ვარნას თავისუფალი უნივერსიტეტი "Chernorizets Hrabar" ბულგარეთში ერთ ერთი უმსხვილესი კერძო უნივერსიტეტია. იგი წარმოადგენს აკადემიურ ცენტრს, რომელიც აერთიანებს ბულგარელი და უცხოელი სტუდენტების მომზადებას ქვეყნის პრიორიტეტულ სფეროებში და ქმნის საერთაშორისოდ აღიარებულ და კონკურენტუნარიან სამეცნიერო და აკადემიურ პროდუქტს. მასში სწავლობს 5000-ზე მეტი სტუდენტი 60-მდე საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამაზე და 29 სადოქტორო პროგრამაზე.
ვარნას თავისუფალ უნივერსიტეტთან აკადემიური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2022 წლის თებერვალში.
თანამშრომლობის მიმართულებები: პოლიტიკური მეცნიერებები, სამართალი, მენეჯმენტი ეკონომიკა, ბიზნესი;