Tbilisi certificated guide

GIPA-ს კულტურული მემკვიდრეობის, ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი და თბილისზე მზრუნველთა გაერთიანება „ტფილისის ჰამქარი“ აცხადებს მიღებას სასერტიფიკატო პროგრამაზე თბილისის სერტიფიცირებული გიდი.  

პროგრამის მიზანია მოამზადოს მაღალკვალიფიციური გიდები, რომლებიც შეძლებენ თბილისში პროფესიული ტურების შექმნას და გაძღოლას.

პროგრამის სამიზნე აუდიტორია არიან გიდები, ტურისტული კომპანიის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები, რომლებსაც მომავალში ამ მიმართულებით სურთ მუშაობა.

პროგრამის ბოლოს, მონაწილეებს ეცოდინებათ თბილისის არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის ისტორია, ქალაქთან დაკავშირებული მიმართულებებით ექნებათ ცოდნა, რომლის მეშვეობითაც გაუძღვებიან არსებულ მარშრუტებს ან შექმნიან ახალს. ასევე, ექნებათ კომუნიკაციის უნარი, რომ უკეთესად მართონ ტურისტების ჯგუფები და გაუწიონ ნებისმიერი ტიპის მხარდაჭერა.

  • თბილისის ისტორია - ალექსანდრე ელისაშვილი - 4 შეხვედრა
  • ინფრასტრუქტურის და ტრანსპორტის ისტორია (წყალი, კანალიზაცია, ელექტრომომარაგება, ხიდები) - გიორგი ბაბუნაშვილი - 4 შეხვედრა
  • თბილისური კულტურა და არქიტექტურა - ცირა ელისაშვილი - 5 შეხვედრა
  • უცხოელები თბილის შესახებ - ალექსანდრე ელისაშვილი - 2 შეხვედრა
  • გამწვანების ისტორია - გიორგი ლემონჯავა - 2 შეხვედრა
  • თბილისური ტრადიციები და ხელოსნობა -  ლუარსაბ ტოგონიძე - 4 შეხვედრა
  • თბილისის სასტუმროები - დავით ხოშტარია - 1 შეხვედრა
  • ქალაქის ბრენდინგი - 1 შეხვედრა - ალექს ჩიქოვანი

უნარები

  • კომუნიკაციის ფსიქოლოგია - 2 შეხვედრა
  • პრეზენტაციის უნარები - 2 შეხვედრა
  • კრიტიკული სიტუაციების მართვა - 1 შეხვედრა
  • პირველადი დახმარების ტრენინგი - 1 შეხვედრა  
  • წყაროებზე მუშაობის მეთოდოლოგია - 1 შეხვედრა

ტურები

  • ძველი თბილისის 2 ტური
  • თბილისის ტრანსპორტის ტური

 

პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, გაიცემა თბილისის სერტიფიციტებული გიდის სერტიფიკატი. სერტიფიკატის აღების წინაპირობაა ყველა მიმართულებით დადებითი შეფასების მიღება ყველა საგანში და ერთი ტურის დაგეგმვა და მისი პრეზენტაცია.

სერტიფიკატი აღიარებულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ.

სწავლის ხანგრძლივობა: 2 თვე, ლექციები ჩატარდება კვირაში 2-3-ჯერ, საღამოს 19:00-დან 22:00-მდე. შაბათობით შესაძლებელია დღისით ჩატარდეს შეხვედრები (ჯგუფთან შეთანხმების საფუძველზე).

კურსის მოცულობა: 60 საათი

სწავლების ენაქართული (ყველა მასალა იქნება წარმოდგენილი ქართულ ენაზე).

სწავლის საფასური

პროგრამის ღირებულება: 900 ლარი

გადახდის გრაფიკი: თანხის ნაწილი, 600 ლარი უნდა ჩაირიცხოს სწავლის დაწყებიდან პირველი კვირის განმავლობაში და 300 ლარი - სწავლის შუა პერიოდში.

პროგრამის ფარგლებში მოქმედებს შემდეგი სახის ფასდაკლებები: 

1. GIPA – ს კურსდამთავრებულთათვის – 10%

2. ოჯახის წევრების ერთ კურსზე ერთდროულად სწავლის შემთხვევაში – 10%

3. მრავალშვილიანი ოჯახის შვილი და/ან  მშობელი (სამი და მეტი შვილი) – 10%

რეგისტრაცია: სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა გადმოაგზავნონ პირადობის მოწობის ასლი და ავტობიოგრაფია (CV) საკონტაქტო მეილზე (s.sukhiashvili@gipa.ge) და შეავსონ სააპლიკაციო ფორმა.

საბუთების მიღების ბოლო ვადა არის 2018 წლის 5 მარტი. სწავლა დაიწყება 2018 წლის 7 მარტიდან.  

განაცხადების მიღების შემდეგ, ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან. გასაუბრება ჩატარდება 6 მარტს.

მონაწილეების შერჩევის კრიტერიუმები: სასურველია, მონაწილეებს ჰქონდეთ მყარი მოტივაცია, კომუნიკაციის უნარი და გიდობის გამოცდილება.

 

ცირა ელისაშვილი - პროფესორი, საჯარო პოლიტიკის და ადგილობრივი
თვითმმართველობის სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი. მიღებული აქვს საჯარო
მმართველობის მაგისტრის ხარისხი (GIPA), სწავლობს დოქტურანტურაში. 2005
წლიდან, GIPA-ში კითხულობს ლექციებს კულტურული მემკვიდრეობის და ურბანული
პოლიტიკის საგნებში. იგი არის ჯიპას კულტურული მემკვიდრეობის ცენტრის
ხელმძღვანელი. აქტიურად არის დაკავებული საზოგადოებრივი საქმიანობით,
ხელმძღვანელობს ქალაქზე მზრუნველთა გაერთიანება „ტფილისის ჰამქარს“.

ალექსანდრე ელისაშვილი - პოლიტოლოგი, თბილისზე მზრუნველთა გაერთიანების
"ტფილისის ჰამქარი“ თავმჯდომარე 8 წლის განმავლობაში, ჟურნალისტური
საქმიანობის 18 წლიანი გამოცდილება, შეწყალების კომისიის თავმჯდომარე 2014 წელს
და თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი 3 წლის განმავლობაში (2014-
2017 წწ) და ცენტრალური საბურთალოს მაჟორიტარი წევრი. არის 2 წიგნის ავტორი:
„როგორ შეიცვალა თბილისი“ და „თბილისის თავგადასავალი“.

გიორგი ბაბუნაშვილი - საზოგადოებრივი ტრანსპორტის ექსპერტი, ურბანული
ლაბორატორიის თანადამფუძნებელი, პოლიტიკის კვლევის ანალიტიკოსი „CRRC
საქართველო“-ში, საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი, ფაინრიხ ბიოლის ფონდის
სტიპენდიანტი, European Stability Initiative-ის მკვლევარი.

ეკატერინე ბუგიანიშვილი - კარლსრუეს ტექნიკური უნივერსიტეტის რეგიონალური
მეცნიერებისა და სივრცითი დაგეგმარების პროგრამის მაგისტრი,
ხელოვნებათმცოდნეობის ბაკალავრი. გარემოსდაცვითი პროექტის „რეაქცია ნაგავზე“
ხელძღვანელი და სამეცნიერო თანამშრომელი გერმანიის მუზეუმში. საველე კვლევების
ავტორი: „კომლების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა საქართველოს
რეგიონებში“ და „ქვეყნის მდგომარეობა და განვითარება ყაზბეგის რაიონის მაგალითზე“.

სოფო სუხიაშვილი

კოორდინატორი

ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი

მის: იეთიმ გურჯის ქუჩა 7ბ, თბილისი, 0105

ტელ: (995 32) 2 49 75 00 

ელ-ფოსტა:  s.sukhiashvili@gipa.ge

მობ: +995 577 011 257

Contact Us