეცოდინებათ თბილისის არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის ისტორია, ქალაქთან დაკავშირებული მიმართულებებით ექნებათ ცოდნა, რომლის მეშვეობითაც გაუძღვებიან არსებულ მარშრუტებს ან შექმნიან ახალს. ასევე, ექნებათ კომუნიკაციის უნარი, რომ უკეთესად მართონ ტურისტების ჯგუფები და გაუწიონ ნებისმიერი ტიპის მხარდაჭერა.

შინაარსი:

  • თბილისის ისტორია 
  • თბილისური კულტურა და არქიტექტურა
  • გასტრონომიული კულტურა 
  • ინფრასტრუქტურის და ტრანსპორტის ისტორია (წყალი, კანალიზაცია, ელექტრომომარაგება, ხიდები) 
  • უცხოელები თბილის შესახებ 
  • გამწვანების ისტორია - 
  • თბილისური ტრადიციები და ხელოსნობა 
  • თბილისის სასტუმროები 

უნარები

  • კომუნიკაციის ფსიქოლოგია 
  • პრეზენტაციის უნარები 
  • კრიტიკული სიტუაციების მართვა
  • პირველადი დახმარების ტრენინგი 
  • წყაროებზე მუშაობის მეთოდოლოგია 

ტურები

  • ძველი თბილისის  ტური
  • თბილისის ტრანსპორტის ტური

    სწავლის ხანგრძლივობა: 12 კვირა. ლექციები ჩატარდება კვირაში 2-3-ჯერ, საღამოს 19:00-დან 22:00-მდე. შაბათობით დღის განმავლობაში.

    კურსის მოცულობა: 69 საათი

    სწავლების ენაქართული (ყველა მასალა იქნება წარმოდგენილი ქართულ ენაზე).

    სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა გადმოაგზავნონ პირადობის მოწობის ასლი და ავტობიოგრაფია (CV) საკონტაქტო მეილზე (s.sukhiashvili@gipa.ge) და შეავსონ სააპლიკაციო ფორმა.

    საბუთების მიღების ბოლო ვადა არის 2018 წლის 14 ოქტომბერი. საბუთების მიღების შემდეგ, ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან. 

    სწავლა დაიწყება 2018 წლის  16 ოქტომბრიდან.

    მონაწილეების შერჩევის კრიტერიუმები: სასურველია, მონაწილეებს ჰქონდეთ მყარი მოტივაცია, კომუნიკაციის უნარი და გიდობის გამოცდილება.

    პროგრამის ღირებულება: 900 ლარი

    გადახდის გრაფიკი: თანხის ნაწილი, 600 ლარი უნდა ჩაირიცხოს სწავლის დაწყებიდან პირველი კვირის განმავლობაში და 300 ლარი - სწავლის შუა პერიოდში.

    პროგრამის ფარგლებში მოქმედებს შემდეგი სახის ფასდაკლებები: 

    1. GIPA – ს კურსდამთავრებულთათვის – 10%

    2. ოჯახის წევრების ერთ კურსზე ერთდროულად სწავლის შემთხვევაში – 10%

    *პროგრამით დაინტერესებულ პირს შეუძლია ისარგებლოს მხოლოდ ერთი ფასდაკლებით

    საბანკო რეკვიზიტები:

    • სს „ თიბისი ბანკი“
    • საბანკო კოდი (მფო): TBCB GE 22
    • მიმღების დასახელება - ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

    ანგარიშის ნომერი - GE84TB1100000110700419 / GEL

    გადახდისას, დანიშნულებაში მიუთითეთ პირადი ნომერი და პროგრამის სახელწოდება

    სწავლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ თბილისის სერტიფიცირებული გიდის  სერტიფიკატი.

    სერტიფიკატის აღების წინაპირობა: მსმენელებმა, კურსის ბოლოს, უნდა წარმოადგინონ ინდივიდუალური პროექტები.

    ცირა ელისაშვილი - პროფესორი, საჯარო პოლიტიკის და ადგილობრივი
    თვითმმართველობის სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი. მიღებული აქვს საჯარო
    მმართველობის მაგისტრის ხარისხი (GIPA), სწავლობს დოქტურანტურაში. 2005
    წლიდან, GIPA-ში კითხულობს ლექციებს კულტურული მემკვიდრეობის და ურბანული
    პოლიტიკის საგნებში. იგი არის ჯიპას კულტურული მემკვიდრეობის ცენტრის
    ხელმძღვანელი. აქტიურად არის დაკავებული საზოგადოებრივი საქმიანობით,
    ხელმძღვანელობს ქალაქზე მზრუნველთა გაერთიანება „ტფილისის ჰამქარს“.

    ალექსანდრე ელისაშვილი - პოლიტოლოგი, თბილისზე მზრუნველთა გაერთიანების
    "ტფილისის ჰამქარი“ თავმჯდომარე 8 წლის განმავლობაში, ჟურნალისტური
    საქმიანობის 18 წლიანი გამოცდილება, შეწყალების კომისიის თავმჯდომარე 2014 წელს
    და თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი 3 წლის განმავლობაში (2014-
    2017 წწ) და ცენტრალური საბურთალოს მაჟორიტარი წევრი. არის 2 წიგნის ავტორი:
    „როგორ შეიცვალა თბილისი“ და „თბილისის თავგადასავალი“.

    დალი ცატავაქვს პედაგოგიური და დიდაქტიკური მიდგომების, სწავლისა და სასწავლო პროცესის მართვისა და  პროექტების მართვის 20 წლიანი გამოცდილება. თანამშრომლობდა სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტებთან  GTZ, TACIS, GI, DAAD.

    წარმატებით განახორციელა პროექტები:  „სწავლის სწავლა როგორც საკვანძო კომპეტენცია“ გერმანელ კოლეგებთან ერთად, „საქართველოს კულინარიის აკადემია“ ავსტრიელ კოლეგებთან ერთად აგრარულ უნივერსიტეტში, „კვების კულტურის განვითარების ისტორია“  თსუ–ს ტურიზმის საერთაშორისო სკოლაში. არის სახელმძღვანელოს „სწავლის ტექნიკებისა და სტრატეგიების“ ავტორი.

    გიორგი ბაბუნაშვილი - საზოგადოებრივი ტრანსპორტის ექსპერტი, ურბანული
    ლაბორატორიის თანადამფუძნებელი, პოლიტიკის კვლევის ანალიტიკოსი „CRRC
    საქართველო“-ში, საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი, ფაინრიხ ბიოლის ფონდის
    სტიპენდიანტი, European Stability Initiative-ის მკვლევარი.

    ეკატერინე ბუგიანიშვილი - კარლსრუეს ტექნიკური უნივერსიტეტის რეგიონალური
    მეცნიერებისა და სივრცითი დაგეგმარების პროგრამის მაგისტრი,
    ხელოვნებათმცოდნეობის ბაკალავრი. გარემოსდაცვითი პროექტის „რეაქცია ნაგავზე“
    ხელძღვანელი და სამეცნიერო თანამშრომელი გერმანიის მუზეუმში. საველე კვლევების
    ავტორი: „კომლების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა საქართველოს
    რეგიონებში“ და „ქვეყნის მდგომარეობა და განვითარება ყაზბეგის რაიონის მაგალითზე“.

    სოფო სუხიაშვილი

    კოორდინატორი

    ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი

    მის: იეთიმ გურჯის ქუჩა 9, თბილისი, 0105

    ტელ: (995 32) 2 49 75 00

    ელ-ფოსტა: s.sukhiashvili@gipa.ge

    მობ: +995 577 011 257

     

    დაგვიკავშირდით