GIPA გთავაზობთ საპროექტო წინადადების მომზადების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებზე დაყრდნობილ სასერტიფიკატო, მოკლე, ინტენსიურ პროგრამას, რომლის მიზანია საპროექტო წინანადებების განვითარების თანამედროვე ცოდნისა და ქართულად ადაპტირებული ინსტრუმენტების გადაცემა და დანერგვა.
პროგრამა განკუთვნილია პროფესიონალებისათვის, რომელთა საქმიანობა შესაძლოა მოიცავდეს ნებისმიერი სახის ინიციატივისა თუ პროექტის მომზადებას და სტეიკჰოლდერებისთვის წარდგენას.
პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, მონაწილეები შეძლებენ:
1. მოამზადონ საბოლოო მომხმარებელზე (end-user) ორიენტირებული საპროექტო წინადადებები / ინიციატივები:
2. სწორად გამოიყენონ (კონტექსტისა და საჭიროების მიხედვით) მომხმარებლის საჭიროებების კვლევის, ანალიზისა და პროდუქტის შექმნის თანამედროვე ინსტრუმენტები (მაგალითად, business model canvas, customer (buyer) persona, service blueprint და სხვა) და მიდგომები (მაგალითად, design thinking, reverse engineering და სხვა).
3. დანერგონ მომხმარებლის ანალიზის საუკეთესო პრაქტიკებზე დაფუძნებული, თანამედროვე მიდგომები საკუთარ ორგანიზაციებში, რითაც არსებითად გააუმჯობესებენ მომხმარებლის გამოცდილებას (user experience).
სურვილის შემთხვევაში, შეთავაზებული პროგრამის ფარგლებში, პროგრამის მონაწილეებს აქვთ შესაძლებლობა მოამზადონ კონკრეტული საპროექტო წინადადებები / ინიციატივები მათ მიერ შერჩეულ საკითხებზე.
კურსის მონაწილეები გაეცნობიან:
პროგრამის ფარგლებში, მონაწილეებს გადაეცემათ მსოფლიოში აღიარებული, თანამედროვე ინსტრუმენტების ნიმუშების პაკეტი (მათ შორის, business model canvas, customer (buyer) persona, customer journey, empathy maps, impact-effort chart, და სხვა).
პროგრამა ორ ნაწილად არის დაყოფილი - თეორია და პრაქტიკა. მსმენელს შეუძლია თავად აირჩიოს მხოლოდ თეორიულ ნაწილს დაესწრება, თუ პრაქტიკულსაც. თითოეული ნაწილს კვირაში ერთი შეხვედრა დაეთმობა.
სწავლის ხანგრძლივობა: 2 თვე, ლექციები ჩატარდება კვირაში ორჯერ, საღამოობით 19:00-დან 22:00-მდე.
სწავლების ენა: ქართული. მასალების ძირითადი ნაწილი წარმოდგენილია ინგლისურ ენაზე.
კურსის წარმატების დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი ციფრული, ვერიფიცირებული სერტიფიკატი საპროექტო წინადადების მომზადების მენეჯერი - Proposal Development Manager.
სერტიფიკატის აღების წინაპირობა: პროგრამის მანძილზე, მონაწილეები უნდა დაესწრონ ლექციების მინიმუმ 75%-ს და შეასრულონ სავარჯიშოები, ასევე კურსის ბოლოს, უნდა წარმოადგინონ ინდივიდუალური პროექტი.
პროგრამის შინაარსი:
ლევან სამადაშვილი - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მმართველობის სკოლის ასოცირებული პროფესორი.
პროგრამის ღირებულება: 1500 ლარი
გადახდის გრაფიკი: თანხის გადახდა ხდება 2 ეტაპად
I ეტაპი – 1000 ლარი
II ეტაპი – 500 ლარი
ფასდაკლების სისტემა
პროგრამა მოიცავს ინდივიდუალურ და კორპორაციულ ფასდაკლებებს.
ინდივიდუალური ფასდაკლება:
1. GIPA – ს კურსდამთავრებულთათვის – 10%
2. ოჯახის წევრების ერთ კურსზე ერთდროულად სწავლის შემთხვევაში – 10%
კორპორატიული ფასდაკლება:
იმ შემთხვევაში თუ ორგანიზაცია ფარავს თანამშრომლების განვითარების ხარჯებს, მოქმედებს შემდეგი ფასდაკლებები:
1. ორი ან სამი თანამშრომელი – 10%
2. ოთხი თანამშრომელი – 15%
3. ხუთი ან მეტი თანამშრომელი – 20%
*მონაწილეს შეუძლია ისარგებლოს ფასდაკლების მხოლოდ ერთი ვერსიით.
გადახდა:
გადახდა უნდა განხორციელდეს ორგანიზაციის ანგარიშზე. პირადი ნომერი და პროგრამის დასახელება უნდა მიეთითოს საგადახდო დავალებაში.
საბანკო რეკვიზიტები:
ანგარიშის ნომერი - GE84TB1100000110700419 / GEL
სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა.
რეგისტრაციის ბოლო ვადა არის 2025 წლის 28 აპრილი. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან.
სწავლა დაიწყება 2025 წლის 1 მაისს.
შერჩევის კრიტერიუმები:
*სასურველია: პროექტების მართვის კუთხით, მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
ჟანა ანთია
ხელმძღვანელი
ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი
მის: მარი ბროსეს 2, თბილისი, 0108
ელ-ფოსტა: zh.antia@gipa.ge
მობ: 595 59 23 01