Sales management

1. გაყიდვების მენეჯმენტი

გაყიდვების მართვის კონცეფცია
გაყიდვების განაყოფის სტრუქტურა და მართვა, სავაჭრო გუნდის მართვა
კატეგორიების მენეჯმენტი, ასორტიმენტის მართვა კატეგორიების მიხედვით
მარაგების და შეკვეთების მართვა, სადაზღვევო მარაგი
გაყიდვების პროგნოზირება
დისტრიბუციის მართვა
სატელეფონო, ინტერნეტ და TV გაყიდვები
კორპორატიული გაყიდვები
კონტენტ მენეჯმენტი
შეკვეთის ციკლი, შესრულების დაგეგმილი დრო და ეკონომიური მოცულობა
დებიტორული დავალიანების მართვა
ინვესტიციები მარაგებში
ფიზიკური და პერიოდული ინვენტარიზაცია
მერჩენდაიზინგი რითეილში, სამსაფეხურიანი მერჩენდაიზინგი
ATL&BTL აქტივობები
მიმზიდველი ასორტიმენტი
ატმოსფერო, მუსიკა და სურნელი მაღაზიაში
ფასწარმოქმნა და ფასების აღქმა
ლოიალობის ბარათები, ფასდაკლებების სისტემა
მოლაპარაკების და მომხმარებელზე „ზემოქმედების“ უნარები
მომხმარებლების ტიპები
2. პროფესიული უნარების განვითარება

წარმატებული კომუნიკაციის მოდელები
ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის პრინციპები
საჯარო გამოსვლების ძირითადი პრინციპები
ელექტრონულ ცხრილებთან მუშაობის უნარ-ჩვევები, MS Excel 2013 (2016)

წავლის ხანგრძლივობა: 3 თვე, კვირაში სამჯერ, საღამოობით 19:00-დან 22:00-მდე. შაბათობით დღის განმავლობაში.

კურსის მოცულობა: 99 საათი

სწავლების ენა: ქართული

მისაღები პროცედურები

სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა, უნდა გადმოაგზავნონ პირადობის მოწობის ასლი და ავტობიოგრაფია (CV) საკონტაქტო მეილზე (s.sukhiashvili@gipa.ge) და შეავსონ სააპლიკაციო ფორმა.

საბუთების მიღების ბოლო ვადა არის 2017 წლის 5 ოქტომბერი, სწავლა დაიწყება 2017 წლის 9 ოქტომბრიდან.

საბუთების მიღების შემდეგ, ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან.

შერჩევის კრიტერიუმები:

მოტივაცია
კომუნიკაციის უნარი
სამუშაო გამოცდილება

პროგრამის ღირებულება: 1800 ლარი

გადახდის გრაფიკი: თანხის ნაწილი, 1 000 ლარი, უნდა ჩაირიცხოს სწავლის დაწყებიდან პირველი კვირის განმავლობაში და 800 ლარი, სწავლის შუა პერიოდში.

პროგრამაზე გათვალისწინებული არის შემდეგი სახის ფასდაკლებები:

1. GIPA – ს კურსდამთავრებულთათვის – 10%

2. ოჯახის წევრების ერთ კურსზე ერთდროულად სწავლის შემთხვევაში – 10%

3. მრავალშვილიანი ოჯახის შვილი და/ან მშობელი (სამი და მეტი შვილი) – 10%

კორპორატიული ფასდაკლება:

1. ორი ან სამი თანამშრომელი – 10%

2. ოთხი თანამშრომელი – 15%

3. ხუთი ან მეტი თანამშრომელი – 20%

*კორპორატიული ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ ორგანიზაციის მიერ სწავლის დაფინანსების შემთხვევაში

*მონაწილეს შეუძლია ისარგებლოს ფასდაკლების მხოლოდ ერთი ვერსიით.

საბანკო რეკვიზიტები:

სს „ თიბისი ბანკი“
საბანკო კოდი (მფო): TBCB GE 22
მიმღების დასახელება - ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
ანგარიშის ნომერი - GE84TB1100000110700419 / GEL

*გადახდისას, დანიშნულებაში მიუთითეთ პირადი ნომერი და პროგრამის სახელწოდება.

სწავლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ გაყიდვების მენეჯმენტის პროგრამის დამამთავრებელი სერტიფიკატი.

სერტიფიკატის აღების წინაპირობა: პროგრამის მანძილზე, მსმენელებმა განვლილ საგნებში უნდა ჩააბარონ გამოცდები. ასევე, კურსის ბოლოს უნდა წარმოადგინონ ინდივიდუალური პროექტი.

იორგი ემინაშვილი - სამართალმცოდნეობის მაგისტრი. აქვს ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. იყო ბიზნეს განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. არის წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვის მრჩეველი. მუნიციპალური მომსახურების უზრუნველმყოფთა ასოციაციის (MSPA) პროექტში „ქალები მართავენ ქვეყანას: ადგილობრივ თვითმმართველობაში გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერად“ (UNDP, UNJP და RLD-ს მხარდაჭერით).

ნიკოლოზ ბაქარაშვილი - ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი. განათლება მიღებული აქვს საზღვარგარეთ. არის არაერთი პუბლიკაციის ავტორი. აქვს გაყიდვების სფეროში, ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.

ჯულიეტა გაგლოშვილი - ინჟინერიის დოქტორი ინფორმატიკაში. ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა მიმართულების სასწავლო - სამეცნიერო ლაბორატორიის ხელმძღვანელი. არის მრავალი პუბლიკაციის თანაავტორი და სამეცნიერო კონფერენციების მონაწილე. აქვს პროექტებზე მუშაობისა და განხორციელების მრავალწლიანი გამოცდილება საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით.


სოფო სუხიაშვილი

კოორდინატორი

ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი

მის: იეთიმ გურჯის ქუჩა 7ბ, თბილისი, 0105

ტელ: (995 32) 2 49 75 00

ელ-ფოსტა: s.sukhiashvili@gipa.ge

მობ: +995 577 011 257

Contact Us