სტრატეგიული ლიდერობის მოდული წარმოადგენს ჯიპას ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის (MBA) ბოლო მოდულს, რომლის მიზანია ტოპ-მენეჯერული აზროვნებისა და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების უნარის განვითარება. მოდული აერთიანებს MBA პროგრამის ორ საგანს „სტრატეგიული ლიდერობა“ და „ეტიკეტი და სომელიე“ და ქმნის ინტეგრირებულ სასწავლო გამოცდილებას.
ჯიპა გაძლევთ შესაძლებლობას, თავისუფალ მსმენელად ჩაერთოთ სასწავლო პროცესში MBA პროგამის სტუდენტებთან ერთად, თქვენთვის სასურველი ფორმატის გათვალისწინებით (ფიზიკური თუ ონლაინ დასწრება). მონაწილეებს გექნებათ არჩევანის თავისუფლება დავალებების შესრულებასთან მიმართებით, რაც პროგრამის მაღალ მოქნილობას უზრუნველყოფს მაღალი რანგის მენეჯერებისათვის.
პროგრამის განმავლობაში, გათვალისწინებულია მრავალფეროვანი აქტივობები:
სწავლის შედეგები
ამ აქტივობებით, მოდულის ფარგლებში, მონაწილეები:
1. გაიაზრებთ ტოპ-მენეჯერის მთავარ ამოცანას ორგანიზაციაში (დისკუსიები)
2. პრაქტიკულად გამოცდით ორგანიზაციის სტრატეგიული დაგეგმვის პროცესს (სტრატეგიული დაგეგმვის პროცესი):
2.1. მოახდენთ ორგანიზაციის სტრატეგიული დაგეგმვის პროცესის ორგანიზებას ტოპ-მენეჯმენტის გუნდის წევრის როლში
2.2. მიიღებთ მონაწილეობას ორგანიზაციის სტრატეგიული დაგეგმვის სხვის მიერ ორგანიზებულ პროცესში ტოპ-მენეჯმენტის გუნდის წევრის როლში
2.3. გექნებათ სიმულაცია, როგორ გაუნაწილოთ დავალებები თანამშრომლებს ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებით
2.4. სისტემურად როგორ დაარგანიზოთ ბიზნესი
2.5. როგორ გაზარდოთ კომპანიის ღირებულება
3. ტყეში გასვლითი ლექციით (ოპერაცია „ტყე“), დაინახავთ:
3.1. ორგანიზაციის სტრატეგიის დაგეგმვისა და განხორციელების გამოწვევებს
3.2. ადმინისტრატორის, მენეჯერისა და ტოპ-მენეჯერის აზროვნებას შორის სხვაობას
3.2.1. საქმის სისტემურად გამართვის გამოწვევა
3.2.2. მიკრომენეჯმენტის ცდუნება
3.3. როგორ მოახდინოთ საქმიანობების დელეგირება
4. ევერესტზე 8,848 მეტრიანი ვირტუალური ასვლით (სიმულაცია „ევერესტი“), გაიაზრებთ:
4.1. გუნდური დინამიკის როლს სტრატეგიის განხორციელების პროცესში
4.2. კრიზისისას გუნდის მართვის გამოწვევებს
5. ინვესტორთან ვახშმის სტრატეგიული დაგეგმვით, შეიძენთ (ვახშამი ინვესტორებთან):
5.1. თვითდაჯერებულობას გარე სამყაროში — მოლაპარაკებებზე, ბიზნეს-ლანჩებსა და ოფიციალურ მიღებებზე
5.2. უხილავ უპირატესობას“, რაც ხშირად გადამწყვეტია პარტნიორებთან ნდობის მოსაპოვებლად
6. საკუთარი თავის სტრატეგიული გეგმის შექმნისას, მიხვდებით (პერსონალური სტრატეგიული გეგმა):
6.1. როგორ შეკრათ ყველაფერი ერთიან სისტემაში
6.2. როგორ გაზარდოთ საკუთარი პროფესიული და მენეჯერული ღირებულება
და რაც მნიშვნელოვანია, თქვენ:
7. დაგეგმავთ "საკუთარი პრობლემის" სესიას: კურსის ფარგლებში შეგეძლებათ თქვენი კომპანიისერთი რეალური პრობლემის განხილვა ლექტორთან ინდივიდუალურად ან MBA-ს სტუდენტთა ჯგუფში
8. გადმოგეცემათ პროგრამის დასრულების დამადასტურებელი GIPA-ს ოფიციალური ბლოქჩეინ სერტიფიკატი
ღირებულება: 1790 ლარი; ადრეული რეგისტრაციის (20 თებერვალი) შემთხვევაში, 1200 ლარი
ადგილი: ჯიპა, ბროსე ქ. 2 (ოპერის უკან) და /ან ონლაინ Zoom პლატფორმით
მოდულის დაწყების თარიღი: 1 მარტი
ხანგრძლივობა: 3 თვე , ბიზნესის მოდულის შეხვედრები ჩატარდება კვირაში ერთხელ, შაბათს ან კვირას, 10:00-დან 17:00-მდე, ხოლო ეტიკეტისა და სომელის ლექციები ჩატარდება სამუშაო დღეებში, 19:00-დან 22:00-მდე
ნიკოლოზ აბუაშვილი - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მმართველობის სკოლის პროფესორი, ეკონომიკისდოქტორი. აქვს ბიზნეს პრობლემების გადაწყვეტის 25+ წლიანი და კერძო და საჯარო ორგანიზაციებში მუშაობის მრავალწლიანიგამოცდილება. 1995 წლიდან ატარებს პროფესიულ ტრეინინგებსა და ეწევა აკადემიურ მოღვაწეობას. კითხულობდა ლექციებსთავისუფალი უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ტენესის უნივერსიტეტისსტუდენტებისათვის. არის კომპანია „Business Infrastructure Solutions“–ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი. მისი კომპენტენციაარის ბიზნესების ღირებულების ზრდა, მათი გაჯანსაღება და განვითარება, მარკეტინგის დაგეგმვა და განხორციელება, საინფორმაციოტექნოლოგიების დანერგვა, პროექტების მართვა და პერსონალის განვითარება.
დალი ცატავა - ასოცირებული პროფესორი, საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის პრეზიდენტი, გასტრონომიული კულტურის მკვლევარი; საერთასორისო ლიტერატურული კონკურსის Pen-“ლიტერას” ლაურეატი და ლიტერატურული პრემია “საბას” ნომინანტი წიგნისთვის “გასტრონომიული სიზმრები;” პედაგოგიური და დიდაქტიკური მიდგომების, სწავლისა და სასწავლო პროცესის მართვის პრობლემების გადაწყვეტის, პროექტების მართვის 20 წლიანი და „საქართველოს კულინარიის აკადემია“ – პროექტის მენეჯერის გამოცდილებით. უთანამშრომლია საერთაშორისო ინსტიტუტებთან USAID, EU in Georgia, GIZ, TACIS, GI, DAAD, ავსტრიის ტურიზმის კოლეჯ MODUL-თან. GIPA-ს ბიზნესის სკოლის ლექტორი. სასწავლო პროცესისა და ბიზნესისთვის საჭირო კარიერული უნარჩვევების ტრენერი; ქართული გასტრონომიული კულტურის მკვლევარი. სახელმძღვანელოების- „თვითმენეჯმენტის ანბანი – ჩვენ ეს შეგვიძლია“(GIPA), „სწავლის ტექნიკები“(ESM-Tbilisi) - ავტორი.
ქეთევან ჯურხაძე - საერთაშორისო დონის ღვინის ექსპერტი, ენოლოგი და სერტიფიცირებული ღვინის დეგუსტატორი, მრავალწლიანი პროფესიული და აკადემიური გამოცდილებით. თსუ-ს ბიოტექნოლოგიის ფაკულტეტი, "იგიარის" იმერეთის ღვინის ასოციაციის დირექტორი, ღვინის სკოლის „კაბისტონი“-ს დირექტორი. საქართველოს ეროვნული ღვინის სააგენტოს ოფიციალური სადეგუსტაციო კომისიის წევრი. მონაწილეობდა და ჟიურის წევრი იყო მსოფლიოს წამყვან ღვინის კონკურსებზე, მათ შორის Concours Mondial de Bruxelles და MUNDUS VINI. არის მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულების პროფესორი. მისი სამეცნიერო ნაშრომები გამოქვეყნებულია საერთაშორისო რეფერირებად გამოცემებში. ფლობს WSET-ის II და III დონის სერტიფიკატებს.
პროგრამის ღირებულება: 1790 ლარი; ადრეული რეგისტრაციის (20 თებერვალი) შემთხვევაში, 1200 ლარი
გადახდის გრაფიკი: თანხის გადახდა ხდება ერთჯერადად, პროგრამის დაწყებამდე.
ფასდაკლების სისტემა
პროგრამა მოიცავს ინდივიდუალურ და კორპორაციულ ფასდაკლებებს.
ინდივიდუალური ფასდაკლება:
1. GIPA – ს კურსდამთავრებულთათვის – 10%
2. ოჯახის წევრების ერთ კურსზე ერთდროულად სწავლის შემთხვევაში – 10%
კორპორატიული ფასდაკლება:
იმ შემთხვევაში თუ ორგანიზაცია ფარავს თანამშრომლების განვითარების ხარჯებს, მოქმედებს შემდეგი ფასდაკლებები:
1. ორი ან სამი თანამშრომელი – 10%
2. ოთხი თანამშრომელი – 15%
3. ხუთი ან მეტი თანამშრომელი – 20%
*მონაწილეს შეუძლია ისარგებლოს ფასდაკლების მხოლოდ ერთი ვერსიით.
გადახდა:
გადახდა უნდა განხორციელდეს ორგანიზაციის ანგარიშზე. პირადი ნომერი და პროგრამის დასახელება უნდა მიეთითოს საგადახდო დავალებაში.
საბანკო რეკვიზიტები:
ანგარიშის ნომერი - GE84TB1100000110700419 / GEL
სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა.
რეგისტრაციის ბოლო ვადა არის 2026 წლის 25 თებერვალი. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან.
სწავლა დაიწყება 2026 წლის 1 მარტს.
შერჩევის კრიტერიუმები:
*სასურველია: ინგლისური Intermediate Level და სამუშაო გამოცდილება
ჟანა ანთია
ხელმძღვანელი
ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი
მის: მარი ბროსეს 2, თბილისი, 0108
ელ-ფოსტა: zh.antia@gipa.ge
მობ: 595592301