Marketing

ჯიპას ინოვაციური პროგრამა გთავაზობთ ბიზნესის დაგეგმარების უნიკალურ და აპრობირებულ მეთოდებს, რომელიც დაგეხმარებათ ბიზნეს იდეების გენერირებასა და არსებული და სამომავლო საქმიანობის განვითარებაში.

პროგრამაში მონაწილეობა გაგიხსნით გზას წარმატებისაკენ და თქვენი ამბიციური სურვილების შესრულებისაკენ.

ჯიპას მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების მქონე საუკთესო ლექტორ-პრაქტიკოსები გაგიზიარებენ და თქვენთან ერთად განავითარებენ შემდეგ კომპეტენციებს: ორგანიზაციის მარკეტინგული ხედვა, წარმატებული სტრატეგია და სარეკლამო კამპანია, კომუნიკაციები, საკუთარი თავის მართვა, გაყიდვების პროცესის მართვა და მომხმარებლის ქცევის ანალიზი, მოლაპარაკების წარმართვა, კონკურენტების ქცევა, მარკეტინგული არხების მართვა, პროდუქტის შემუშავება.

დაგეხმარებით წინასწარ განსაზღვროთ ბიზნესის წარმატება, თითოეული გადაწყვეტილების ბიზნეს შედეგები, კომპანიის იმიჯი და ბაზრის წილი.

ბიზნესისა და მარკეტინგის საფუძვლები

ბიზნესი, როგორც ერთიანი სისტემა
მარკეტინგის როლი და ფუნქციები
მარკეტინგის ორგანიზების პრინციპები
მარკეტინგის პერსონალის საქმე
მარკეტინგის ბუღალტერია

მარკეტინგის სტრატეგიების შემუშავება

ბაზრის კვლევა და შესაძლებლობის ანალიზი
კონკურენციის სტრატეგიები
ბრენდინგი
მარკეტინგის გეგმის შემუშავება

მარკეტინგის სტრატეგიების განხორციელება

პროდუქტის შემუშავება
საფასო სტრატეგიის შემუშავება
მარკეტინგული არხების მართვა
ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების მართვა
მარკეტინგული სტრატეგიის შეფასება

პროფესიონალური და ზოგადი უნარების განვითარება

სამართლებრივი საკითხები
ტექნოლოგიები მარკეტინგისთვის
მონაცემთა ანალიზი
კომუნიკაცია

გაყიდვების პროცესის მართვა
მომხმარებლის ქცევის ფილოსოფია
მოლაპარაკების წარმართვის სტრატეგია
აზრის შეცვლის ტექნოლოგია

მარკეტინგი მოქმედებაში

მარკეტინგული სიმულაცია - მარკეტინგის მართვა ვირტუალური ბიზნესისათვის
ბიზნეს პროექტი

სწავლის ხანგრძლივობა: 6 თვე, ლექციები ჩატარდება კვირაში სამჯერ ან ოთხჯერ, საღამოობით 19:00-დან 22:00-მდე, შაბათობით დღის განმავლობაში.

კურსის მოცულობა: 260 საათი.

სწავლების ენა: ქართული, მასალების ძირითადი ნაწილი წარმოდგენილია ინგლისურ ენაზე.

სწავლა მიმდინარეობს ინტერაქტიულ რეჟიმში და მოიცავს თეორიისა და პრაქტიკის ნაზავს. მონაწილეები გააკეთებენ მარკეტინგულ სიმულაციებს მარკეტინგული პროგრამის MARKSTRAT მეშვეობით.

სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა გადმოაგზავნონ პირადობის მოწობის ასლი და ავტობიოგრაფია (CV) საკონტაქტო მეილზე (s.sukhiashvili@gipa.ge) და შეავსონ სააპლიკაციო ფორმა.

საბუთების მიღების ბოლო ვადა არის 2018 წლის  28 თებერვალი. სწავლა დაიწყება 2018 წლის 5 მარტიდან.

საბუთების მიღების შემდეგ, ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან.

შერჩევის კრიტერიუმები:

  • მოტივაცია
  • კომუნიკაციის უნარი
  • სამუშაო გამოცდილება

*სასურველია: ინგლისური Intermediate Level და სამუშაო გამოცდილება

 

პროგრამის ღირებულება: 4000 ლარი
გადახდის გრაფიკი: სწავლის საფასური გაიყოფა პირველ ოთხ თვეზე, თანაბრად.

პროგრამის ფარგლებში მოქმედებს შემდეგი სახის ფასდაკლებები:

1. GIPA – ს კურსდამთავრებულთათვის – 10%
2. ოჯახის წევრების ერთ კურსზე ერთდროულად სწავლის შემთხვევაში – 10%
3. მრავალშვილიანი ოჯახის შვილი და/ან მშობელი (სამი და მეტი შვილი) – 10%

კორპორატიული ფასდაკლება:

1. ორი ან სამი თანამშრომელი – 10%
2. ოთხი თანამშრომელი – 15%
3. ხუთი ან მეტი თანამშრომელი – 20%

*მონაწილეს შეუძლია ისარგებლოს ფასდაკლების მხოლოდ ერთი ვერსიით.

საბანკო რეკვიზიტები:

სს „ თიბისი ბანკი“
საბანკო კოდი (მფო): TBCB GE 22
მიმღების დასახელება - ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
ანგარიშის ნომერი - GE84TB1100000110700419 / GEL

გადახდისას, დანიშნულებაში მიუთითეთ პირადი ნომერი და პროგრამის სახელწოდება.

სწავლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ მარკეტინგის მენეჯერის სერტიფიკატი (MCM).

სერტიფიკატის აღების წინაპირობა: პროგრამის მანძილზე, მსმენელებმა განვლილ საგნებში უნდა ჩააბარონ გამოცდები, ასევე კურსის ბოლოს უნდა წარმოადგინონ ინდივიდუალური პროექტი.

ნიკოლოზ აბუაშვილი - ბიზნეს პრობლემების გადაწყვეტის 20+ წლიანი გამოცდილება. რიგითი თანამშრომლიდან დაწყებული, ზედა რგოლის მენეჯერობითა და კონსულტანტობით დამთავრებული, მას უმუშავია კერძო და საჯარო ორგანიზაციების ფართო წრესთან, როგორებიც არიან ბანკები („თიბისი ბანკი“, „სახალხო ბანკი“ და სხვა), ინფრასტრუქტურული კომპანიები (საქართველოს რკინიგზა, ბათუმისა და ფოთის პორტები), მწარმოებლები (ლუდსახარშები „ლომისი“ და „ნატახტარი“), სამთავრობო და საერთაშორისო ინსტიტუტები (GEPA, GTZ, KfW, TACIS, მსოფლიო ბანკი) და სხვა ორგანიზაციები სხვადასხვა სექტორიდან.

1995 წლიდან ატარებს პროფესიულ ტრეინინგებსა და ეწევა აკადემიურ მოღვაწეობას. კითხულობდა ლექციებს თავისუფალი უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ტენესის უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის. არის კომპანია „Business Infrastructure Solutions“–ის დამფუძნებელი პარტნიორი.

მისი კომპენტენცია არის ბიზნესების ღირებულების ზრდა, მათი გაჯანსაღება და განვითარება, მარკეტინგის დაგეგმვა და განხორციელება, საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვა, პროექტების მართვა და პერსონალის განვითარება.

გიორგი თურქია - PhD, აქვს ბიზნეს მენეჯმენტის სექტორში ლექციების წაკითხვის 20 წლიანი გამოცდილება. 17 წელია არის ექსპერტი ბიზნესის დაგეგმარების და მენეჯმენტის საკითხებში და კონსულტაციებს უწევს სახელმწიფო, კერძო და საერთაშორისო ორგანიზაციებს. არის რამდენიმე პროექტის ინიციატორი და გამოცდების ეროვნული ცენტრის ჯგუფის სპეციალისტი. ასევე, წიგნის „ბიზნესის საფუძვლები“ და „ბიზნესი“ თანაავტორი.

ეკატერინე ჯოჯუა - საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება. მოპოვებული აქვს სასექსის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის ხარისხი, ასევე დაამთავრა ლონდონის სამეფო უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების PR მაგისტრატურა. მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს პარლამენტში, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ში, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში. იყო ისეთი ორგანიზაციების PR კონსულტანტი, როგორებიც არიან: RMG გოლდი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ამჟამად არის პიარ საკონსულტაციო ჯგუფ "ჯეპრას" უფროსი კონსულტანტი.

ზაზა აკობია - სარეკლამო ბიზნესში მოღვაწეობის 15 წლიანი გამოცდილება. მის კლიენტებს შორის იყვნენ მაკდონალდსი, თეგეტა მოტორსი, LC Waikiki, Reckitt Benckiser, Reckitt Benckiser Healthcare, Turkish Airlines, PUIG, დეა კოსმეტიქს, DANONE და სხვა კომპანიები. არის საერთაშორისო მედია სააგენტო „ჰავას მედიას“ დირექტორი საქართველოსა და სომხეთში, აგრეთვე, კომპანია „ბიზნეს ინფრასთრაქჩა სოლუშენზ“–ის კონსულტანტი მედიის საკითხებში. მისი კომპენტენცია არის ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები.

ქეთი ქემხაძე - ფინანსურ სფეროში მოღვაწეობის 15+ წლიანი გამოცდილება. თანამშრომლობდა კერძო და საჯარო დაწესებულებებთან, მათ შორის: საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო კომპანია, საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემა, საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარი, საქართველოს რკინიგზა, უნიქარდი, საქართველოს სახელმწიფო კანცელარია და სხვა.

არის სილქნეტის მთავარი ბუღალტერი. აგრეთვე, კომპანია „Business Infrastructure Solutions“–ის კონსულტანტი ბუღალტერიისა და ფინანსების მართვის საკითხებში. მისი კომპენტენცია არის ბუღალტერია და ფინანსების მართვა.

დალი ცატავა - პედაგოგიური და დიდაქტიკური მიდგომების, სწავლისა და სასწავლო პროცესის მართვისა და პროექტების მართვის 20 წლიანი გამოცდილება. თანამშრომლობდა საერთაშორისო ინსტიტუტებთან GTZ, TACIS, GI, DAAD. ასწავლიდა ESM-თბილისში, ივ.ჯავახიშვლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის საერთაშორისო სკოლაში, თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებში.

წარმატებით განახორციელა პროექტები: „სწავლის სწავლა როგორც საკვანძო კომპეტენცია“ გერმანელ კოლეგებთან ერთად, „საქართველოს კულინარიის აკადემია“ ავსტრიელ კოლეგებთან ერთად აგრარულ უნივერსიტეტში, „კვების კულტურის განვითარების ისტორია“ თსუ–ს ტურიზმის საერთაშორისო სკოლაში. არის სახელმძღვანელოს „სწავლის ტექნიკები და სტრატეგიები“ ავტორი.

არის კომპანია „Business Infrastructure Solutions“–ის კონსულტანტი. მისი კომპეტენცია არის თვითმენეჯმენტი, სტრესების მართვა, სწავლის სწავლა, სწავლის, კვების და დასვენების სწორი თანაფარდობის დაცვა.

ჯულიეტა გაგლოშვილი - ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულების ხელმძღვანელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა მიმართულების სასწავლო - სამეცნიერო ლაბორატორიის ხელმძღვანელი GIPA-ში.