საკუთარ თავში დარწმუნებულობა და ემოციების მართვა არის თემები რომელთა სწავლა უამრავ ადამიანს სურს. თუმცა, ეს კურსი არ არის თეორიული სწავლება. ჩვენ გაძლევთ პრაქტიკულ გამოცდილებას რომელსაც იყენებთ უკვე პროგრამის მიმდინარეობისას.
ჩვენი კურსი არ არის ზოგადი მიმოხილვა ემოციების და თავდაჯერებულობის შესახებ. ყოველ შეხვედრაზე, შენ გამოცდი სავარჯიშოებს, რომლებიც პრაქტიკულად გასწავლის და დაგეხმარება გაეცნო და მართო საკუთარი ემოციები, იპოვო ბალანსი, თავდაჯერებულობა და გაგიჩნდეს საკუთარი თავის კიდევ მეტი რწმენა.
ჩვენ ამ ყველაფერს გავაკეთებთ სხეულზე ფოკუსირებული სპეციალური სავარჯიშოებით, რომლითაც სწრაფად დავინახავთ ცვლილებებს. კურსი სრულად მოიცავს პრაქტიკულ სავარჯიშოებს, რა დროსაც ადგილზე ივარჯიშებ და გამოცდი ყველაფერს, რასაც ისწვალი.
რა ისწავლი:
პროგრამის დასრულების შემდეგ შეძლებ:
განსაკუთრებული უპირატესობა
ეს პროგრამა მხოლოდ მოზარდის გამოცდილება არ არის — მშობლის გამოცდილებაა. პროგრამის დაწყებამდე ჩვენ, სურვილისამებრ, ვხვდებით მშობლებს ონაინ ან ადგილზე, ვაცნობთ პროგრამის ფილოსოფიას და პრინციპებს და ვუზიარებთ ამ გამოცდილებაში მათ როლს.
პროგრამის ბოლოს კი ისევ ვხვდებით — და მათთანე ერთად ვდგამთ პირველ ნაბიჯს ახალი ურთიერთობისკენ, სადაც ორივე მხარე ერთნაირად ხედავს ერთმანეთს.
პროგრამის აღწერა
1. მედეგობა და მდგრადობა
2. სხეულის სიგნალები სტრესის დროს
3. რა მემართება როცა მიჭირს?
4. ემოციების უსაფრთხო გამოხატვა
5. ჩემი საზღვრები
6. ენერგიის შენარჩუნება
7. ჩემი მედეგობა
8. ჩემი მდგრადობა
სერტიფიკატი
პროგრამის წარმატებით გავლის შემთხვევაში მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი
ტექნიკური აღწერა
სწავლის ხანგრძლივობა: 2 თვე (8 შეხვედრა), ლექციები ჩატარდება კვირაში ერთხელ, შაბათობით, 12:00-დან 15:00-მდე ან 15:00-დან 18:00-მდე
რეგისტრაცია
პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა.
გაითვალისწინეთ: თუ ხართ არასრულწლოვანი, აუცილებელია სარეგისტრაციო ფორმა შეივსოს კანონიერი წარმომადგენლის (მაგ: მშობლის) მიერ.
რეგისტრაციის ბოლო ვადა არის 2026 წლის 27 აპრილამდე. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან.
სწავლა დაიწყება 2026 წლის 4 მაისის კვირაში.
საბა ჩიხლაძე - ორგანიზაციული ფსიქოლოგი და პროფესიონალი ტრენერი 15+ გამოცდილებით. იგი მუშაობს ორგანიზაციების განვითარებაზე და ადამიანების პროფესიულ და პიროვნულ ზრდაზე. 2019 წელს შექმნა სხეულზე ორიენტირებული სწავლების მეთოდი - დინამიური ტრანსფორმაციები ჩინეთში, ქალაქ პეკინში. არსებული მეთოდით მუშაობა დაიწყო სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიებში და 2022 წლიდან მისი გამოყენება დაიწყო უკვე საქართველოშიც. საბა იყო ტრენერთა სკოლის ხელმძღვანელი მასწავლებლის სახლში და წიგნი ტრენერების პრაქტიკული სახელმძღვანელოს თანაავტორი. დღესდღეობით, იგი აგრძელებს აქტიურ მუშაობას ადამიანების პროფესიული და პრიროვნული გზრდის მიმართულებით.
ცირა ბარქაია - MPhil SNE , ფსიქოლოგი. ცირა არის განვითარების და ინკლუზიის სფეროში მომუშავე პროფესიონალი, ადრეული ბავშვობის განათლებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების მიმართულებით 15+ წლიანი გამოცდილებით. მისი საქმიანობის მნიშვნელოვანი მიმართულებაა ბავშვებთან და მოზარდებთან მომუშავები სპეციალისტებსა და ბავშვებს შორის, აგრეთვე მშობლებსა და შვილებს შორის ეფექტური, მხარდამჭერი კომუნიკაციის გაძლიერება. ცირა აქტიურად უჭერს მხარს პოზიტიურ მშობლობასა და ბავშვის ემოციურ-სოციალურ კეთილდღეობაზე დაფუძნებულ მიდგომებს, აერთიანებს პროფესიულ გამოცდილებას საზოგადოებრივ და შემოქმედებით ინიციატივებთან.
პროგრამის ღირებულება: 500 ლარი
გადახდის გრაფიკი: თანხის გადახდა ხდება 2 ეტაპად
I ეტაპი - 250 ლარი (სწავლის დაწყებიდან 1 კვირის განმავლობაში)
II ეტაპი - 250 ლარი (სწავლის დაწყებიდან 1 თვეში)
გადახდა: გადახდა უნდა განხორციელდეს ორგანიზაციის ანგარიშზე. პირადი ნომერი და პროგრამის დასახელება უნდა მიეთითოს საგადახდო დავალებაში.
საბანკო რეკვიზიტები:
ანგარიშის ნომერი - GE84TB1100000110700419 / GEL
პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა.
გაითვალისწინეთ: თუ ხართ არასრულწლოვანი, აუცილებელია სარეგისტრაციო ფორმა შეივსოს კანონიერი წარმომადგენლის (მაგ: მშობლის) მიერ.
რეგისტრაციის ბოლო ვადა არის 2026 წლის 27 აპრილამდე. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან.
სწავლა დაიწყება 2026 წლის 4 მაისის კვირაში.
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, ჩატარდება გასაუბრება მონაწილესა და მის კანონიერ წარმომადგენელთან.
შერჩევის კრიტერიუმები:
თეონა სუხიაშვილი
ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი
მის: მარი ბროსეს 2, თბილისი, 0108
ელ-ფოსტა: t.sukhiashvili@gipa.ge
მობ: 598119212