Hotel management

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ტრენინგების და კონსულტაციების ცენტრი აცხადებს მიღებას საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობილ სასერტიფიკატო პროგრამაზე სასტუმროს საქმის მენეჯმენტი.

გთავაზობთ უნიკალურ პროფესიონალურ გარემოს და ინტენსიურ პროგრამას პრაქტიკოსი ლექტორებისგან.

დაგეხმარებით, მიღებული ცოდნის საფუძველზე, დაიწყოთ თქვენი საკუთარი, ან განავითაროთ უკვე არსებული სასტუმროს ბიზნესი.

პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვინც ჩამოყალიბებულია საკუთარ ინტერესებში.

ბიზნესის მოდული

1. ბიზნესის საფუძვლები / 10 შეხვედრა - ბიზნესის მართვის საფუძვლები, ფასწარმოქმნა და ბიზნეს გეგმის შემუშავების ინსტრუმენტები.

ლექტორი: გიორგი თურქია - PhD, ექსპერტი ბიზნესის დაგეგმარების და მენეჯმენტის საკითხებში

2. ადამიანური რესურსების მართვა სასტუმროში / 6 შეხვედრა - ძირითადი HR და Hospitality მიმართულებების შესახებ ცოდნის მიღება და პრაქტიკაში გამოყენების სტრატეგიების შემუშავება.

ლექტორი: ნინო ბართაია - ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი, აჭარა ჯგუფი“ (ჰოლიდეი ინი თბილისი, რუმსი ყაზბეგი, რუმსი თბილისი, ფაბრიკა ჰოსტელი)

3. მარკეტინგი / 10 შეხვედრა - მარკეტინგის ტაქტიკა და ინსტრუმენტები, ბაზარზე, მოთხოვნაზე და პროდუქტზე დაყრდნობით მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება, ფრაგმენტაცია და რეალიზაცია; საკვანძო საკითხები: კონტენტ მარკეტინგი და სოციალური მედია კომუნიკაციები.

ლექტორი: ალექსანდრე მელია - თამაშების დეველოპერული კომპანია “Golden Fox“ - თანადამფუძნებელი / კრეატიული დირექტორი

4. ბრენდინგი / 5 შეხვედრა - ბრენდის მართვის სისტემების, მისი ფუნქციის და კონცეფციის, სახელის შერჩევის და საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება ბრენდის პლატფორმაზე დაყრდნობით.

ლექტორი: შოთა ჩინჩალაძე - ბრენდ-კონსულტანტი, სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტო „LIVE“

5. გაყიდვების მენეჯმენტი / 6 შეხვედრა - სასტუმროში გაყიდვების დეპარტამენტის მუშაობის, სტრუქტურის და ფუნქციის გაცნობა.

ლექტორი: მარიამ ქუთათელაძე - მარკეტინგის და გაყიდვების დეპარტამენტის მენეჯერის ასისტენტი, სასტუმრო „ბილტმორი თბილისი“

6. შესყიდვები / 6 შეხვედრა - სასტუმროში შესყიდვების განყოფილების მუშაობის, სტრუქტურის და ფუნქციის გაცნობა.

ლექტორი: მერაბ ბალამწარაშვილი - შესყიდვების მენეჯერი, სასტუმრო „ამბასადორი თბილისი“ და სასტუმრო „ამბასადორი კაჭრეთი“

7. პრეზენტაციის ტექნიკა / 5 შეხვედრა - მსმენელები გამოიმუშავებენ პრეზენტაციის დაგეგმვის, მომზადების და წარდგენის უნარ-ჩვევებს.

ლექტორი: ირინა ბრეგვაძე

თანამშრომელთა სწავლების და განვითარების მენეჯერი - სადაზღვეო კომპანია „GPI ჰოლდინგი“

სასტუმროების მენეჯმენტის მოდული

7. მიღება-განთავსების დეპარტამენტის მენეჯმენტი (Front Office Management) / 7 შეხვედრა - სასტუმრო ინდუსტრიის მიმოხილვა, შესავალი სასტუმროს მენეჯმენტში, სასტუმროს ტიპები და მომსახურების თავისებურებანი; სტუმრის რეგისტრაცია, დაჯავშნა და გაწერა; პრობლემური სიტუაციების მენეჯმენტი სასტუმროში.

ლექტორი: დავით ჭავჭანიძე - მიღება-განთავსების დეპარტამენტის მენეჯერი, „აჭარა ჯგუფი“ (ჰოლიდეი ინი თბილისი, რუმსი ყაზბეგი, რუმსი თბილისი, ფაბრიკა ჰოსტელი)

8. დასუფთავების სამსახური (Housekeeping) / 6 შეხვედრა - სასტუმროში დასუფთავების დეპარტამენტის სტრუქტურა და ფუნქციები, დასუფთავების სამსახურის ოპერაციული პროცესი.

ლექტორი: ოქსანა ხოდინ - დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელი, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“ თბილისი

9. კვებისა და სასმელების მენეჯმენტი (Food and Beverage Management) / 6 შეხვედრა - პროფესიული კადრის მომზადება, რომელიც შეძლებს მომხმარებლის სურვილის დაკმაყოფილებას სხვადასხვა ტიპის კვების ობიექტებზე.

ლექტორი: ილია საგანელიძე - კვებისა და სასმელების მენეჯერის ასისტენტი, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“ თბილისი

10. ღონისძიებათა მენეჯმენტი / 6 შეხვედრა - დამკვეთის მოთხოვნის გაანალიზება, ღონისძიების დაგეგმვა, ბიუჯეტის და შეთავაზების გაკეთება, ღონისძიების საოპერაციო ნაწილის გაკონტროლება.

ლექტორი: ნინო პატარიძე - ღონისძიებების მენეჯერი, „აჭარა ჯგუფი“ (ჰოლიდეი ინი თბილისი, რუმსი ყაზბეგი, რუმსი თბილისი, ფაბრიკა ჰოსტელი )

11. რისკების და დანაკარგების მენეჯმენტი - ერთდღიანი 6 საათიანი ტრენინგი - უსაფრთხოების სისტემა და დანაკარგების მართვა სასტუმროში.

ლექტორი: ლევან ოთარიშვილი - დანაკარგების პრევენციის მენეჯერი, „აჭარა ჯგუფი“ (ჰოლიდეი ინი თბილისი, რუმსი ყაზბეგი, რუმსი თბილისი, ფაბრიკა ჰოსტელი)

სწავლის ხანგრძლივობა: 17 კვირა (სალექციო პროცესი). სწავლა დაიწყება 2018 წლის 27 თებერვალს.

ლექციები ჩატარდება კვირაში ხუთჯერ, სამუშაო დღეებში - საღამოს 19:00-დან 22:00-მდე; შაბათობით – დღის პირველ ან მეორე ნახევარში.

კურსის მოცულობა: 228 საათი

სწავლების ენა: ქართული

სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა გადმოაგზავნონ პირადობის მოწობის ასლი და CV საკონტაქტო მეილზე (n.kochiashvili@gipa.ge) და შეავსონ სააპლიკაციო ფორმა.

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 24 სექტემბერი

საბუთების მიღების შემდეგ, 25-28 სექტემბერს ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან

შერჩევის კრიტერიუმები:

მოტივაცია
კომუნიკაციის უნარი

პროგრამის ღირებულება: 2400 ლარი

გადახდის გრაფიკი: თანხის გადახდა ხდება 2 ეტაპად

I ეტაპი – 1800 ლარი – 2017 წლის 8 ოქტომბრამდე

II ეტაპი – 600 ლარი – 2017 წლის 10 ნოემბრამდე

პროგრამაზე გათვალისწინებული არის შემდეგი სახის ფასდაკლებები:

1. GIPA – ს კურსდამთავრებულთათვის – 10%

2. ოჯახის წევრების ერთ კურსზე ერთდროულად სწავლის შემთხვევაში – 10%

3. მრავალშვილიანი ოჯახის შვილი და/ან მშობელი (სამი და მეტი შვილი) – 10%

კორპორატიული ფასდაკლება

ერთ ორგანიზაციაში დასაქმებული პირები სარგებლობენ შემდეგი სახის ფასდაკლებებით:

1. ორი ან სამი თანამშრომელი – 10%

2. ოთხი თანამშრომელი – 15%

3. ხუთი ან მეტი თანამშრომელი – 20%

პროგრამით დაინტერესებულ პირს შეუძლია ისარგებლოს მხოლოდ ერთი ფასდაკლებით

თანხა უნდა ჩაირიცხოს ქვემოთ მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე:

საბანკო კოდი (მფო) – TBCB GE 22

მიმღების დასახელება – ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

ანგარიშსწორების ანგარიში– GE84TB1100000110700419 / GEL

გადახდისას, დანიშნულებაში მიუთითეთ პირადი ნომერი და პროგრამის სახელწოდება.

სწავლის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ სასტუმროს საქმის მენეჯმენტის პროგრამის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატი.

მოთხოვნა სერტიფიკატის მისაღებად:

თითოეულ საგანში მინიმალური, დადებითი შეფასების მიღება;
ფინალური პროექტის მომზადება და წარდგენა;

ნინო ქოჩიაშვილი

კოორდინატორი
ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი
მის: მარი ბროსეს 2, მესამე სართული, თბილისი, 0108
ტელ: (995 32) 2 49 75 01
ელ-ფოსტა: n.kochiashvili@gipa.ge
მობ: +995 599 77 86 86

Contact Us

  • მარი ბროსეს 2, მესამე სართული, თბილისი, 0108
  • +995 599 77 86 86
  • n.kochiashvili@gipa.ge