• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • Hochschule Hannover – University of Applied Sciences and Arts

    ჰანოვერის გამოყენებით მეცნიერებათა და ხელოვნების უნივერსიტეტი (HsH) არის გერმანიის ქალაქ ჰანოვერში მდებარე საჯარო გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი. იგი 1971 წელს რამდენიმე საგანმანათლებლო დაწესებულების გაერთიანების შედეგად დაარსდა და დღეს ქალაქის სიდიდით მეორე უნივერსიტეტს წარმოადგენს.

    HsH პრაქტიკულ სწავლებასა და გამოყენებით კვლევებზეა ორიენტირებული და საქმიანობას ხუთი ფაკულტეტის ფარგლებში ახორციელებს: ელექტროინჟინერიისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ფაკულტეტი, მექანიკური ინჟინერიისა და ბიოპროცესული ინჟინერიის ფაკულტეტი, მედიის, ინფორმაციისა და დიზაინის ფაკულტეტი, ბიზნესისა და კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტი, ასევე დიაკონიის, ჯანმრთელობისა და სოციალური მუშაობის ფაკულტეტი.

     

    ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2025 წლის ივნისში. ზემოაღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, ორ უნივერსიტეტს შორის დაინერგა სტუდენტების გაცვლითი პროგრამა, რომლის ფარგლებში, ყოველწლიურად შესაძლებელია 4-4 სტუდენტის გაგზავნა პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების სრული სემესტრის გასავლელად.

    თანამშრომლობის მიმართულებები: ჟურნალისტიკა, მედია, აუდიო-ვიზუალური ხელოვნება;