საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი გთავაზობთ გაყიდვების მენეჯმენტის სასერტიფიკატო პროგრამას, რომელიც განკუთვნილია როგორც ახალბედა მენეჯერებისთვის, რომლებსაც სურთ საკუთარი კარიერა დაუკავშირონ გაყიდვების მენეჯმენტის სფეროს, ასევე, აღნიშნულ სფეროში დასაქმებული საცალო და საბითუმო სავაჭრო წერტილების მენეჯერებისათვის, რომლებსაც სურთ გაიღრმავონ საკუთარი ცოდნა და უნარები ამ მიმართულებით.
სალექციო კურსები შემუშავებული და წარმოდგენილია ინსტიტუტის წამყვანი ლექტორების, პრაქტიკოსი მენეჯერებისა და პროფესიონალი კონსულტანტების მიერ, განათლების თანამედროვე მეთოდებსა და სასწავლო პროგრამებზე დაყრდნობით.
პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეებს ეცოდინებათ რითეილ მარკეტინგი და მერჩენდაიზინგი და შეძლებენ გაყიდვების მართვასა და შეკვეთების დაგეგმვას.
შინაარსი:
1. გაყიდვების მენეჯმენტი
2. პროფესიული უნარების განვითარება
სწავლის ხანგრძლივობა: 3 თვე, კვირაში სამჯერ, საღამოობით 19:00-დან 22:00-მდე. შაბათობით- დღის განმავლობაში.
სწავლების ენა: ქართული
სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა, უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა.
რეგისტრაციის ბოლო ვადა არის 2021 წლის 18 მარტი, სწავლა დაიწყება 2021 წლის 24 მარტიდან.
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან.
შერჩევის კრიტერიუმები:
პროგრამის ღირებულება: 1800 ლარი
გადახდის გრაფიკი: თანხის ნაწილი, 1 000 ლარი, უნდა ჩაირიცხოს სწავლის დაწყებიდან პირველი კვირის განმავლობაში და 800 ლარი, სწავლის შუა პერიოდში.
პროგრამაზე გათვალისწინებული არის შემდეგი სახის ფასდაკლებები:
1. GIPA – ს კურსდამთავრებულთათვის – 10%
2. ოჯახის წევრების ერთ კურსზე ერთდროულად სწავლის შემთხვევაში – 10%
კორპორატიული ფასდაკლება:
1. ორი ან სამი თანამშრომელი – 10%
2. ოთხი თანამშრომელი – 15%
3. ხუთი ან მეტი თანამშრომელი – 20%
*კორპორატიული ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ ორგანიზაციის მიერ სწავლის დაფინანსების შემთხვევაში.
*მონაწილეს შეუძლია ისარგებლოს ფასდაკლების მხოლოდ ერთი ვერსიით.
საბანკო რეკვიზიტები:
სს „ თიბისი ბანკი“
საბანკო კოდი (მფო): TBCB GE 22
მიმღების დასახელება - ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
ანგარიშის ნომერი - GE84TB1100000110700419 / GEL
*გადახდისას, დანიშნულებაში მიუთითეთ პირადი ნომერი და პროგრამის სახელწოდება.
სწავლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ გაყიდვების მენეჯმენტის პროგრამის დამამთავრებელი სერტიფიკატი.
სერტიფიკატის აღების წინაპირობა: პროგრამის მანძილზე, მსმენელებმა განვლილ საგნებში უნდა ჩააბარონ გამოცდები. ასევე, კურსის ბოლოს, უნდა წარმოადგინონ ინდივიდუალური პროექტი.
გიორგი ემინაშვილი - სამართალმცოდნეობის მაგისტრი. აქვს ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. იყო ბიზნეს განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. არის წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვის მრჩეველი. მუნიციპალური მომსახურების უზრუნველმყოფთა ასოციაციის (MSPA) პროექტში „ქალები მართავენ ქვეყანას: ადგილობრივ თვითმმართველობაში გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერად“ (UNDP, UNJP და RLD-ს მხარდაჭერით).
ნიკოლოზ ბაქარაშვილი - ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი. განათლება მიღებული აქვს საზღვარგარეთ. არის არაერთი პუბლიკაციის ავტორი. აქვს გაყიდვების სფეროში, ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.
ჯულიეტა გაგლოშვილი - GIPA-ს პროფესორი, ინჟინერიის დოქტორი ინფორმატიკაში. ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა მიმართულების სასწავლო - სამეცნიერო ლაბორატორიის ხელმძღვანელი. არის მრავალი პუბლიკაციის თანაავტორი და სამეცნიერო კონფერენციების მონაწილე. აქვს პროექტებზე მუშაობისა და განხორციელების მრავალწლიანი გამოცდილება საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით.
სოფო სუხიაშვილი
კოორდინატორი
ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი
მის: იეთიმ გურჯის ქუჩა 9, თბილისი, 0105
ელ-ფოსტა: s.sukhiashvili@gipa.ge
მობ: +995 577 011 257