Fontys University of Applied Sciences

Fontys University of Applied Sciences

ფონტისის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტი არის ჰოლანდიის გამოყენებითი მეცნიერების ერთ ერთი წამყვანი უნივერსიტეტი, სადაც 44000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს ნიდერლანდების სამხრეთით მდებარე რამდენიმე კამპუსში. Fontys– ის სამი უდიდესი კამპუსი მდებარეობს  ეინდჰოვენში, ტილბურგსა და ვენლოში.

ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2020 წლის ოქტომბერში. ზემოთ აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, ორ უნივერსიტეტს შორის დაინერგა სტუდენტების გაცვლითი პროგრამა, რომლის ფარგლებში, ყოველწლიურად შესაძლებელია 2-2 სტუდენტის გაგზავნა პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების სრული სემესტრის გასავლელად.

თანამშრომლობის მიმართულებები: ICT, ბიზნესი;