საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ტრენინგების და კონსულტაციების ცენტრი აცხადებს მიღებას საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობილ სასერტიფიკატო პროგრამაზე - სასტუმროს საქმის მენეჯმენტი.
გთავაზობთ უნიკალურ პროფესიონალურ გარემოს და ინტენსიურ პროგრამას პრაქტიკოსი ლექტორებისაგან.
პროგრამის ფარგლებში მიღებული ცოდნა დაგეხმარებათ დაიწყოთ თქვენი საკუთარი, ან განავითაროთ უკვე არსებული სასტუმროს ბიზნესი.
პროგრამის შინაარსი:
1.სასტუმროს ბიზნესის მართვა და ფინანსები
2. მარკეტინგის და ბრენდინგის საფუძვლები
3. ციფრული მარკეტინგი
4. სტუმრის მიღება-განთავსების და დაჯავშნის საფუძვლები (Front Office Management)
5.დასუფთავების სამსახური (Housekeeping)
6. ადამიანური რესურსების მართვა სასტუმროში
7. შესყიდვები
8. კვებისა და სასმელების მენეჯმენტი (Food and Beverage Management)
9. ფინალური პროექტი - სალექციო პროცესის დასრულების შემდეგ, მიღებული ცოდნის საფუძველზე, მსმენელები მუშაობენ ფინალურ, ინდივიდუალურ პროექტზე.
სწავლის ხანგრძლივობა: 4 თვე (სალექციო პროცესი).
ლექციები ჩატარდება კვირაში ოთხჯერ, სამუშაო დღეებში - საღამოს 19:00-დან 22:00-მდე; შაბათობით – დღის პირველ ან მეორე ნახევარში.
სწავლების ენა: ქართული
საკითხავი მასალა: ქართულ და ინგლისურ ენაზე
სწავლის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ სასტუმროს საქმის მენეჯერის სერტიფიკატი.
სერტიფიკატი გაიცემა მიღებული ქულების შესაბამისად და განსხვავდება მონაწილის მიღწევების გათვალისწინებით.
მოთხოვნა სერტიფიკატის მისაღებად:
თამარ გულედანი - CEO Coredeal Hospitality
ანუნა ბუკია - მარკეტინგის და ბრენდინგის საფუძვლები
ოქსანა ხოდინ - ინფრასტრუქტურის მართვის და ხარისხის კონტროლის სამსახურის ხელმძღვანელი, საქართველოს ბანკი
ნინო ბართაია - ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, აჭარა ჯგუფი (ჰოლიდეი ინი თბილისი, რუმსი ყაზბეგი, რუმსი თბილისი, ფაბრიკა ჰოსტელი)
ქეთევან ნადარეიშვილი - ბრენდის განვითარების დირექტორი, ბორჯომი/ლიკანი;
ქრისტინე პელიხ - ლოჯისტიკის დირექტორი, სამშენებლო კომპანია "ანაგი“
გიორგი ყურაშვილი - Front Office Manager at IHG - InterContinental Hotels Group
ელენე მიროიანი - Deputy F&B Director
გიორგი კენჭუაშვილი - დამფუძნებელი, კომპანია "Maverik"
პროგრამის ღირებულება: 2400 ლარი
გადახდის გრაფიკი: თანხის გადახდა ხდება 2 ეტაპად
I ეტაპი – 1800 ლარი (სწავლის დაწყებიდან 1 კვირის განმავლობაში)
II ეტაპი – 600 ლარი (სწავლის დაწყების მეორე თვეს)
ფასდაკლების სისტემა
პროგრამა მოიცავს ინდივიდუალურ და კორპორაციულ ფასდაკლებებს.
ინდივიდუალური ფასდაკლება:
1. GIPA – ს კურსდამთავრებულთათვის – 10%
2. ოჯახის წევრების ერთ კურსზე ერთდროულად სწავლის შემთხვევაში – 10%
კორპორატიული ფასდაკლება:
იმ შემთხვევაში თუ ორგანიზაცია ფარავს თანამშრომლების განვითარების ხარჯებს, მოქმედებს შემდეგი ფასდაკლებები:
1. ორი ან სამი თანამშრომელი – 10%
2. ოთხი თანამშრომელი – 15%
3. ხუთი ან მეტი თანამშრომელი – 20%
*მონაწილეს შეუძლია ისარგებლოს ფასდაკლების მხოლოდ ერთი ვერსიით.
გადახდა:
გადახდა უნდა განხორციელდეს ორგანიზაციის ანგარიშზე. პირადი ნომერი და პროგრამის დასახელება უნდა მიეთითოს საგადახდო დავალებაში.
საბანკო რეკვიზიტები:
ანგარიშის ნომერი - GE84TB1100000110700419 / GEL
სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა.
რეგისტრაციის ბოლო ვადა არის 2024 წლის 24 სექტემბერი.
გასაუბრება ჩატარდება მიმღებ კომისიასთან 24 სექტემბრის შემდეგ. შერჩეულ კანდიდატებს შევეხმიანებით ელ-ფოსტის მისამართზე ან მობილური ნომრის საშუალებით.
სწავლა დაიწყება ოქტომბრის დასაწყისში.
შერჩევის კრიტერიუმები:
*სასურველია ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონე).
გიორგი შუბლაძე
კოორდინატორი
ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი
მის: მარი ბროსეს 2, თბილისი, 0108
ელ-ფოსტა: g.shubladze@gipa.ge
მობ: +995 595 599 655