• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • მარკეტინგი

    პრაქტიკული ცოდნა პრაქტიკოსებისაგან

    GIPA-ს ინოვაციური მარკეტინგის სასერტიფიკატო პროგრამა გთავაზობთ ბიზნესის დაგეგმარების უნიკალურ და აპრობირებულ მეთოდებს.

    პროგრამაში მონაწილეობა გაგიხსნით გზას წარმატებისაკენ და თქვენი ამბიციური სურვილების შესრულებისაკენ.

    ჯიპას მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების მქონე საუკეთესო ლექტორ-პრაქტიკოსები გაგიზიარებენ და თქვენთან ერთად განავითარებენ შემდეგ კომპეტენციებს: ორგანიზაციის მარკეტინგული ხედვა, წარმატებული სტრატეგია და სარეკლამო კამპანია, კომუნიკაციები, საკუთარი თავის მართვა, გაყიდვების პროცესის მართვა და მომხმარებლის ქცევის ანალიზი, მოლაპარაკების წარმართვა, კონკურენტების ქცევა, მარკეტინგული არხების მართვა, პროდუქტის შემუშავება.

    დაგეხმარებით წინასწარ განსაზღვროთ ბიზნესის წარმატება, თითოეული გადაწყვეტილების ბიზნეს შედეგები, კომპანიის იმიჯი და ბაზრის წილი.

    რეგისტრაცია და ტექნიკური აღწერა

    სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა.

    რეგისტრაციის ბოლო ვადა არის 2026 წლის  1 ოქტომბერი. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან.

    სწავლა დაიწყება 2026 წლის 5 ოქტომბრიდან.

    მისამართი: მარი ბროსეს ქ. №2, 0108, GIPA- ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი

    სერტიფიკატი

    სერტიფიკატი: სწავლის დასრულების შემდეგ  მონაწილეებს გადაეცემათ მარკეტინგის მენეჯერის სერტიფიკატი. სერტიფიკატი გაიცემა გრეიდების მიხედვით. 

    სერტიფიკატის აღების წინაპირობა: პროგრამის მანძილზე, მსმენელებმა განვლილ საგნებში უნდა ჩააბარონ გამოცდები და კურსის ბოლოს წარმოადგინონ ინდივიდუალური პროექტი.

     

     პროგრამის შინაარსი:

    1. ბიზნესისა და მარკეტინგის საფუძვლები

    • ბიზნესი, როგორც ერთიანი სისტემა
    • მარკეტინგის როლი და ფუნქციები
    • მარკეტინგის ორგანიზების პრინციპები
    • მარკეტინგის პერსონალის საქმე
    • მარკეტინგის ბუღალტერია

    2. მარკეტინგის სტრატეგიების შემუშავება

    • ბაზრის კვლევა და შესაძლებლობის ანალიზი
    • კონკურენციის სტრატეგიები
    • ბრენდინგი
    • მარკეტინგის გეგმის შემუშავება

    3. მარკეტინგის სტრატეგიების განხორციელება

    • პროდუქტის შემუშავება
    • საფასო სტრატეგიის შემუშავება
    • მარკეტინგული არხების მართვა
    • ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების მართვა
    • ციფრული კომუნიკაციის მართვა
    • მარკეტინგული სტრატეგიის შეფასება

    4. პროფესიონალური და ზოგადი უნარების განვითარება

    • Excel-ის საფუძვლები
    • მარკეტინგული საქმიანობის სამართლებრივი რეგულირება
    • ტექნოლოგიები მარკეტინგისთვის
    • მონაცემთა ანალიზი
    • კომუნიკაცია

    5. გაყიდვების პროცესის მართვა

    • მომხმარებლის ქცევის ფილოსოფია
    • მოლაპარაკების წარმართვის სტრატეგია
    • აზრის შეცვლის ტექნოლოგია
    • კონსულტაციური გაყიდვები

    6. მარკეტინგი მოქმედებაში

    • მარკეტინგული სიმულაცია - მარკეტინგის მართვა ვირტუალური ბიზნესისათვის
    • ბიზნეს პროექტი

    სწავლის ხანგრძლივობა: 7 თვე, ლექციები ჩატარდება კვირაში სამჯერ ან ოთხჯერ, საღამოობით 19:00-დან 22:00-მდე, შაბათობით დღის განმავლობაში.

    სწავლების ენა: ქართული, მასალების ძირითადი ნაწილი წარმოდგენილია ინგლისურ ენაზე.

    სწავლა მიმდინარეობს ინტერაქტიულ რეჟიმში და მოიცავს თეორიისა და პრაქტიკის ნაზავს. მონაწილეები გააკეთებენ მარკეტინგულ სიმულაციებს მარკეტინგული პროგრამის MARKSTRAT მეშვეობით.

    სწავლის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ  მარკეტინგის მენეჯერის სერტიფიკატი (MCM).

    სერტიფიკატი გაიცემა გრეიდების მიხედვით.

    სერტიფიკატის აღების წინაპირობა: პროგრამის მანძილზე, მსმენელებმა განვლილ საგნებში უნდა ჩააბარონ გამოცდები, ასევე კურსის ბოლოს, უნდა წარმოადგინონ ინდივიდუალური პროექტი.

    ნიკოლოზ აბუაშვილი - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის  (GIPA) მმართველობის სკოლის პროფესორი, ეკონომიკის დოქტორი. აქვს ბიზნეს პრობლემების გადაწყვეტის 20+ წლიანი და კერძო და საჯარო ორგანიზაციებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 1995 წლიდან ატარებს პროფესიულ ტრეინინგებსა და ეწევა აკადემიურ მოღვაწეობას. კითხულობდა ლექციებს თავისუფალი უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ტენესის უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის. არის კომპანია „Business Infrastructure Solutions“–ის დამფუძნებელი პარტნიორი. მისი კომპენტენცია არის ბიზნესების ღირებულების ზრდა, მათი გაჯანსაღება და განვითარება, მარკეტინგის დაგეგმვა და განხორციელება, საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვა, პროექტების მართვა და პერსონალის განვითარება. 

    გიორგი თურქია - PhD, აქვს ბიზნეს მენეჯმენტის სექტორში ლექციების წაკითხვის 20 წლიანი გამოცდილება. 17 წელია არის ექსპერტი ბიზნესის დაგეგმარების და მენეჯმენტის საკითხებში და კონსულტაციებს უწევს სახელმწიფო, კერძო და საერთაშორისო  ორგანიზაციებს. არის რამდენიმე პროექტის ინიციატორი და გამოცდების ეროვნული ცენტრის ჯგუფის სპეციალისტი. ასევე, წიგნის „ბიზნესის საფუძვლები“ და „ბიზნესი“ თანაავტორი.

    ზაზა აკობია - სარეკლამო ბიზნესში მოღვაწეობის 15 წლიანი გამოცდილება. მის კლიენტებს შორის იყვნენ  მაკდონალდსი, თეგეტა მოტორსი, LC Waikiki, Reckitt  Benckiser, Reckitt Benckiser Healthcare,  Turkish Airlines,  PUIG, დეა კოსმეტიქს, DANONE და სხვა კომპანიები. არის საერთაშორისო მედია სააგენტო „ჰავას მედიას“ დირექტორი საქართველოსა და სომხეთში, აგრეთვე, კომპანია „ბიზნეს ინფრასთრაქჩა სოლუშენზ“–ის კონსულტანტი მედიის საკითხებში. მისი კომპენტენცია არის ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები.

    ალექსი ჩიქოვანი - სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტოს „LIVE“ - დამფუძნებელი, ბრენდ-კონსულტანტი. არის ლანკასტერის უნივერსიტეტის  ბიზნეს სკოლის ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი, კორპორატიული სტრატეგიისა და ბრენდ მენეჯმენტის მიმართულებით. აქვს ბრენდინგის, მარკეტინგისა და გაყიდვების სფეროში მუშაობის 15+ გამოცდილება. 

    დიმიტრი დათუსანი - 

    ასოცირებული პროფესორი. მისი პრაქტიკული გამოცდილება სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციას მოიცავს. ფლობს ტრენინგების ჩატარების 18-ზე მეტწლიან გამოცდილებას, აქვს ბიზნეს კონსულტანტისა და მენტორის გამოცდილება. მუშაობს გაყიდევების ნეიროფიზიოლოგიაზე. აკვირდება და შეისწავლის ქცევით პატერნებს ყიდვისა და გაყიდვის პროცესში, კავშირებს სიტყვებსა და ქმედების პროგრამებს შორის, მოსმენას წინასწარი განწყობების გარეშე. ამუშავებს აღქმის ხაფანგებს, ლინგვისტურ სტატეგიებს - ეფექტური კომუნიკაცია როგორც წარმატების ინპირაცია და მამოტივირებელი ძალა. გაყიდევბის მიმართულებით აქვს 25 წლიანი საქმიანობის გამოცდილება. არის ICF-ის სერტიფიცირებული ბიზნეს ქოუჩი.

    თინათინ გოგბერაშვილი - 

    2021 წელს დაასრულა თბილისის თავისუფალი უნვიერსიტეტის ბიზნესის სკოლა მარკეტინგის კონცენტრაციით და კორეული ენის მაინორით. მისი გამოცდილება უკავშირდება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კომპანიების ციფრულ მარკეტინგულ პროექტებს  2020 წლიდან მუშაობს ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრ - სს ჯიპიაი ჰოლდინგის მარკეტინგული კომუნიკაციების დეპარტამენტში ციფრული პროექტების მენეჯერად. ამჟამად არის სოციალური მეცნიერებების მაგისტრანტი თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში, ხოლო მისი საკვლევი თემა შეისწავლის საპროტესტო ნარატივებს სოციალურ მედიაში. უმუშავია სხვადასხვა ინდუსტრიის კომპანიასთან ციფრული მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვისა და განხორციელების კუთხით, როგორებიცაა: შპს გლობალ ასისტანს საქართველო, სილქ დეველოპმენტი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, Bisc Partners და ა.შ

    ნინო კუპრაშვილი - "ზედაზენის" მარკეტინგული დეპარტამენტის ხელმძღვანელი. არის ბიზნეს სკოლის- ESM-ის ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი. 

    პროგრამის ღირებულება: 4500 ლარი

    გადახდის გრაფიკი: თანხის გადახდა ხდება 3 ეტაპად

    I ეტაპი – 2500 ლარი 

    II ეტაპი – 1000 ლარი 

    III ეტაპი - 1000 ლარი

    ფასდაკლების სისტემა

    პროგრამა მოიცავს ინდივიდუალურ და კორპორაციულ ფასდაკლებებს. 

    ინდივიდუალური ფასდაკლება:

    1. GIPA – ს კურსდამთავრებულთათვის – 10%

    2. ოჯახის წევრების ერთ კურსზე ერთდროულად სწავლის შემთხვევაში – 10%

    კორპორატიული ფასდაკლება:

    იმ შემთხვევაში თუ ორგანიზაცია ფარავს თანამშრომლების განვითარების ხარჯებს, მოქმედებს შემდეგი ფასდაკლებები:

    1. ორი ან სამი თანამშრომელი – 10%

    2. ოთხი თანამშრომელი – 15%

    3. ხუთი ან მეტი თანამშრომელი – 20%

    *მონაწილეს შეუძლია ისარგებლოს ფასდაკლების მხოლოდ ერთი ვერსიით.

    გადახდა:

    გადახდა უნდა განხორციელდეს ორგანიზაციის ანგარიშზე. პირადი ნომერი და პროგრამის დასახელება უნდა მიეთითოს საგადახდო დავალებაში.

    საბანკო რეკვიზიტები:

    • სს „ თიბისი ბანკი“
    • საბანკო კოდი (მფო): TBCB GE 22
    • მიმღების დასახელება - ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

    ანგარიშის ნომერი - GE84TB1100000110700419 / GEL

    სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა.

    რეგისტრაციის ბოლო ვადა არის 2026 წლის  1 ოქტომბერი. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან.

    სწავლა დაიწყება 2026 წლის 5 ოქტომბრიდან.

    შერჩევის კრიტერიუმები:

    • მოტივაცია
    • კომუნიკაციის უნარი
    • სამუშაო გამოცდილება

    *სასურველია: ინგლისური Intermediate Level და სამუშაო გამოცდილება

    ქეთევან ავალიანი

    კოორდინატორი

    ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი

    მის: მარი ბროსეს 2, თბილისი, 0108 

    ელ-ფოსტა: k.avaliani@gipa.ge

    მობ: (+995) 599 17 67 17