საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი გთავაზობთ მიღებას სასერტიფიკატო პროგრამაზე - აგრობიზნესის აღმასრულებელი პროგრამა (Agrobusiness Executive Program).
კურსი აგებულია გამოცდილების გაზიარების, დარგობრივი განხილვებისა და რეალური ისტორიების პრინციპზე, რომელსაც შესაბამისი პრაქტიკოსი ფერმერებიი თუ აგრობიზნესის წარმომადგენლები გააზიარებენ.
პროგრამა არ მოიცავს დავალებებსა და შეფასებებს. მისი მთავარი ღირებულებაა მონაწილეებს განუვითაროს სექტორული ხედვა, გააცნოს რეალური პრაქტიკული მაგალითები თუ მიგნებები და შეუქმნას წარმოდგენა საქართველოში აგროსექტორის სხვადასხვა მიმართულებაზე.
პროგრამის მიზანია:
პროგრამის სამიზნე აუდიტორია: აგროსექტორით დაინტერესებული მოქმედი და მომავალი მენეჯერები, ფერმერები, მცირე და საშუალო მეწარმეები, კერძო თუ საჯარო სექტორის წარმომადგენლები, დარგობრივი სტუდენტები და ნებისმიერი დაინტერესებული, ვინც გეგმავს ან მუშაობს ამ მიმართულებით.
პროგრამის დასრულების შემდეგ, მონაწილეები:
რეგისტრაცია და ტექნიკური აღწერა
რეგისტრაციის ბოლო ვადა არის 2026 წლის 20 სექტემბერი. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან.
სწავლა დაიწყება 2026 წლის 5 ოქტომბრიდან.
შერჩევის კრიტერიუმები:
პროგრამა არ ითვალისწინებს გამოცდებს, ტესტებს, წერით დავალებებს ან ინდივიდუალური პროექტის წარდგენას. პროგრამის მიზანი არ არის მსმენელების აკადემიური შეფასება, არამედ პრაქტიკული ცოდნის, მიგნებებისა და სექტორული ხედვის გაზიარება.
პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, გაიცემა სერტიფიკატი - Executive Certificate in Agrobusiness.
პრაქტიკოსი/სპიკერი: ნიკა თურმანიძე - საკონსულტაციო კომპანია "აგროვერო"
პრაქტიკოსი/სპიკერი: გიორგი ხანიშვილი - შპს "შინდისის ატამი - მელოტერა"
პრაქტიკოსი/სპიკერი: შოთა ცუკოშვილი - ლურჯი მოცვის ასოციაცია
პრაქტიკოსი/სპიკერი: გიორგი მაისურაძე - შპს "მილმართი"
შეხვედრა 7: თხილის კულტურა
პრაქტიკოსი/სპიკერი: მამუკა ბერიაშვილი - შპს "ნათს.ჯი""
პრაქტიკოსი/სპიკერი: ზურა ჯანელიძე, შპს "ჰერბია"
პრაქტიკოსი/სპიკერი: გიორგი იაშვილი - შპს "გეო ნატურალი"
მოდული 5 - ცხოველური წარმოება და ალტერნატიული მიმართულებები
პრაქტიკოსი/სპიკერი: ბექა გონაშვილი - შპს აგროქიზიყი
პრაქტიკოსი/სპიკერი: თამაზ წიქარიშვილი - შპს "საბუდარა"
პრაქტიკოსი/სპიკერი: ანი ქევხიშვილი - შპს ანიგოზი
პრაქტიკოსი/სპიკერი: ზურა გოჯიაშვილი, შპს ტირიფონის ბაღების დამფუძნებელი
პრაქტიკოსი/სპიკერი: კონსტანტინე ხუცაიძე - კოოპერატივების განვითარების დეპარტამენტის უფროსი
პრაქტიკოსი/სპიკერი: ლადო გუგუშვილი - შპს ჯორჯიაზ ნეიჩერალზ, პაატა აროშიძე შპს გეონატურალსი
გიორგი ავალიანი — პროგრამის ავტორი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე.
აქვს სტრატეგიული კომუნიკაციების, მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობის 10 წელზე მეტი გამოცდილება. მისი პროფესიული საქმიანობა მოიცავს სახელმწიფო პოლიტიკისა და განვითარების პროგრამების დაგეგმვას, კოორდინაციასა და ფართო საზოგადოებისთვის ეფექტიან კომუნიკაციას, ასევე, სახელმწიფო, კერძო და საერთაშორისო სექტორებს შორის პარტნიორობის გაძლიერებას. გიორგის აქვს საერთაშორისო ღონისძიებების, დარგობრივი გამოფენების, სასწავლო ვიზიტებისა და მაღალი დონის შეხვედრების მართვის გამოცდილება.
წლების განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ეროვნული მნიშვნელობის პროგრამების კონცეფციების შემუშავებაში, განხორციელებასა და პოპულარიზაციაში, მათ შორის: შეღავათიანი აგროკრედიტის, აგროდაზღვევის, სასოფლო-სამეურნეო წარმოების ხელშეწყობის, ექსპორტისა და საერთაშორისო ბაზრებზე ქართული პროდუქციის წარდგენის მიმართულებებით.
გიორგი კოორდინაციას უწევდა და მონაწილეობდა USAID-ის, GIZ-ის, IFAD-ისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით განხორციელებულ პროექტებსა და ინიციატივებში.
გიორგი ავალიანი არის დუბლინის ბიზნეს სკოლის საერთაშორისო მარკეტინგის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული. ასევე გავლილი აქვს ბიზნესის მართვის სასერტიფიკატო პროგრამები ბალტიის საერთაშორისო აკადემიასა და ლატვიის ევროპის ბიზნესის სკოლაში
პროგრამის ღირებულება: 1700 ლარი
გადახდის გრაფიკი: თანხის გადახდა ხდება სწავლის დაწყებიდან პირველი კვირის განმავლობაში.
ფასდაკლების სისტემა
პროგრამა მოიცავს ინდივიდუალურ და კორპორაციულ ფასდაკლებებს.
ინდივიდუალური ფასდაკლება:
1. GIPA – ს კურსდამთავრებულთათვის – 10%
2. ოჯახის წევრების ერთ კურსზე ერთდროულად სწავლის შემთხვევაში – 10%
კორპორატიული ფასდაკლება:
იმ შემთხვევაში თუ ორგანიზაცია ფარავს თანამშრომლების განვითარების ხარჯებს, მოქმედებს შემდეგი ფასდაკლებები:
1. ორი ან სამი თანამშრომელი – 10%
2. ოთხი თანამშრომელი – 15%
3. ხუთი ან მეტი თანამშრომელი – 20%
*მონაწილეს შეუძლია ისარგებლოს ფასდაკლების მხოლოდ ერთი ვერსიით.
გადახდა:
გადახდა უნდა განხორციელდეს ორგანიზაციის ანგარიშზე. პირადი ნომერი და პროგრამის დასახელება უნდა მიეთითოს საგადახდო დავალებაში.
საბანკო რეკვიზიტები:
ანგარიშის ნომერი - GE84TB1100000110700419 / GEL
რეგისტრაციის ბოლო ვადა არის 2026 წლის 20 სექტემბერი. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან.
სწავლა დაიწყება 2026 წლის 5 ოქტომბრიდან.
შერჩევის კრიტერიუმები:
ქეთევან ავალიანი
კოორდინატორი
ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი
მის: მარი ბროსეს 2, თბილისი, 0108
ელ-ფოსტა: k.avaliani@gipa.ge
მობ: (+995) 599 17 67 17