საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი აცხადებს მიღებას უნიკალურ სასერტიფიკატო პროგრამაზე - აგრობიზნესის აღმასრულებელი პროგრამა (Agrobusiness Executive Program).
პროგრამა განკუთვნილია იმ მსმენელებისთვის, რომლებსაც სურთ საქართველოს აგრობიზნესისა და სოფლის განვითარების სექტორის პრაქტიკული, რეალური და თანამედროვე სურათის გაცნობა. კურსი აგებულია გამოცდილების გაზიარების, დარგობრივი განხილვებისა და რეალური ისტორიების პრინციპზე, რომელსაც შესაბამისი პრაქტიკოსი ფერმერი თუ აგრობიზნესის წარმომადგენელი გააზიარებენ.
პროგრამა არ მოიცავს დავალებებსა და შეფასებებს. მისი მთავარი ღირებულებაა მონაწილეებს განუვითაროს სექტორული ხედვა, გააცნოს რეალური პრაქტიკული მაგალითები თუ მიგნებები და შეუქმნას წარმოდგენა საქართველოში აგროსექტორის სხვადასხვა მიმართულებაზე.
პრაქტიკოსი/სპიკერი: ზურა ჯანელიძე, შპს ჰერბიას დამფუძნებელი
პრაქტიკოსი/სპიკერი: ალექსანდრე (ალეკო) პაპავა - მეფუტკრეთა გაერთიანების ხელმძღვანელი ან გიორგი იაშვილი - შპს ჯეო ნატურალის დირექტორი
პრაქტიკოსი/სპიკერი: ბექა გონაშვილი - შპს აგროქიზიყი
პრაქტიკოსი/სპიკერი: ანი ქევხიშვილი - შპს ანიგოზი
პრაქტიკოსი/სპიკერი: ზურა გოჯიაშვილი, შპს ტირიფონის ბაღების დამფუძნებელი
პრაქტიკოსი/სპიკერი: კონსტანტინე ხუცაიძე - კოოპერატივების განვითარების დეპარტამენტის უფროსი და შოთა ცუკოშვილი - ლურჯი მოცვის ასოციაციის თავმჯდომარე
პრაქტიკოსი/სპიკერი: აგრარული მიმართულების ხელმძღვანელი ნებისმიერი ბანკიდან - საქართველოს ბანკის წარმომადგენელი
პრაქტიკოსი/სპიკერი: ლადო გუგუშვილი - ჯორჯიაზ ნეიჩერალზ, პაატა აროშიძე შპს გეონატურალსი
პროგრამა არ ითვალისწინებს გამოცდებს, ტესტებს, წერით დავალებებს ან ინდივიდუალური პროექტის წარდგენას. პროგრამის მიზანი არ არის მსმენელების აკადემიური შეფასება, არამედ პრაქტიკული ცოდნის, მიგნებებისა და სექტორული ხედვის გაზიარება.
პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, გაიცემა სერტიფიკატი - Executive Certificate in Agrobusiness.
|
მოდული |
შეხვედრა 1 |
შეხვედრა 2 |
პრაქტიკოსის მიმართულება |
|
1 |
სექტორის საერთო სურათი |
სახელმწიფო მხარდაჭერა |
RDA/სექტორული პრაქტიკა |
|
2 |
თანამედროვე მეხილეობა |
მეხილეობის ქეისი |
ვაშლი/ატამი/მსხალი |
|
3 |
მოცვი და კენკროვანი კულტურები |
თხილი, ჩაი და ნიშური კულტურები |
მოცვი/თხილი/ჩაი |
|
4 |
სათბურე მეურნეობა |
მეფუტკრეობა და მცირე აგრობიზნესი |
სათბური/მეფუტკრეობა |
|
5 |
მეცხოველეობა და რძე |
მეფრინველეობა/აკვაკულტურა |
ფერმა/ალტერნატიული მიმართულება |
|
6 |
გადამუშავება |
შემნახველი ინფრასტრუქტურა |
საწარმო/სამაცივრე მეურნეობა |
|
7 |
კოოპერაცია და ასოციაციები |
აგრობიზნესის ფინანსები |
კოოპერატივი/ფინანსური ქეისი |
|
8 |
ექსპორტი და გამოფენები |
ფინალური პანელი |
ექსპორტიორი/პანელი |
გიორგი ავალიანი — პროგრამის ავტორი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე.
აქვს სტრატეგიული კომუნიკაციების, მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობის 10 წელზე მეტი გამოცდილება. მისი პროფესიული საქმიანობა მოიცავს სახელმწიფო პოლიტიკისა და განვითარების პროგრამების დაგეგმვას, კოორდინაციასა და ფართო საზოგადოებისთვის ეფექტიან კომუნიკაციას, ასევე, სახელმწიფო, კერძო და საერთაშორისო სექტორებს შორის პარტნიორობის გაძლიერებას. გიორგის აქვს საერთაშორისო ღონისძიებების, დარგობრივი გამოფენების, სასწავლო ვიზიტებისა და მაღალი დონის შეხვედრების მართვის გამოცდილება.
წლების განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ეროვნული მნიშვნელობის პროგრამების კონცეფციების შემუშავებაში, განხორციელებასა და პოპულარიზაციაში, მათ შორის: შეღავათიანი აგროკრედიტის, აგროდაზღვევის, სასოფლო-სამეურნეო წარმოების ხელშეწყობის, ექსპორტისა და საერთაშორისო ბაზრებზე ქართული პროდუქციის წარდგენის მიმართულებებით.
გიორგი კოორდინაციას უწევდა და მონაწილეობდა USAID-ის, GIZ-ის, IFAD-ისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით განხორციელებულ პროექტებსა და ინიციატივებში.
გიორგი ავალიანი არის დუბლინის ბიზნეს სკოლის საერთაშორისო მარკეტინგის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული. ასევე გავლილი აქვს ბიზნესის მართვის სასერტიფიკატო პროგრამები ბალტიის საერთაშორისო აკადემიასა და ლატვიის ევროპის ბიზნესის სკოლაში