eng_სტრატეგიული ლიდერობა 12 თავისუფალი მსენელისათვის

eng_

სტრატეგიული ლიდერობის მოდული წარმოადგენს ჯიპას ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის (MBA) დასკვნით კომპონენტს, რომლის მიზანია ტოპ-მენეჯერული აზროვნებისა და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების უნარის განვითარება. მოდული აერთიანებს MBA პროგრამის ორ საგანს „სტრატეგიული ლიდერობა“ და „ეტიკეტი და სომელიე“ და ქმნის ინტეგრირებულ სასწავლო გამოცდილებას.

ჯიპა გაძლევთ შესაძლებლობას, თავისუფალ მსმენელად ჩაერთოთ სასწავლო პროცესში MBA პროგამის სტუდენტებთან ერთად, თქვენთვის სასურველი ფორმატის გათვალისწინებით (ფიზიკური თუ ონლაინ დასწრება). მონაწილეებს გექნებათ არჩევანის თავისუფლება დავალებების შესრულებასთან მიმართებით, რაც პროგრამის მაღალ მოქნილობას უზრუნველყოფს მაღალი რანგის მენეჯერებისათვის.

პროგრამის განმავლობაში, გათვალისწინებულია მრავალფეროვანი აქტივობები:

  1. სტრატეგიული დაგეგმვის სესია-დისკუსია: როგორ დავგეგმოთ და წავიყვანოთ ბორდის შეხვედრა და როგორ მივიღოთ მონაწილეობა სტრატეგიული დაგეგმვის პროცესში.
  2. AI დელეგირება: ხელოვნური ინტელექტის გამოყენება თანამშრომლებისათვის დავალების მიცემის და მართვის ტრენაჟორად.
  3. ექსტრემალური ლიდერობა: გასვლითი ლექცია დელეგირებაზე („ოპერაცია ტყე“) და კრიზისული ბიზნეს სიმულაცია „ევერესტი“ (ვირტუალური ასვლა 8848 მეტრზე)
  4. ელიტული ნეთვორქინგი: ვახშმის დაგეგმვა ინვესტორთან - სომელიეს როლი  და ე.წ. უხილავი უპირატესობა პროფესიულ ურთიერთობებში
  5. კონსულტაცია („საკუთარი პრობლემის სესია“): რეალური ბიზნეს-პრობლემის ინდივიდუალური ან ჯგუფური განხილვა ლექტორთან ან მთლიან MBA-ს ჯგუფთან.

 სწავლის შედეგები

ამ აქტივობებით, მოდულის ფარგლებში, მონაწილეები:

  1. გაიაზრებთ ტოპ-მენეჯერის მთავარ ამოცანას ორგანიზაციაში (დისკუსიები)
  2. პრაქტიკულად გამოცდით ორგანიზაციის სტრატეგიული დაგეგმვის პროცესს (სტრატეგიული დაგეგმვის პროცესი): 

2.1. მოახდენთ ორგანიზაციის სტრატეგიული დაგეგმვის პროცესის ორგანიზებას ტოპ-მენეჯმენტის გუნდის წევრის როლში

2.2. მიიღებთ მონაწილეობას ორგანიზაციის სტრატეგიული დაგეგმვის სხვის მიერ ორგანიზებულ პროცესში ტოპ-მენეჯმენტის გუნდის წევრის როლში

2.3. AI-ს გამოყენებით, ივარჯიშებთ როგორ მისცეთ დავალებები თანამშრომლებს

2.4. სისტემურად როგორ დაარგანიზოთ ბიზნესი

2.5. როგორ გაზარდოთ კომპანიის ღირებულება

3. ტყეში გასვლითი ლექციით (ოპერაცია „ტყე“), დაინახავთ:

3.1. ორგანიზაციის სტრატეგიის დაგეგმვისა და განხორციელების გამოწვევებს

3.2. ადმინისტრატორის, მენეჯერისა და ტოპ-მენეჯერის აზროვნებას შორის სხვაობას

3.2.1. საქმის სისტემურად გამართვის გამოწვევა

3.2.2. მიკრომენეჯმენტის ცდუნება

3.3. როგორ მოახდინოთ საქმიანობების დელეგირება

4. ევერესტზე 8,848 მეტრიანი ვირტუალური ასვლით (სიმულაცია „ევერესტი“), გაიაზრებთ:

4.1. გუნდური დინამიკის როლს სტრატეგიის განხორციელების პროცესში

4.2. კრიზისისას გუნდის მართვის გამოწვევებს

5. ინვესტორთან ვახშმის სტრატეგიული დაგეგმვით, შეიძენთ (ვახშამი ინვესტორებთან):

5.1. თვითდაჯერებულობას გარე სამყაროში — მოლაპარაკებებზე, ბიზნეს-ლანჩებსა და ოფიციალურ მიღებებზე

5.2. უხილავ უპირატესობას“, რაც ხშირად გადამწყვეტია პარტნიორებთან ნდობის მოსაპოვებლად

6. საკუთარი თავის სტრატეგიული გეგმის შექმნისას, მიხვდებით (საკუთარი თავის სტრატეგიული გეგმა):

6.1. როგორ შეკრათ ყველაფერი ერთიან სისტემაში

6.2. როგორ გაზარდოთ საკუთარი პროფესიული და მენეჯერული ღირებულება

და რაც მნიშვნელოვანია, თქვენ:

7. დაგეგმავთ "საკუთარი პრობლემის" სესიას: კურსის ფარგლებში შეგეძლებათ თქვენი კომპანიისერთი რეალური პრობლემის განხილვა ლექტორთან ინდივიდუალურად ან MBA-ს სტუდენტთა ჯგუფში

8. გადმოგეცემათ პროგრამის დასრულების დამადასტურებელი GIPA-ს ოფიციალური ბლოქჩეინ სერტიფიკატი

ღირებულება: 1790 ლარი; ადრეული რეგისტრაციის (20 თებერვალი) შემთხვევაში, 1200 ლარი

ადგილი: ჯიპა, ბროსე ქ. 2 (ოპერის უკან) და /ან ონლაინ Zoom  პლატფორმით

მოდულის დაწყების თარიღი: 1 მარტი

ხანგრძლივობა:  3 თვე , ბიზნესის მოდულის შეხვედრები ჩატარდება კვირაში ერთხელ, შაბათს ან კვირას, 10:00-დან 17:00-მდე, ხოლო ეტიკეტისა და სომელის ლექციები ჩატარდება სამუშაო დღეებში, 19:00-დან 22:00-მდე

eng_

ნიკოლოზ აბუაშვილი - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის  (GIPA) მმართველობის სკოლის პროფესორი, ეკონომიკისდოქტორი. აქვს ბიზნეს პრობლემების გადაწყვეტის 25+ წლიანი და კერძო და საჯარო ორგანიზაციებში მუშაობის მრავალწლიანიგამოცდილება. 1995 წლიდან ატარებს პროფესიულ ტრეინინგებსა და ეწევა აკადემიურ მოღვაწეობას. კითხულობდა ლექციებსთავისუფალი უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ტენესის უნივერსიტეტისსტუდენტებისათვის. არის კომპანია „Business Infrastructure Solutions“–ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი. მისი კომპენტენციაარის ბიზნესების ღირებულების ზრდა, მათი გაჯანსაღება და განვითარება, მარკეტინგის დაგეგმვა და განხორციელება, საინფორმაციოტექნოლოგიების დანერგვა, პროექტების მართვა და პერსონალის განვითარება. 

დალი ცატავა - ასოცირებული პროფესორი, საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის პრეზიდენტი, გასტრონომიული კულტურის მკვლევარი; საერთასორისო ლიტერატურული კონკურსის Pen-“ლიტერას” ლაურეატი და ლიტერატურული პრემია “საბას”  ნომინანტი წიგნისთვის “გასტრონომიული სიზმრები;” პედაგოგიური და დიდაქტიკური მიდგომების, სწავლისა და სასწავლო პროცესის მართვის პრობლემების გადაწყვეტის, პროექტების მართვის 20 წლიანი და „საქართველოს კულინარიის აკადემია“ – პროექტის მენეჯერის გამოცდილებით. უთანამშრომლია საერთაშორისო ინსტიტუტებთან USAID, EU in Georgia, GIZ, TACIS, GI, DAAD, ავსტრიის ტურიზმის კოლეჯ MODUL-თან. GIPA-ს ბიზნესის სკოლის ლექტორი. სასწავლო პროცესისა და ბიზნესისთვის საჭირო კარიერული უნარჩვევების ტრენერი; ქართული გასტრონომიული კულტურის მკვლევარი. სახელმძღვანელოების- „თვითმენეჯმენტის ანბანი – ჩვენ ეს შეგვიძლია“(GIPA), „სწავლის ტექნიკები“(ESM-Tbilisi) - ავტორი.

ქეთევან ჯურხაძე - საერთაშორისო დონის ღვინის ექსპერტი, ენოლოგი და სერტიფიცირებული ღვინის დეგუსტატორი, მრავალწლიანი პროფესიული და აკადემიური გამოცდილებით. თსუ-ს ბიოტექნოლოგიის ფაკულტეტი, "იგიარის" იმერეთის ღვინის ასოციაციის დირექტორი, ღვინის სკოლის „კაბისტონი“-ს დირექტორი. საქართველოს ეროვნული ღვინის სააგენტოს ოფიციალური სადეგუსტაციო კომისიის წევრი. მონაწილეობდა და ჟიურის წევრი იყო მსოფლიოს წამყვან ღვინის კონკურსებზე, მათ შორის Concours Mondial de Bruxelles და MUNDUS VINI. არის მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულების პროფესორი. მისი სამეცნიერო ნაშრომები გამოქვეყნებულია საერთაშორისო რეფერირებად გამოცემებში. ფლობს WSET-ის II და III დონის სერტიფიკატებს.

eng_

პროგრამის ღირებულება: 1790 ლარი; ადრეული რეგისტრაციის (20 თებერვალი) შემთხვევაში, 1200 ლარი

გადახდის გრაფიკითანხის გადახდა ხდება ერთჯერადად, პროგრამის დაწყებამდე. 

ფასდაკლების სისტემა

პროგრამა მოიცავს ინდივიდუალურ და კორპორაციულ ფასდაკლებებს. 

ინდივიდუალური ფასდაკლება:

1. GIPA – ს კურსდამთავრებულთათვის – 10%

2. ოჯახის წევრების ერთ კურსზე ერთდროულად სწავლის შემთხვევაში – 10%

კორპორატიული ფასდაკლება:

იმ შემთხვევაში თუ ორგანიზაცია ფარავს თანამშრომლების განვითარების ხარჯებს, მოქმედებს შემდეგი ფასდაკლებები:

1. ორი ან სამი თანამშრომელი – 10%

2. ოთხი თანამშრომელი – 15%

3. ხუთი ან მეტი თანამშრომელი – 20%

*მონაწილეს შეუძლია ისარგებლოს ფასდაკლების მხოლოდ ერთი ვერსიით.

გადახდა:

გადახდა უნდა განხორციელდეს ორგანიზაციის ანგარიშზე. პირადი ნომერი და პროგრამის დასახელება უნდა მიეთითოს საგადახდო დავალებაში.

საბანკო რეკვიზიტები:

  • სს „ თიბისი ბანკი“
  • საბანკო კოდი (მფო): TBCB GE 22
  • მიმღების დასახელება - ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

ანგარიშის ნომერი - GE84TB1100000110700419 / GEL

eng_

სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა.

რეგისტრაციის ბოლო ვადა არის 2026 წლის  25 თებერვალი. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან.

სწავლა დაიწყება 2026 წლის 1 მარტს.

შერჩევის კრიტერიუმები:

  • მოტივაცია
  • კომუნიკაციის უნარი
  • სამუშაო გამოცდილება

*სასურველია: ინგლისური Intermediate Level და სამუშაო გამოცდილება

eng_

ჟანა ანთია

ხელმძღვანელი

ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი

მის: მარი ბროსეს 2, თბილისი, 0108 

ელ-ფოსტა: zh.antia@gipa.ge
მობ: 595592301

eng_
eng_
eng_