ეგეოსის უნივერსიტეტი (University of the Aegean) არის საბერძნეთის საჯარო მრავალკამპუსიანი უნივერსიტეტი, რომელიც 1984 წელს დაარსდა. მისი ადმინისტრაციული ცენტრი მდებარეობს ქალაქ მიტილინში, კუნძულ ლესბოსზე. უნივერსიტეტი ექვს ეგეოსის კუნძულზე — ლესბოსზე, ქიოსზე, სამოსზე, როდოსზე, სიროსსა და ლიმნოსზე — არის განთავსებული.
ეგეოსის უნივერსიტეტის ინტელექტუალური მემკვიდრეობა სათავეს იღებს XX საუკუნის დასაწყისში დაწყებული ინიციატივებიდან, რომლებიც აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში მნიშვნელოვანი ბერძნული უნივერსიტეტის დაარსებას ისახავდა მიზნად. ამ იდეის ერთ-ერთი მთავარი შთამაგონებელი იყო ცნობილი მათემატიკოსი კონსტანტინე კარათეოდორი (Constantin Carathéodory). დღეს უნივერსიტეტს მნიშვნელოვან წვლილი შეაქვს ეგეოსის რეგიონის სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ განვითარებაში.
უნივერსიტეტი აერთიანებს ხუთ სკოლასა და 18 აკადემიურ დეპარტამენტს და სტუდენტებს სთავაზობს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ფართო არჩევანს ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა სოციალური მეცნიერებები, ბიზნესი, ინჟინერია, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები და გარემოსდაცვითი კვლევები.
2025-2028 წწ. GIPA-სა და University of the Aegean -ს შორის თანამშრომლობა ხორციელდება „Erasmus+“-ის პროგრამის ფარგლებში; (International Credit Mobility: -სტუდენტებისა და ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალის გაცვლა);