პრე-საბაკალავრო პორტფოლიო პროგრამა

Unlock Your Creative Voice!

გიყვარს ხატვა, კომიქსები, დიზაინი, ფოტოგრაფია თუ მოძრავი გამოსახულების ან ვიდეო ისტორიების შექმნა? ეს პრე-საბაკალავრო პროგრამა შენი შემოქმედებითი სათამაშო მოედანია!

GIPA Art Factory-ს (af.gipa.ge) ვიზუალური კომუნიკაციის (რეკლამა და საკომუნიკაციო დიზაინი) საბაკალავრო პროგრამა  აცხადებს მიღებას პრე-საბაკალავრო პორტფოლიო კურსზე აბიტურიენტებისათვის. 

გაიგებ, თუ როგორ შეიძლება შენი იდეები გარდაიქმნას თვალისმომჭრელ დიზაინად ან რეკლამად, თამამ ვიზუალებად და ძლიერ მესიჯებად. ისწავლე ვიზუალური კომუნიკაციის ხელოვნება, რეკლამა, ბრენდინგი და შემოქმედებითი კომუნიკაცია პროფესიონალი დიზაინერებისგან და კრეატიული მენტორებისგან, რომლებიც მუშაობენ რეკლამის ინდუსტრიისა და დიზაინის სფეროში. შექმენი გამორჩეული პორტფოლიო და მოემზადე  ვიზუალური ისტორიებისა და დიზაინერული აზროვნების სამყაროში შესაბიჯებლად. 

პრე-საბაკალავრო კურსის დასრულების შემდეგ, ჯიპას ვიზუალური კომუნიკაციის (რეკლამა და საკომუნიკაციო დიზაინი) საბაკალავრო პროგრამაზე ჩაბარების შემთხვევაში: 

1. მოგენიჭება პრიორიტეტი შემოქმედებითი ტურის შერჩევის პროცესში 

2. გათავისუფლდები ეროვნული გამოცდების ფარგლებში  არსებული სავალდებულო შემოქმედებითი ტურიდან (სურვილისამებრ)

3. გადმოგეცემა ვიზუალური კომუნიკაციის პროგრამის 500 (ხუთასი) ლარიანი ფასდაკლების ბარათი 

რას ისწავლი:

  • არტ დაირექშენი და შემოქმედებითობა
  • ბრენდინგი და გრაფიკული დიზაინი
  • ილუსტრაცია და მოძრავი გამოსახულება
  • ფოტო და ვიდეო

პროგრამის დასრულების შემდეგ:

  • შეძლებ კონცეპტუალურ აზროვნებას და ვიზუალურ კომუნიკაციას საბაზისო დონეზე.
  • გაიგებ დიზაინის უმთავრეს პრინციპებს.
  • შეიმუშავებ მრავალფეროვან შემოქმედებით პროექტებს.
  • გამოიმუშავებ თავდაჯერებულობას ნამუშევრის წარდგენისათვის.

და ბოლოს -  გექნება პორტფოლიო, რომელიც მზადაა შთაბეჭდილების მოსახდენად! 

პროგრამის აღწერა:

კვირა 1 : შესავალი ვიზუალურ კომუნიკაციაში - ნინო ლიპარტელიანი

რა არის ვიზუალური კომუნიკაცია? ვიზუალური კომუნიკაცია სიტყვების გარეშე საუბრის ხელოვნებაა - ფერის, ფორმის, გამოსახულების, მოძრაობისა და დიზაინის მეშვეობით.

შაბათის ვორქშოფი: - ბუბა რადიანი & გიორგი კვიტატიანი  

  1. ვიზუალური კომუნიკაციის (D&AD) დისციპლინები (30 წთ)
  2. პროექტი: „ვიზუალური მე“ (90 წთ)
  3. დიზაინი ყველგან და ყოველ დღე (30 წთ)
  4. პროექტი: „ვიზუალური ძიება“ სტრატეგია ვიზუალურ კომუნიკაციაში (90 წთ)

კვირა 2 : შემოქმედებითი გუნდი - კრეატიული ტვინები - თოკა არეშიძე 

ოთხშაბათი: გამოსახულების და ტექსტის ვიზუალური კონცეფციის შემუშავება, ჯილდოს მფლობელი მაგალითები, ქეისები.

რას ვაკეთებთ? რატომ და როგორ? (ლექცია - ვორქშოფი)

შაბათის ვორქშოფი: გიორგი მაღრაძე & მარი სუხიშვილი

  1. შესავალი არტ დაირექშენში (30 წთ)
  2. შემოქმედებითი პროექტები 2 (თითოეული 90 წთ)
  • არტ დაირექშენი
  • დასკვნითი დისკუსია და ფიდბექი (30 წთ)

კვირა 3 : დიზაინისა და კომპოზიციის პრინციპები - აკაკი რაზმაძე

ოთხშაბათი: ტიპოგრაფია და ვიზუალური იერარქია, შრიფტებისა და გამოსახულების კომბინაციები

შაბათის ვორქშოფი: შოთა ჩინჩალაძე & ნიკა კუმბარი; ანა სანიკიძე & ლევან რატიშვილი

  1. ბრენდინგისა და იდენტობის საფუძვლები, ბრიფის მნიშვნელობა (60 წთ)
  2. პროექტი: რებრენდინგის პროექტი (60 წთ); სტილი, ჩარჩო, დიზაინი, ფოკუსირება ვიზუალურ ტონზე, იდენტობაზე, ტიპოგრაფიაზე, შეფუთვასა და ზოგად განწყობაზე.
  3. ილუსტრირებული შეფუთვის დიზაინი (60 წთ)
  4. პროექტი: ილუსტრირებული ტიპოგრაფია შეფუთვის დიზაინისთვის (90 წთ)

კვირა 4 : ილუსტრაცია და კონცეპტუალური აზროვნება - თამარა გედევანიშვილი

ოთხშაბათი: ვიზუალური მეტაფორა და იდეების გენერირების ტექნიკა, აბსტრაქტული იდეების ვიზუალურად გამოხატვა, სთორიბორდის ტექნიკა.

შაბათის ვორქშოფი: სოფო ჩერქეზიშვილი

  1. კონცეპტუალური აზროვნება (60 წთ)
  2. პროექტი: სიტყვებზე დაფუძნებული კონცეპტუალური ილუსტრაციების სერია (90 წთ)
  3. პროექტი:ამბავზე დაფუძნებული ილუსტრაციების სერია (90 წთ)

კვირა 5 : ფოტო და მოძრავი გამოსახულება - ნინო გორდელაძე

ოთხშაბათი: ამბის თხრობა, კომპლექსური შემოქმედებითი მიდგომები

შაბათის ვორქშოფი: დიმა ჩიკვაიძე & ანა ჩუბინიძე

  1. პროექტი: მულტიმედიური თხრობა, ფოტო ამბავი (90 წთ)
  2. პროექტი: სთოფ მოუშენი (120 წთ)
  3. პროექტის ჩვენება (30 წთ)

კვირა 6 : პერსონალური პროექტის განვითარება - ეკა ყიფიანი 

ოთხშაბათი: იდეები პირველ რიგში, კონცეფციის შემუშავება, შემოქმედებითი აზროვნება

შაბათის ვორქშოფი: გიორგი ავალიანი

  1. პერსონალური ბრენდინგი/კონცეფცია (90 წთ)
  2. პროექტი: პერსონალური ამბავი, ნებისმიერი ვიზუალური ხერხის და ტექნიკის გამოყენებით (120 წთ)
  3. დასკვნითი დისკუსია და ფიდბექი (30 წთ)

კვირა 7 : ჩემი პირველი პორტფოლიო

ოთხშაბათი: საუკეთესო პორტფოლიოები, სტუმრები: არტ დირექტორი, დიზაინერი, ილუსტრატორი, მოუშენ გრაფიკოსი

  • რა ქმნის ძლიერ პორტფოლიოს?
  • პროექტის აღწერილობის წერა
  • ნამუშევრების პრეზენტაცია და მათზე საუბარი

შაბათის ვორქშოფი: ვიზუალური კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები 

პორტფოლიოს ციფრული ინსტრუმენტები და პლატფორმები - სტუდენტები ახალბედებს ეხმარებიან ძლიერი პორტფოლიოს შექმნაში.

კვირა 8 : ხელოვნება, კრეატივი და ტექნოლოგიები - დავით ჯიბლაძე 

ოთხშაბათი: ტექნოლოგიები დღეს, 100%-ით ადამიანის მიერ შექმნილი ხელოვნური ინტელექტის წინააღმდეგ, ხელოვნური ინტელექტი და მოძრავი გამოსახულება

შაბათის ვორქშოფი: პორტფოლიოს განხილვა (FACE TO FACE)

ტექნიკური აღწერა

პროგრამა დაიწყება 2026 წლის 4 თებერვალს.

შეხვედრები ჩატარდება კვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და შაბათს. ოთხშაბათს შეხვედრის დრო 15:00-დან 18:00-მდე, ხოლო შაბათობით - 13:00-დან 18:00-მდე შუალედში.  

რეგისტრაციის ბოლო ვადააა 2026 წლის 25 იანვარი. 

სერტიფიკატი 

პროგრამის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადმოგეცემათ პროგრამის გავლის დამადასტურებელი ელექტრონული, ვერიფიცირებული სერტიფიკატი. 

ნინო ლიპარტელიანი - ვიზუალური კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი; ასოცირებული პროფესორი. არქიტექტურის მაგისტრი (თბილისის სამხატვრო აკადემია), ბიზნესისა და ეკონომიკის მაგისტრი (ზალდასტანიშვილის მენეჯმენტის სკოლა, თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი). დიზაინერი, 30+ წლიანი გამოცდილებით, 2021 წლიდან დღემდე - დიზაინ-სტუდია DESIGNSCOLIO OÜ Tallinn Estonia, თანადამფუძნებელი, კრეატივ დირექტორი. 2019 წლიდან Design Georgia-ს წევრი. GIPA's Art Factory ხელმძღვანელი. აქვს საგანმანათლებლო საქმიანობის 10+ წლიანი გამოცდილება.

შალვა (ბუბა) რადიანი  - სააგენტო Mozaika-ს სენიორ არტ დირექტორი, ჯიპას პროფესორი; 15 წ + გამოცდილება ბრენდინგში, დიზაინში, ტიპოგრაფიაში, შეფუთვის დიზაინში. Kollektiv Studio, ABK Graphics-ს თანადამფუძნებელი. აქვს საგანმანათლებლო საქმიანობის 5+ წლიანი გამოცდილება

დავით ჯიბლაძე - ჯიპას ლექტორი, ამერიკელი-ქართველი რეჟისორი და პროდიუსერი. განათლება ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში აქვს მიღებული. მუშაობდა ისეთ კომპანიებში, როგორიცაა Disney Studio, Miramax Films, NBC Universal. მის პირველ სარეკლამო რგოლს youtube-ზე 2 მილიონზე მეტი ნახვა აქვს, არის მრავალი ვირუსული კამპანიის ავტორი, მათ შორის "წყალქვეშა ნავი" და "მარტორქა სოფელში". აქვს საგანმანათლებლო საქმიანობის 10+ წლიანი გამოცდილება. 

სოფიო ჩერქეზიშვილი - ჯიპას პროფესორი და ვიზუალური ხელოვნების პედაგოგი, რომელსაც აქვს მრავალწლიანი გამოცდილება ხელოვნების სფეროში. განათლება მიიღო თბილისის სამხატვრო აკადემიასა და გერიტ რიტველდის აკადემიაში (ნიდერლანდები). მისი პროფესიული საქმიანობა მოიცავს როგორც აკადემიურ სწავლებას, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტებში მონაწილეობას. 2024 წელს გამოიცა მისი ნამუშევრების კატალოგი. აქვს საგანმანათლებლო საქმიანობის 10+ წლიანი გამოცდილება.

თამარ გედევანიშვილი - ჯიპას  ასოცირებული პროფესორი 2023 წლიდან, მხატვარი, ილუსტრატორი და გრაფიკული დიზაინერი. სარეკლამო სააგენტო Media Art-ის სენიორ დიზაინერი. აქვს მრავალწლიანი გამოცდილება ბრენდინგში, დიზაინსა და ილუსტრაციაში. აქვს საგანმანათლებლო საქმიანობის 5+ წლიანი გამოცდილება.

ლევან რატიშვილი - ჯიპას ასოცირებული პროფესორი 2023 წლიდან, გრაფიკული დიზაინერი,  18 წ + გამოცდილება გრაფიკულ დიზაინში. მხატვარი, ილუსტრატორი და შეფუთვის დიზაინერი. აქვს მრავალწლიანი გამოცდილება ბრენდინგში, დიზაინსა და ილუსტრაციაში. აქვს საგანმანათლებლო საქმიანობის 10+ წლიანი გამოცდილება.

აკაკი რაზმაძე - ჯიპას ასისტენტ-პროფესორი, საკომუნიკაციო დიზაინერი, ტიპოგრაფიის და შრიფტის დიზაინერი.  12 + წლიანი გამოცდილება გრაფიკული დიზაინის და კონსულტირების განხრით წამყვან ბრენდებთან : Monotype, Microsoft, Google, H&M. მრავალი ქართული პოპულარული შრიფტების ავტორი. აქვს საგანმანათლებლო საქმიანობის 5+ წლიანი გამოცდილება.

ანა სანიკიძე - ჯიპას ასისტენტ-პროფესორი, ტიპოგრაფიის და შრიფტის დიზაინერი, 8+ წლიანი გამოცდილება გრაფიკულ დიზაინსა და ვიზუალური კომუნიკაციაში. თანამშრომლობდა ბრენდებთან როგორიცაა Microsoft, Google, Redberry, Watergunz, ABK Communication, JWT Metro. მრავალი ქართული პოპულარული ბრენდების შრიფტების ავტორი. აქვს საგანმანათლებლო საქმიანობის 5+ წლიანი გამოცდილება.

გიორგი ავალიანი - ჯიპას ასისტენტ-პროფესორი, სარეკლამო სააგენტო „Holy Motors”-ის თანადამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი, 15+ წლიანი გამოცდილება რეკლამის, ბრენდინგის, დიზაინისა და ციფრული პროექტების მიმართულებით. აქვს საგანმანათლებლო საქმიანობის 10+ წლიანი გამოცდილება.

ეკა ყიფიანი - ჯიპას ლექტორი, Supermarket Agency-ს დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი, 17 + წლიანი გამოცდილება რეკლამისა და კრეატიული სტრატეგიების მიმართულებით. აქვს საგანმანათლებლო საქმიანობის 10+ წლიანი გამოცდილება.

ნიკა კუმბარი - ჯიპას ლექტორი, კრეატიული დიზაინერი, სარეკლამო სააგენტო „Holy Motors”-ის თანადამფუძნებელი, ქმნის გამორჩეულ ვიზუალურ იდენტობებს, ციფრულ გამოცდილებებსა და კამპანიებს საერთაშორისო ბრენდებისთვის. აქვს 10+ წლიანი გამოცდილება ბრენდინგში, დიზაინში,  ილუსტრაციაში, UI/UX-ში. აქვს საგანმანათლებლო საქმიანობის 10+ წლიანი გამოცდილება.

შოთა ჩინჩლაძე - ჯიპას ლექტორი, სერტიფიცირებული ბრენდის არქიტექტორი, ტრენერი და სპიკერი, 15+ წლიანი პრაქტიკა საერთაშორისო გამოცდილების მქონე ბრენდინგისა და სტრატეგიული მარკეტინგის სპეციალისტად. არის პირველი ქართული ბრენდინგის წიგნის "ჩამოყალიბდით" ავტორი. შექმნა და განავითარა 50-ზე მეტი ქართული და საერთაშორისო ბრენდი. აქვს საგანმანათლებლო საქმიანობის 10+ წლიანი გამოცდილება.

თოკა არეშიძე - ჯიპას ლექტორი, კრეატიული დირექტორი, 10 წელზე მეტი გამოცდილება კრეატიულ პროექტებში, ბრენდინგში, რეკლამის და მედიის კამპანიებში. მუშაობდა სხვადასხვა კომპანიებში: Holy Motors, Redberry, Leavingstone. აქვს საგანმანათლებლო საქმიანობის 5+ წლიანი გამოცდილება

ნინო გორდელაძე - ჯიპას ლექტორი, მხატვრული კინოს რეჟისორი და სცენარის ავტორი, მარკეტერი. არის კრეატიული სააგენტო “mimosas & the freelance team” თანადამფუძნებელი. 2005 მუშაობს მარკეტინგის  და კრეატივის სფეროში. აქვს საგანმანათლებლო საქმიანობის 10+ წლიანი გამოცდილება.

დიმიტრი ჩიკვაიძე - ჯიპას ლექტორი, ფოტოგრაფი, 25+ წლიანი გამოცდილება ფოტოგრაფიაში და ვიზუალურ კომუნიკაციებში. დააარსა ფოტოსტუდიები „Zoomstudio” და “Limestudio”. აქვს საგანმანათლებლო საქმიანობის 10+ წლიანი გამოცდილება. 

გიორგი მაღრაძე - ჯიპას ლექტორი, ფრილანსერი, არტ დირექტორი, 5 წელზე მეტი გამოცდილება კრეატიულ სფეროში, რეკლამის და ბრენდინგის განხრით სააგენტოებში: JWT Metro, Windfors. ჯიპას ვიზუალური კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული. 

მარიამ სუხიშვილი - ჯიპას ლექტორი, ფრილანსერი, არტ დირექტორი, 2012 წლიდან აქტიურად მუშაობს გრაფიკული დიზაინერის და არტ დირექტორის პოზიციებზე სხვადასხვა ქართულ კომპანიებში. იყო Windfors-ის არტ დირექტორი.  

გიორგი კვიტატიანი - ჯიპას ლექტორი, სარეკლამო სააგენტო Joyboy-ს თანადამფუძნებელი: 10+ წლიანი გამოცდილება კრეატიულ ინდუსტრიაში, კრეატიული სტრატეგი. მუშაობდა JWT Metro, Hand und Grubber და McCann თბილისიში. 

პროგრამის ღირებულება: 1200 ლარი

გადახდის გრაფიკი: თანხის გადახდა ხდება ერთიანად, პროგრამის დაწყებამდე. 

გადახდა: გადახდა უნდა განხორციელდეს ორგანიზაციის ანგარიშზე. პირადი ნომერი და პროგრამის დასახელება უნდა მიეთითოს საგადახდო დავალებაში.

საბანკო რეკვიზიტები:

  • სს „ თიბისი ბანკი“
  • საბანკო კოდი (მფო): TBCB GE 22
  • მიმღების დასახელება - ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

ანგარიშის ნომერი - GE84TB1100000110700419 / GEL

პრე-საბაკალავრო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა. 

გაითვალისწინეთ: თუ ხართ არასრულწლოვანი, აუცილებელია სარეგისტრაციო ფორმა შეივსოს კანონიერი წარმომადგენლის (მაგ: მშობლის) მიერ.

რეგისტრაციის ბოლო ვადა არის 2026 წლის  25 იანვარი. 

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, ჩატარდება გასაუბრება მონაწილესა და მის კანონიერ წარმომადგენელთან. 

სწავლა დაიწყება 2026 წლის 4 თებერვალს.

შერჩევის კრიტერიუმები:

  • მოტივაცია / ინტერესი
  • კომუნიკაციის უნარი

ნინო ლიპარტელიანი

ხელმძღვანელი

ვიზუალური კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამა

ელ-ფოსტა: n.liparteliani@gipa.ge
მობ: (+995) 551 97 54 75


ჟანა ანთია 

ხელმძღვანელი

ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი 

მის: მარი ბროსეს 2, თბილისი, 0108 

ელ-ფოსტა: zh.antia@gipa.ge
მობ: (+995) 595 59 23 01