Unlock Your Creative Voice!
გიყვარს ხატვა, კომიქსები, დიზაინი, ფოტოგრაფია თუ მოძრავი გამოსახულების ან ვიდეო ისტორიების შექმნა? ეს წინასაბაკალავრო პროგრამა შენი შემოქმედებითი სათამაშო მოედანია!
GIPA Art Factory-ს af.gipa.ge ვიზუალური კომუნიკაციის (რეკლამა და საკომუნიკაციო დიზაინი) საბაკალავრო პროგრამა აცხადებს მიღებას პრე-საბაკალავრო პორტფოლიო კურსზე აბიტურიენტებისათვის.
გაიგებ, თუ როგორ შეიძლება შენი იდეები გარდაიქმნას თვალისმომჭრელ დიზაინად ან რეკლამად, თამამ ვიზუალებად და ძლიერ მესიჯებად. ისწავლე ვიზუალური კომუნიკაციის ხელოვნება, რეკლამა, ბრენდინგი და შემოქმედებითი კომუნიკაცია პროფესიონალი დიზაინერებისგან და კრეატიული მენტორებისგან, რომლებიც მუშაობენ რეკლამის ინდუსტრიისა და დიზაინის სფეროში. შექმენი გამორჩეული პორტფოლიო და მოემზადე ვიზუალური ისტორიებისა და დიზაინერული აზროვნების სამყაროში შესაბიჯებლად.
პრე-საბაკალავრო კურსის წარმატებულ კურსდამთავრებულებს, ჯიპას ვიზუალური კომუნიკაციის (რეკლამა და საკომუნიკაციო დიზაინი) საბაკალავრო პროგრამაზე ჩაბარების შემთხვევაში, მიენიჭებათ პრიორიტეტი და გათავისუფლდებიან ეროვნული გამოცდების ფარგლებში არსებული სავალდებულო შემოქმედებითი ტურიდან.
რას ისწავლი:
პროგრამის დასრულების შემდეგ:
და ბოლოს - გექნება პორტფოლიო, რომელიც მზადაა შთაბეჭდილების მოსახდენად!
პროგრამის აღწერა:
კვირა 1 : შესავალი ვიზუალურ კომუნიკაციაში - ნინო ლიპარტელიანი
რა არის ვიზუალური კომუნიკაცია? ვიზუალური კომუნიკაცია სიტყვების გარეშე საუბრის ხელოვნებაა - ფერის, ფორმის, გამოსახულების, მოძრაობისა და დიზაინის მეშვეობით.
შაბათის ვორქშოფი: - ბუბა რადიანი & გიორგი კვიტატიანი
კვირა 2 : შემოქმედებითი გუნდი - კრეატიული ტვინები - თოკა არეშიძე
ოთხშაბათი: გამოსახულების და ტექსტის ვიზუალური კონცეფციის შემუშავება, ჯილდოს მფლობელი მაგალითები, ქეისები.
რას ვაკეთებთ? რატომ და როგორ? (ლექცია - ვორქშოფი)
შაბათის ვორქშოფი: გიორგი მაღრაძე & მარი სუხიშვილი
კვირა 3 : დიზაინისა და კომპოზიციის პრინციპები - აკაკი რაზმაძე
ოთხშაბათი: ტიპოგრაფია და ვიზუალური იერარქია, შრიფტებისა და გამოსახულების კომბინაციები
შაბათის ვორქშოფი: შოთა ჩინჩალაძე & ნიკა კუმბარი; ანა სანიკიძე & ლევან რატიშვილი
კვირა 4 : ილუსტრაცია და კონცეპტუალური აზროვნება - თამარა გედევანიშვილი
ოთხშაბათი: ვიზუალური მეტაფორა და იდეების გენერირების ტექნიკა, აბსტრაქტული იდეების ვიზუალურად გამოხატვა, სთორიბორდის ტექნიკა.
შაბათის ვორქშოფი: სოფო ჩერქეზიშვილი
კვირა 5 : ფოტო და მოძრავი გამოსახულება - ნინო გორდელაძე
ოთხშაბათი: ამბის თხრობა, კომპლექსური შემოქმედებითი მიდგომები
შაბათის ვორქშოფი: დიმა ჩიკვაიძე & ანა ჩუბინიძე
კვირა 6 : პერსონალური პროექტის განვითარება - ეკა ყიფიანი
ოთხშაბათი: იდეები პირველ რიგში, კონცეფციის შემუშავება, შემოქმედებითი აზროვნება
შაბათის ვორქშოფი: გიორგი ავალიანი
კვირა 7 : ჩემი პირველი პორტფოლიო
ოთხშაბათი: საუკეთესო პორტფოლიოები, სტუმრები: არტ დირექტორი, დიზაინერი, ილუსტრატორი, მოუშენ გრაფიკოსი
შაბათის ვორქშოფი: ვიზუალური კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები
პორტფოლიოს ციფრული ინსტრუმენტები და პლატფორმები - სტუდენტები ახალბედებს ეხმარებიან ძლიერი პორტფოლიოს შექმნაში.
კვირა 8 : ხელოვნება, კრეატივი და ტექნოლოგიები - დავით ჯიბლაძე
ოთხშაბათი: ტექნოლოგიები დღეს, 100%-ით ადამიანის მიერ შექმნილი ხელოვნური ინტელექტის წინააღმდეგ, ხელოვნური ინტელექტი და მოძრავი გამოსახულება
შაბათის ვორქშოფი: პორტფოლიოს განხილვა (FACE TO FACE)