GIPA გთავაზობთ საპროექტო წინადადების მომზადების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებზე დაყრდნობილ სასერტიფიკატო, მოკლე, ინტენსიურ პროგრამას, რომლის მიზანია საპროექტო წინანადებების განვითარების თანამედროვე ცოდნისა და ქართულად ადაპტირებული ინსტრუმენტების გადაცემა და დანერგვა.
პროგრამა განკუთვნილია პროფესიონალებისათვის, რომელთა საქმიანობა შესაძლოა მოიცავდეს ნებისმიერი სახის ინიციატივისა თუ პროექტის მომზადებას და სტეიკჰოლდერებისთვის წარდგენას.
პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, მონაწილეები შეძლებენ:
სურვილის შემთხვევაში, შეთავაზებული პროგრამის ფარგლებში, პროგრამის მონაწილეებს აქვთ შესაძლებლობა მოამზადონ კონკრეტული საპროექტო წინადადებები / ინიციატივები მათ მიერ შერჩეულ საკითხებზე.
კურსის მონაწილეები გაეცნობიან:
პროგრამის ფარგლებში, მონაწილეები მიიღებენ მსოფლიოში აღიარებული თანამედროვე ინსტრუმენტების ნიმუშების პაკეტს (მათ შორის, business model canvas, customer (buyer) persona, customer journey, empathy maps, impact-effort chart, და სხვა).
პროგრამის შინაარსი:
სწავლის ხანგრძლივობა: 2 თვე, ლექციები ჩატარდება კვირაში ორჯერ, საღამოობით 19:00-დან 22:00-მდე.
პროგრამის უნიკალურობა: პროგრამა დაყოფილია ორ ნაწილად - თეორია და პრაქტიკა. მსმენელს შეუძლია თავად აირჩიოს რომელ ნაწილს დაესწრება - შეუძლია აირჩიოს მხოლოდ თეორიული, მხოლოდ პრაქტიკული ან ორივე ერთად. თითოეული ნაწილი ჩატარდება კვირაში ერთხელ.
სწავლების ენა: ქართული. მასალების ძირითადი ნაწილი წარმოდგენილია ინგლისურ ენაზე.
სერტიფიკატი: სრული კურსის წარმატების დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ საპროექტო წინადადების მომზადების მენეჯერის (Proposal Development Manager) ციფრული, ვერიფიცირებული სერტიფიკატი. მხოლოდ რომელიმე ერთი ნაწილის დასწრების შემთხვევაში, გაიცემა პროგრამაზე დასწრების ციფრული სერტიფიკატი.
სერტიფიკატის აღების წინაპირობა: დასწრება, მონაწილეობა და დავალებების შესრულება.
eng_
ლევან სამადაშვილი - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მმართველობის სკოლის ასოცირებული პროფესორი.
eng_
პროგრამის ღირებულება: 1500 ლარი
გადახდის გრაფიკი: თანხის გადახდა ხდება 2 ეტაპად
I ეტაპი – 1000 ლარი
II ეტაპი – 500 ლარი
ფასდაკლების სისტემა
პროგრამა მოიცავს ინდივიდუალურ და კორპორაციულ ფასდაკლებებს.
ინდივიდუალური ფასდაკლება:
1. GIPA – ს კურსდამთავრებულთათვის – 10%
2. ოჯახის წევრების ერთ კურსზე ერთდროულად სწავლის შემთხვევაში – 10%
კორპორატიული ფასდაკლება:
იმ შემთხვევაში თუ ორგანიზაცია ფარავს თანამშრომლების განვითარების ხარჯებს, მოქმედებს შემდეგი ფასდაკლებები:
1. ორი ან სამი თანამშრომელი – 10%
2. ოთხი თანამშრომელი – 15%
3. ხუთი ან მეტი თანამშრომელი – 20%
*მონაწილეს შეუძლია ისარგებლოს ფასდაკლების მხოლოდ ერთი ვერსიით.
გადახდა:
გადახდა უნდა განხორციელდეს ორგანიზაციის ანგარიშზე. პირადი ნომერი და პროგრამის დასახელება უნდა მიეთითოს საგადახდო დავალებაში.
საბანკო რეკვიზიტები:
ანგარიშის ნომერი - GE84TB1100000110700419 / GEL
eng_
სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა.
რეგისტრაციის ბოლო ვადა არის 2025 წლის 15 მარტი. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან.
სწავლა დაიწყება 2025 წლის 24 მარტს.
შერჩევის კრიტერიუმები:
*სასურველია: პროექტების მართვის კუთხით, მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
eng_
ჟანა ანთია
ხელმძღვანელი
ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი
მის: მარი ბროსეს 2, თბილისი, 0108
ელ-ფოსტა: zh.antia@gipa.ge
მობ: 595 59 23 01
eng_
eng_