პროგრამა განკუთვნილია გაყიდვების მიმართულებით დასაქმებული პროფესიონალებისთვის, რომელთაც სურთ პიროვნული, პროფესიული და ორგანიზაციული ზრდა, კომუნიკაციის, მოლაპარაკების, პარტნიორული ურთიერთობებისა და მმართველობითი უნარების გაუმჯობესების გზით.
პროგრამა აგებულია მოდულური პრინციპით და მოიცავს ორ საფეხურს - გაყიდვების სპეციალისტისა და მენეჯერის დონეებს.
გაყიდვების სპეციალისტის სერტიფიკატის მისაღებად მსმენელმა წარმატებით უნდა გაიაროს პროგრამის პირველი 16 მოდული, რომლებიც მოიცავს გაყიდვების პროცესის საფუძვლებს, კომუნიკაციისა და მოლაპარაკების ტექნიკებს, კლიენტთან ურთიერთობის მართვასა და პრაქტიკულ სიმულაციებს.
გაყიდვების მენეჯერის სერტიფიკატის მისაღებად, აღნიშნულის გარდა, სავალდებულოა დამატებითი ოთხი მოდულის გავლაც (17, 18, 19 და 20), რომლებიც ორიენტირებულია გაყიდვების პროცესის სისტემურ მართვაზე, გუნდის ჩამოყალიბებასა და შედეგიანობის შეფასებაზე. ეს მოდულები განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს ინდივიდუალური გაყიდვებიდან გუნდისა და პროცესის მართვაზე გადასვლა.
პროგრამის მიზანია შექმნას უნიკალური გამოცდილება და დამსწრე აუდიტორიას წარუდგინოს გაყიდვების პროცესის ერთიანი ჯაჭვი, როგორც მიზანდასახული და გამიზნული ნაბიჯების ერთობლიობა - გააცნოს ეტაპები, ფაზები, მეთოდები, მოლაპარაკების ტექნოლოგიები და გაყიდვების სტრატეგიები.
პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, გაყიდვების სპეციალისტები შეძლებენ:
სრული პროგრამის დასრულების შემდეგ, გაყიდვების მენეჯერები დამატებით შეძლებენ:
პროგრამის შინაარსი
მოდული: გაყიდვების სპეციალისტი - Sales Specialist
16 შეხვედრა - 2 თვე
1. გაყიდვების არსი და მნიშვნელობა
2. აზროვნება და შიშის მართვა გაყიდვებში
3. გაყიდვები, როგორც შესაძლებლობის სივრცე
4. ემოციური ინტელექტი გაყიდვებში
5. ეფექტური კომუნიკაცია
6. რაპორტის დამყარება და კლიენტის კატეგორიზაცია
7. კითხვების ტექნიკა და აქტიური მოსმენა
8. პრეზენტაცია და პრეზენტაბელურობა
9. სატელეფონო გაყიდვები
10. პირისპირ გაყიდვები და მოლაპარაკება
11. პროდუქტისა და პრეზენტაციის სიმულაცია
12. ურთიერთობებზე დაფუძნებული გაყიდვები
13. თავისუფალი კომუნიკაციური სივრცე
14. გაყიდვების ეტაპები და მანდალა
15. გარიგების დახურვა
16. გაყიდვების ინსტრუმენტები
მოდული: გაყიდვების მენეჯერი - Sales Manager
8 შეხვედრა - 1 თვე
17. მონაცემებზე დაფუძნებული გაყიდვები
18. გამართული გაყიდვები - მენეჯერის ლეველი
19. გაყიდვების სისტემის შექმნა კომპანიაში
20. შედეგიანობის გაზომვა
რეგისტრაცია
სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა.
რეგისტრაციის ბოლო ვადა არის 2026 წლის 18 ოქტომბერი. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან.
სწავლა დაიწყება 2026 წლის 19 ოქტომბრის კვირაში.
ტექნიკური აღწერა
სწავლის ხანგრძლივობა: ლექციები ჩატარდება კვირაში ორჯერ, საღამოობით, 19:00-დან 22:00-მდე. სრული პროგრამის ხანგრძლივობაა 3 თვე. გაყიდვების სპეციალისტის პროგრამა გრძელდება 2 თვე, გაყიდვების მენეჯერის მოდული - 1 თვე.
სწავლა დაიწყება 2026 წლის 26 ოქტომბრის კვირაში. რეგისტრაციის ბოლო ვადა არის 2026 წლის 22 ოქტომბერი.
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან.
მისამართი: მარი ბროსეს ქ. №2, 0108, GIPA- ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი
სწავლების ენა: ქართული, მასალები - ინგლისურ და ქართულ ენებზე.
სერტიფიკატი
სრული პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ გაყიდვების მენეჯერის სერტიფიკატი.
სურვილისამებრ, მონაწილეებს შეუძლიათ აიღონ მათთვის სასურველი ნებისმიერი მოდულის შესაბამისი სერტიფიკატი (გაყიდვების სპეციალისტი ან გაყიდვების მენეჯერი).
სერტიფიკატის აღების წინაპირობა:
დიმიტრი დათუსანი - ასოცირებული პროფესორი. მისი პრაქტიკული გამოცდილება სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციას მოიცავს. ფლობს ტრენინგების ჩატარების 18+ გამოცდილებას, აქვს ბიზნეს კონსულტანტისა და მენტორის გამოცდილება. მუშაობს გაყიდევების ნეიროფიზიოლოგიაზე. აკვირდება და შეისწავლის ქცევით პატერნებს ყიდვისა და გაყიდვის პროცესში, კავშირებს სიტყვებსა და ქმედების პროგრამებს შორის, მოსმენას წინასწარი განწყობების გარეშე. ამუშავებს აღქმის ხაფანგებს, ლინგვისტურ სტატეგიებს - ეფექტური კომუნიკაცია, როგორც წარმატების ინპირაცია და მამოტივირებელი ძალა. გაყიდვების მიმართულებით აქვს 25 წლიანი საქმიანობის გამოცდილება. არის ICF-ის სერტიფიცირებული ბიზნეს ქოუჩი.
ნიკოლოზ აბუაშვილი - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მმართველობის სკოლის პროფესორი, ეკონომიკის დოქტორი. აქვს ბიზნეს პრობლემების გადაწყვეტის 20+ წლიანი და კერძო და საჯარო ორგანიზაციებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 1995 წლიდან ატარებს პროფესიულ ტრეინინგებსა და ეწევა აკადემიურ მოღვაწეობას. კითხულობდა ლექციებს თავისუფალი უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ტენესის უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის. არის კომპანია „Business Infrastructure Solutions“–ის დამფუძნებელი პარტნიორი. მისი კომპენტენცია არის ბიზნესების ღირებულების ზრდა, მათი გაჯანსაღება და განვითარება, მარკეტინგის დაგეგმვა და განხორციელება, საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვა, პროექტების მართვა და პერსონალის განვითარება.
პროგრამის ღირებულება: 2800 ლარი
გადახდის გრაფიკი: თანხის გადახდა ხდება 2 ეტაპად
I ეტაპი – 2000 ლარი
II ეტაპი – 800 ლარი
ფასდაკლების სისტემა
პროგრამა მოიცავს ინდივიდუალურ და კორპორაციულ ფასდაკლებებს.
ინდივიდუალური ფასდაკლება:
1. GIPA – ს კურსდამთავრებულთათვის – 10%
2. ოჯახის წევრების ერთ კურსზე ერთდროულად სწავლის შემთხვევაში – 10%
კორპორატიული ფასდაკლება:
იმ შემთხვევაში თუ ორგანიზაცია ფარავს თანამშრომლების განვითარების ხარჯებს, მოქმედებს შემდეგი ფასდაკლებები:
1. ორი ან სამი თანამშრომელი – 10%
2. ოთხი თანამშრომელი – 15%
3. ხუთი ან მეტი თანამშრომელი – 20%
*მონაწილეს შეუძლია ისარგებლოს ფასდაკლების მხოლოდ ერთი ვერსიით.
გადახდა:
გადახდა უნდა განხორციელდეს ორგანიზაციის ანგარიშზე. პირადი ნომერი და პროგრამის დასახელება უნდა მიეთითოს საგადახდო დავალებაში.
საბანკო რეკვიზიტები:
ანგარიშის ნომერი - GE84TB1100000110700419 / GEL
სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა.
რეგისტრაციის ბოლო ვადა არის 2026 წლის 22 ოქტომბერი. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან.
სწავლა დაიწყება 2026 წლის 26 ოქტომბრის კვირაში.
შერჩევის კრიტერიუმები:
თეონა სუხიაშვილი
ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი
მის: მარი ბროსეს 2, თბილისი, 0108
ელ-ფოსტა: t.sukhiashvili@gipa.ge
მობ: (+995) 598 11 92 12