ბიზნესის მენეჯმენტი

GIPA-ს ბიზნესის მენეჯმენტის სასერტიფიკატო პროგრამა შექმნილია ნებისმიერი განათლების მქონე პირებისათვის, რომლებსაც აქვთ საკუთარი ბიზნესი, მუშაობენ სხვადასხვა ბიზნესში ან სურვილი აქვთ დაიწყონ საკუთარი ბიზნესი. პროგრამის მიზანია, მსმენელებს შეასწავლოს ბიზნესის კეთებისა და ფუნქციონირების ძირითადი პრინციპები. სალექციო კურსი შემუშავებული და წარმოდგენილია ინსტიტუტის წამყვანი ლექტორების, პრაქტიკოსი მენეჯერებისა და პროფესიონალი კონსულტანტების მიერ, განათლების თანამედროვე მეთოდებსა და სასწავლო პროგრამებზე დაყრდნობით.

პროგრამის შინაარსი:

1. ბიზნესის მართვის ძირითადი პრინციპები 

  • ბიზნესის სტრატეგიები
  • SMARTკონცეფცია, SWOT ანალიზი, CSF შეფასების კრიტერიუმები
  • ფინანსების მენეჯმენტი და ფინანსური აღრიცხვა
  • ბიუჯეტირება
  • მომგებიანობის დათვლა, IRR, NPV, PAYBACK PERIOD, ROI ერთეულ პროდუქციაზე დანახარჯის დათვლა, ფასნამატი MARKUP, მოგები მარჟა ROS

 2. მარკეტინგისა და გაყიდვების მართვა  

  • მარკეტინგის ორგანიზების პრინციპები
  • მარკეტინგული გარემოს ანალიზი 
  • ბიზნეს მოდელი და კონკურენტული სტრატეგიები
  • სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება

 3. ორგანიზაციის ფინანსური საქმიანობის დაგეგმვა და ანალიზი  

  • ბიზნესის ფინანსური მართვა
  • ფინანსური ანალიზი
  • ფინანსური და მენეჯერული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები
  • მოგება-ზარალის ანგარიშგება, ფულადი სახსრების ანგარიშგება და ბიუჯეტი

 4. ბიზნეს კომუნიკაცია და ეტიკეტი  

  • ბიზნეს ეტიკეტის როლი და ძირითადი პრინციპები
  • ბიზნეს პროტოკოლი
  • ეფექტური კომუნიკაცია

5. ბიზნესის სამართლებრივი რეგულირების საფუძვლები 

  • სამეწარმეო იურიდიული პირების დაფუძნება
  • საწარმოს მოგების - დივიდენდის გადანაწილების საკანონმდებლო წინაპირობები და შესაბამისი სასამართლო პრაქტიკა
  • ხელშეკრულებათა დადების, შემუშავების და შესრულების სამართლებრივი ასპექტები
  • სასაქონლო ნიშანთა მნიშვნელობა, ნიშანთა უპირატესობები, სამეწარმეო საქმიანობაში მათი გამოყენება, დაცვა და შესაბამისი სასამართლო პრაქტიკა

6. ფინალური პროექტი 

განვლილი საგნების საფუძველზე, მონაწილეები მოამზადებენ და წარადგენენ ფინალურ პროექტს/ბიზნეს გეგმას.

    სწავლის ხანგრძლივობა: 3 თვე, ლექციები ტარდება კვირაში სამჯერ ან ოთხჯერ 19:00-დან 22:00-მდე. შაბათობით - დღის განმავლობაში.

    სწავლების ენა: ქართული

    სწავლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ბიზნესის მენეჯმენტის პროგრამის დამამთავრებელი სერტიფიკატი.

    სერტიფიკატის აღების წინაპირობა: პროგრამის მანძილზე, მსმენელებმა განვლილ საგნებში უნდა ჩააბარონ გამოცდები, ასევე, კურსის ბოლოს, უნდა წარმოადგინონ ინდივიდუალური პროექტი.

    გიორგი თურქია - სრული პროფესორი ეკონომიკის დარგში. აქვს ბიზნესის მენეჯმენტში ლექციების კითხვის 20-წლიანი გამოცდილება არის ბიზნესის დაგეგმარებისა და მენეჯმენტის საკითხების ექსპერტი და კონსულტაციებს უწევს სახელმწიფო, კერძო და საერთაშორისო  ორგანიზაციებს. არის რამდენიმე პროექტის ინიციატორი და გამოცდების ეროვნული ცენტრის ჯგუფის სპეციალისტი. ასევე, ბიზნესის მიმართულებით ოთხი სახელმძღვანელოს ავტორი, მათ შორის წიგნების -  „ბიზნესის საფუძვლებისა“ და „ბიზნესის“ თანაავტორი.

    ნიკოლოზ აბუაშვილი - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის  (GIPA) მმართველობის სკოლის პროფესორი, ეკონომიკის დოქტორი. აქვს ბიზნეს პრობლემების გადაწყვეტის 20+ წლიანი და კერძო და საჯარო ორგანიზაციებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 1995 წლიდან ატარებს პროფესიულ ტრეინინგებსა და ეწევა აკადემიურ მოღვაწეობას. კითხულობდა ლექციებს თავისუფალი უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ტენესის უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის. არის კომპანია „Business Infrastructure Solutions“–ის დამფუძნებელი პარტნიორი. მისი კომპენტენცია არის ბიზნესების ღირებულების ზრდა, მათი გაჯანსაღება და განვითარება, მარკეტინგის დაგეგმვა და განხორციელება, საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვა, პროექტების მართვა და პერსონალის განვითარება. 

    ლევან კოკაია - არის სამართლისა და სახელმწიფო მართვის მაგისტრი.  აქვს სახელმწიფო და კერძო სექტორებში მუშაობის 7 წლიანი და აკადემიურ სფეროში მუშაობის 5+ წლიანი გამოცდილება. არის 25 გამოქვეყნებული სამეცნიერო და ანალიტიკური პუბლიკაციის ავტორი, რომელიც შეეხება ნავთობის და გაზის ტრანსსასაზღვრო გადაზიდვის პროექტის ხელშეკრულებათა სამართლებრივ ანალიზს, ფინანსურ ბაზრებს, კაპიტალის ბაზრების და საინვესტიციო ფონდების სამართლებრივ რეგულირებას, კორპორაციულ მართვას, აგრეთვე საინვესტიციო, საერთაშორისო კერძო და ანტიმონოპოლიური სამართლის საკითებს. 

    პროგრამის ღირებულება: 1750 ლარი

    გადახდის გრაფიკი: თანხის გადახდა ხდება 2 ეტაპად

    I ეტაპი – 1000 ლარი (სწავლის დაწყებიდან 1 კვირის განმავლობაში)

    II ეტაპი – 750 ლარი (სწავლის დაწყების მეორე თვეს)

    ფასდაკლების სისტემა

    პროგრამა მოიცავს ინდივიდუალურ და კორპორაციულ ფასდაკლებებს. 

    ინდივიდუალური ფასდაკლება:

    1. GIPA – ს კურსდამთავრებულთათვის – 10%

    2. ოჯახის წევრების ერთ კურსზე ერთდროულად სწავლის შემთხვევაში – 10%

    კორპორატიული ფასდაკლება:

    იმ შემთხვევაში თუ ორგანიზაცია ფარავს თანამშრომლების განვითარების ხარჯებს, მოქმედებს შემდეგი ფასდაკლებები:

    1. ორი ან სამი თანამშრომელი – 10%

    2. ოთხი თანამშრომელი – 15%

    3. ხუთი ან მეტი თანამშრომელი – 20%

    *მონაწილეს შეუძლია ისარგებლოს ფასდაკლების მხოლოდ ერთი ვერსიით.

    გადახდა:

    გადახდა უნდა განხორციელდეს ორგანიზაციის ანგარიშზე. პირადი ნომერი და პროგრამის დასახელება უნდა მიეთითოს საგადახდო დავალებაში.

    საბანკო რეკვიზიტები:

    • სს „ თიბისი ბანკი“
    • საბანკო კოდი (მფო): TBCB GE 22
    • მიმღების დასახელება - ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

    ანგარიშის ნომერი - GE84TB1100000110700419 / GEL

    სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა, უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა.

    რეგისტრაციის ბოლო ვადა არის 2024 წლის 23 სექტემბერი.

    რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, გასაუბრება ჩატარდება მიმღებ კომისიასთან.

    სწავლა დაიწყება 2024 წლის ოქტომბრის დასაწყისში.

    შერჩევის კრიტერიუმები: 

    • მოტივაცია
    • კომუნიკაციის უნარი
    • სამუშაო გამოცდილება

    თეონა სუხიაშვილი

    კოორდინატორი

    ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი

    მის: მარი ბროსეს 2, თბილისი, 0108

    ელ-ფოსტა: t.sukhiashvili@gipa.ge

    მობ: +995 598 119 212