Vidzeme University of Applied Sciences

Vidzeme University of Applied Sciences 

ვიძემის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტი (ViA) არის სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც გთავაზობთ 17 სასწავლო პროგრამას საზოგადოებისა და მეცნიერების ფაკულტეტზე და საინჟინრო ფაკულტეტზე. ვიძემის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტი დაარსდა 1996 წელს და 2001 წელს მას მიენიჭა სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსი. 2002 წელს იგი აკრედიტირებული იქნა განუსაზღვრელი ვადით.

სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2019 წლის იანვარში. ზემოაღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, ორ უნივერსიტეტს შორის დაინერგა სტუდენტთა გაცვლითი პროგრამა, რომლის ფარგლებში, ყოველწლიურად შესაძლებელია 2-2 სტუდენტის გაგზავნა პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების სრული სემესტრის გასავლელად.

თანამშრომლობის მიმართულებები: ბიზნესი, ICT, მედია, მმართველობა;