პროგრამა განკუთვნილია გაყიდვების მიმართულებით დასაქმებული პროფესიონალებისთვის, რომელთაც სურთ პიროვნული, პროფესიული და ორგანიზაციული ზრდა, კომუნიკაციის, მოლაპარაკების, პარტნიორული ურთიერთობებისა და მმართველობითი უნარების გაუმჯობესების გზით.
პროგრამა აგებულია მოდულური პრინციპით და მოიცავს ორ საფეხურს — გაყიდვების სპეციალისტისა და მენეჯერის დონეებს.
გაყიდვების სპეციალისტის სერტიფიკატის მისაღებად მსმენელმა წარმატებით უნდა გაიაროს პროგრამის პირველი 16 მოდული, რომლებიც მოიცავს გაყიდვების პროცესის საფუძვლებს, კომუნიკაციისა და მოლაპარაკების ტექნიკებს, კლიენტთან ურთიერთობის მართვასა და პრაქტიკულ სიმულაციებს.
გაყიდვების მენეჯერის სერტიფიკატის მისაღებად, აღნიშნულის გარდა, სავალდებულოა დამატებითი ოთხი მოდულის გავლაც (17, 18, 19 და 20), რომლებიც ორიენტირებულია გაყიდვების პროცესის სისტემურ მართვაზე, გუნდის ჩამოყალიბებასა და შედეგიანობის შეფასებაზე. ეს მოდულები განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს ინდივიდუალური გაყიდვებიდან გუნდისა და პროცესის მართვაზე გადასვლა.
პროგრამის მიზანია შექმნას უნიკალური გამოცდილება და დამსწრე აუდიტორიას წარუდგინოს გაყიდვების პროცესის ერთიანი ჯაჭვი, როგორც მიზანდასახული და გამიზნული ნაბიჯების ერთობლიობა - გააცნოს ეტაპები, ფაზები, მეთოდები, მოლაპარაკების ტექნოლოგიები და გაყიდვების სტრატეგიები.
პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, გაყიდვების სპეციალისტები შეძლებენ:
სრული პროგრამის დასრულების შემდეგ, გაყიდვების მენეჯერები დამატებით შეძლებენ:
ტექნიკური აღწერა
სწავლის ხანგრძლივობა: ლექციები ჩატარდება კვირაში ორჯერ, საღამოობით, 19:00-დან 22:00-მდე. სრული პროგრამის ხანგრძლივობაა 3 თვე. გაყიდვების სპეციალისტის პროგრამა გრძელდება 2 თვე, გაყიდვების მენეჯერის მოდული - 1 თვე.
სწავლა დაიწყება 2026 წლის 10 ოქტომბერს. რეგისტრაციის ბოლო ვადა არის 2026 წლის 1 ოქტომბერი.
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან.
სწავლების ენა: ქართული, მასალები - ინგლისურ და ქართულ ენებზე.
სერტიფიკატი
სრული პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ გაყიდვების მენეჯერის სერტიფიკატი.
სურვილისამებრ, მონაწილეებს შეუძლიათ აიღონ მათთვის სასურველი ნებისმიერი მოდულის შესაბამისი სერტიფიკატი (გაყიდვების სპეციალისტი ან გაყიდვების მენეჯერი).
სერტიფიკატის აღების წინაპირობა:
ნიკოლოზ აბუაშვილი - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მმართველობის სკოლის პროფესორი, ეკონომიკის დოქტორი. აქვს ბიზნეს პრობლემების გადაწყვეტის 20+ წლიანი და კერძო და საჯარო ორგანიზაციებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 1995 წლიდან ატარებს პროფესიულ ტრეინინგებსა და ეწევა აკადემიურ მოღვაწეობას. კითხულობდა ლექციებს თავისუფალი უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ტენესის უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის. არის კომპანია „Business Infrastructure Solutions“–ის დამფუძნებელი პარტნიორი. მისი კომპენტენცია არის ბიზნესების ღირებულების ზრდა, მათი გაჯანსაღება და განვითარება, მარკეტინგის დაგეგმვა და განხორციელება, საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვა, პროექტების მართვა და პერსონალის განვითარება.
პროგრამის ღირებულება: 2800 ლარი
გადახდის გრაფიკი: თანხის გადახდა ხდება 2 ეტაპად
I ეტაპი – 2000 ლარი
II ეტაპი – 800 ლარი
ფასდაკლების სისტემა
პროგრამა მოიცავს ინდივიდუალურ და კორპორაციულ ფასდაკლებებს.
ინდივიდუალური ფასდაკლება:
1. GIPA – ს კურსდამთავრებულთათვის – 10%
2. ოჯახის წევრების ერთ კურსზე ერთდროულად სწავლის შემთხვევაში – 10%
კორპორატიული ფასდაკლება:
იმ შემთხვევაში თუ ორგანიზაცია ფარავს თანამშრომლების განვითარების ხარჯებს, მოქმედებს შემდეგი ფასდაკლებები:
1. ორი ან სამი თანამშრომელი – 10%
2. ოთხი თანამშრომელი – 15%
3. ხუთი ან მეტი თანამშრომელი – 20%
*მონაწილეს შეუძლია ისარგებლოს ფასდაკლების მხოლოდ ერთი ვერსიით.
გადახდა:
გადახდა უნდა განხორციელდეს ორგანიზაციის ანგარიშზე. პირადი ნომერი და პროგრამის დასახელება უნდა მიეთითოს საგადახდო დავალებაში.
საბანკო რეკვიზიტები:
ანგარიშის ნომერი - GE84TB1100000110700419 / GEL
სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა.
რეგისტრაციის ბოლო ვადა არის 2026 წლის 1 ოქტომბერი. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან.
სწავლა დაიწყება 2026 წლის 10 ოქტომბრიდან.
შერჩევის კრიტერიუმები:
თეონა სუხიაშვილი
ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი
მის: მარი ბროსეს 2, თბილისი, 0108
ელ-ფოსტა: t.sukhiashvili@gipa.ge
მობ: (+995) 598 11 92 12