Business Administration

GIPA-ს ბიზნესის მენეჯმენტის სასერტიფიკატო პროგრამა შექმნილია ნებისმიერი განათლების მქონე პირებისათვის, რომლებსაც აქვთ საკუთარი ბიზნესი, მუშაობენ სხვადასხვა ბიზნესში ან სურვილი აქვთ დაიწყონ საკუთარი ბიზნესი. პროგრამის მიზანია, მსმენელებს შეასწავლოს ბიზნესის კეთებისა და ფუნქციონირების ძირითადი პრინციპები. სალექციო კურსი შემუშავებული და წარმოდგენილია ინსტიტუტის წამყვანი ლექტორების, პრაქტიკოსი მენეჯერებისა და პროფესიონალი კონსულტანტების მიერ, განათლების თანამედროვე მეთოდებსა და სასწავლო პროგრამებზე დაყრდნობით.

1. ბიზნესის პრინციპები / 8 შეხვედრა – ლექტორი: გიორგი თურქია

კურსი წარმოადგენს შესავალს თანამედროვე ბიზნესის კონცეფციებში, მეთოდებში, სტრუქტურებსა და ფილოსოფიაში. მსმენელი გაეცნობა ბიზნესის ენას, ცნებებსა და გარემოს. ეს კურსი დაეხმარება მსმენელს ბიზნესის სამყაროში და მის გარშემო არსებული პრიორიტეტებისა და პრობლემების დადგენაში. კურსის გავლის შემდეგ მსმენელი შეძლებს ბიზნეს გარემოს აღწერას და მასზე მსჯელობას, ბიზნეს იდეის პროექტის სახით ჩამოყალიბებას. კურსის განმავლობაში საუბარი იქნება ბიზნესის გარშემო არსებულ რისკებზე, მათ კლასიფიცირებაზე წარმოშობისა და ხასიათის მიხედვით. სტუდენტებს დაევალებათ კონკრეტული ბიზნესის მაგალითზე რისკების მართვის სისტემის მოდელის შექმნა.

2. მარკეტინგი / 6 შეხვედრა – ლექტორი: ნიკოლოზ აბუაშვილი

კურსი საშუალებას მისცემს მონაწილეს გაერკვეს თანამედროვე მარკეტინგის საფუძვლებში, მის როლსა და ფუნქციებში სხვადასხვა სახის კომპანიის მაგალითზე. შეხვედრების მანძილზე მსმენელები გაეცნობიან მარკეტინგის ორგანიზების პრინციპებს, რა მოვალეობა აკისრია მარკეტინგის პერსონალს, პრაქტიკული სამუშაოებით და სიტუაციური ანალიზით შეისწავლიან, როგორ ხდება მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება.

3. მენეჯმენტი / 5 შეხვედრა

კურსის მიზანია მსმენელებს გააცნოს მენეჯმენტის სხვადასხვა ტიპები, რათა მათ შეძლონ ორგანიზაციული წარმადობისა და ეფექტურობის ამაღლება. კურსი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიც არის მმართველობითი პრაქტიკა; ორგანიზაციული ეფექტურობა; კოორდინაციისა და კონტროლის მექანიზმები; მონაწილეობითი მენეჯმენტი და სხვა.

4. ორგანიზაციის ფინანსური საქმიანობის დაგეგმვა / 6 შეხვედრა – ლექტორი: გიორგი თურქია

მსმენელები გაერკვევიან ფინანსური და მენეჯერული აღრიცხვის ძირითად პრინციპებსა და ელემენტებში, განასხვავებენ და გაანალიზებენ საბალანსო ანგარიშგებას, მოგება-ზარალის ანგარიშგებას, ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგებას და ბიუჯეტს.

5. ფინანსური საქმიანობის ანალიზი / 6 შეხვედრა – ლექტორი: გიორგი თურქია

მსმენელები შეისწავლიან ფინანსური ანალიზის ჩატარების მეთოდებში, შეძლებენ ნულოვანი მოგების ანალიზის ჩატარებას და კონტრიბუციული ფორმატის მოგება-ზარალის ანგარიშის შედგენას. შეეძლებათ კავშირების დანახვა საბალანსო ანგარიშგებას, მოგება-ზარალის ანგარიშგებასა და ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგებას შორის.

6. პრეზენტაციის უნარები და ბიზნეს კომუნიკაციები / 3 შეხვედრა

კურსის მიზანია, შეასწავლოს მონაწილეებს საჯარო გამოსვლის ტექნიკა და აღჭურვოს ისინი იმ უნარებით, რაც საჭიროა ეფექტური პრეზენტაციისათვის. სტუდენტები შეისწავლიან, თუ როგორ უნდა მოამზადონ საჯარო გამოსვლა და პრაქტიკული სავარჯიშოების საშუალებით შეეცდებიან, პრაქტიკულად გამოიყენონ მიღებული ცოდნა. მონაწილეები ასევე შეისწავლიან ეფექტური პრეზენტაციის მომზადებას PowerPoint ფორმატში.

7. ფინალური პროექტი – განვლილი საგნების საფუძველზე, მონაწილეები ბოლოს მოამზადებენ და წარადგენენ ფინალურ პროექტს / ბიზნეს გეგმას.

*ბიზნეს პროექტების მართვის სიმულაცია (ასარჩევი)

სწავლის ხანგრძლივობა: 3 თვე, ლექციები ტარდება კვირაში სამჯერ ან ოთხჯერ 19:00-დან 22:00-მდე. შაბათობით დღის განმავლობაში.

კურსის მოცულობა: 110 საათი
სწავლების ენა: ქართული

სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა, უნდა გადმოაგზავნონ პირადობის მოწობის ასლი და ავტობიოგრაფია (CV) საკონტაქტო მეილზე (s.sukhiashvili@gipa.ge) და შეავსონ სააპლიკაციო ფორმა.

საბუთების მიღების ბოლო ვადა არის 2018 წლის 28 თებერვალი. სწავლა დაიწყება 2018 წლის 6 მარტიდან.

საბუთების მიღების შემდეგ, ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან.

შერჩევის კრიტერიუმები: 

  • მოტივაცია
  • კომუნიკაციის უნარი
  • სამუშაო გამოცდილება

პროგრამის ღირებულება: 1500 ლარი
გადახდის გრაფიკი: თანხის ნაწილი, 1000 ლარი უნდა ჩაირიცხოს სწავლის დაწყებიდან პირველი კვირის განმავლობაში და 500 ლარი - სწავლის შუა პერიოდში.

პროგრამაზე გათვალისწინებული არის შემდეგი სახის ფასდაკლებები:

1. GIPA – ს კურსდამთავრებულთათვის – 10%
2. ოჯახის წევრების ერთ კურსზე ერთდროულად სწავლის შემთხვევაში – 10%
3. მრავალშვილიანი ოჯახის შვილი და/ან მშობელი (სამი და მეტი შვილი) – 10%

კორპორატიული ფასდაკლება:

1. ორი ან სამი თანამშრომელი – 10%
2. ოთხი თანამშრომელი – 15%
3. ხუთი ან მეტი თანამშრომელი – 20%

პროგრამით დაინტერესებულ პირს შეუძლია ისარგებლოს მხოლოდ ერთი ფასდაკლებით

საბანკო რეკვიზიტები:

სს „ თიბისი ბანკი“
საბანკო კოდი (მფო): TBCB GE 22
მიმღების დასახელება - ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
ანგარიშის ნომერი - GE84TB1100000110700419 / GEL

გადახდისას, დანიშნულებაში მიუთითეთ პირადი ნომერი და პროგრამის სახელწოდება.

სწავლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ბიზნესის მენეჯმენტის პროგრამის დამამთავრებელი სერტიფიკატი.

სერტიფიკატის აღების წინაპირობა: პროგრამის მანძილზე, მსმენელებმა განვლილ საგნებში უნდა ჩააბარონ გამოცდები, ასევე კურსის ბოლოს უნდა წარმოადგინონ ინდივიდუალური პროექტი.